USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა: იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე ვრცელდება
თარიღი:  934

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე ვრცელდება.

„ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ვრცელდება. ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და მომდევნო თაობებს არ უნდა დავუტოვოთ. იაპონიის მთავრობა განწყობილია, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადოს და ამ კუნძულების ტერიტორიული კუთვნილების საკითხი გადაწყვიტოს“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

8 ოქტომბერს, იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება.

„ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ჩემი მისწრაფებაა, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსი განვითარდეს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.

7 ოქტომბერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდო ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება, როდესაც ტერიტორიული დავა გადაწყდება.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის