„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.9% შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1%-ით გაიზარდა და 231.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საექსპორტო პარტნიორებს, 2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 84.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (49.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (35.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (26.2 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, 2022 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 66.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 17.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6%).
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.