USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
იანვრიდან უნგრეთი EU-ს საბჭოს თავმჯდომარე აღარ იქნება, მას პოლონეთი შეცვლის
თარიღი:  583

იანვრიდან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა აღარ იქნება. ამ პოზიციაზე უნგრეთს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან პოლონეთი შეცვლის და მისი თავმჯდომარეობა 30 ივნისამდე გაგრძელდება.

ქვეყნები თავმჯდომარის ფუნქციას როტაციის პრინციპით, 6 თვით ითავსებენ. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან, 1-ელი ივლისიდან გადაიბარა.

"უსაფრთხოება, ევროპა! ეს არის ჩვენი დევიზი, რომელიც ასახავს ჩვენი კონტინენტის წინაშე არსებულ ამჟამინდელ გამოწვევებს",- განაცხადა ევროკავშირის საკითხებში პოლონეთის მინისტრმა, ადამ შლაპკამ.

ვარშავაში, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებმა პოლონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები 10 დეკემბერს წარმოადგინეს. პრიორიტეტებს შორის დასახელდა ენერგეტიკა, თავდაცვა და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის საბჭოში და მის მოსამზადებელ ორგანოებში სხდომების დაგეგმვა და თავმჯდომარეობა, ასევე საბჭოს სახელით ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობა. მას ევალება საბჭოს მუშაობის წარმართვის უზრუნველყოფა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ევროკავშირის დღის წესრიგის უწყვეტობის, მოწესრიგებული საკანონმდებლო პროცესებისა და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, რისთვისაც უნდა იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა და კეთისლინდისიერმა შუამავალმა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის