იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13-ს მიაღწია, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულები იშიკავას პრეფექტურიდან არიან, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.
ამასთან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა იშიკავას, ნიიგატასა და ფუკუის პრეფექტურებში, ქალაქ ვაჯიმასა და სუზას სამაშველო სამსახურებმა მიიღეს შეტყობინებები დანგრეული შენობებისა და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შესახებ.
მიწისძვრის ეპიცენტრის გარშემო 30 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზოგიერთ რაიონს კი წყლის მიწოდებაც შეუწყდა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ცუნამის საფრთხესთან დაკავშირებული გაფრთხილებები და რეკომენდაციები გააუქმა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, სურს, მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ დახმარება გზაშია.
„თავდაცვის ძალებს ბევრი სირთულე შეექმნებათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებამდე მისასვლელად, რადგან გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა გადავარჩინოთ, სანამ შენობები ჩამოინგრევა. თავდაცვის ძალების ჩინოვნიკებს ვუბრძანე, ყველაფერი გააკეთონ სტიქიით დაზარალებულ რაიონებში მისასვლელად“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა, იაპონიისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.
„აშშ მზად არის, გაუწიოს ნებისმიერი საჭირო დახმარება იაპონელ ხალხს“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.