USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
იანვარში საქართველოს ექსპორტის მოცულობამ 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
дата:  948

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.9% შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1%-ით გაიზარდა და 231.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება საექსპორტო პარტნიორებს, 2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 84.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (49.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (35.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (26.2 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2022 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 66.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 17.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6%).

 
Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати