„ იაპონიამ ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის მოსალოდნელი ომისთვის მზადება დაიწყო“ - ინფორმაციას გავლენიანი იაპონური მედია ASAHi SHIMBUN-ი ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სამხრეთით აქტიურად მიმდინარეობს ბომბსაცავების მშენებლობა, რომლებსაც შეეძლებათ მოსახლეობის დაცვა საჰაერო-სარაკეტო იერიშების განხორციელების შემთხვევაში.
გამოცემის ცნობით, ყველა იაპონელს შეეძლებათ აღნიშნულ თავშესაფარში 2 კვირამდე იცხოვროს... ბომბსაცავი უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიით, კომუნიკაციებით, საკვებითა და წყლით.