იანვრიდან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა აღარ იქნება. ამ პოზიციაზე უნგრეთს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან პოლონეთი შეცვლის და მისი თავმჯდომარეობა 30 ივნისამდე გაგრძელდება.
ქვეყნები თავმჯდომარის ფუნქციას როტაციის პრინციპით, 6 თვით ითავსებენ. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან, 1-ელი ივლისიდან გადაიბარა.
"უსაფრთხოება, ევროპა! ეს არის ჩვენი დევიზი, რომელიც ასახავს ჩვენი კონტინენტის წინაშე არსებულ ამჟამინდელ გამოწვევებს",- განაცხადა ევროკავშირის საკითხებში პოლონეთის მინისტრმა, ადამ შლაპკამ.
ვარშავაში, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებმა პოლონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები 10 დეკემბერს წარმოადგინეს. პრიორიტეტებს შორის დასახელდა ენერგეტიკა, თავდაცვა და ეკონომიკური უსაფრთხოება.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის საბჭოში და მის მოსამზადებელ ორგანოებში სხდომების დაგეგმვა და თავმჯდომარეობა, ასევე საბჭოს სახელით ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობა. მას ევალება საბჭოს მუშაობის წარმართვის უზრუნველყოფა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ევროკავშირის დღის წესრიგის უწყვეტობის, მოწესრიგებული საკანონმდებლო პროცესებისა და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, რისთვისაც უნდა იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა და კეთისლინდისიერმა შუამავალმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.