USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
იაპონიაში დისტრიბუციისთვის ექვსი სახეობის ქართული ღვინოა წარდგენილი
Date:  1001

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red bridge” ორგანიზებით, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu” წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაციას Red bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაშიმ წარმოადინა.

პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ.

ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა. სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu“ წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას იაპონიის ბაზარზე.

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო.

შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.

2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way