USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
Тбилиси
იანვარში ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან 14%-ით შემცირდა
дата:  365

იანვარში ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადიდან 293.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 46.6 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით ნაკლებია.

დღგ-ის შემცირება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მეტყველებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა ქვეყანაში დაწესებული მეორე ლოქდაუნით და თვის ფაქტობრივად ნახევრის “უქმე დღეებად” გამოცხადებით იყო განპირობებული. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკის 4.6%-ით შემცირება არის ნავარაუდევი, მთლიანად 2021 წელს კი მთავრობა 4.3%-იან ზრდას ელის.

დღგ-თან ერთად შემცირებულია ბიუჯეტის შემოსავალი საშემოსავლო გადასახადიდანაც.

იანვარში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 319 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 64.2 მილიონი ლარით, ანუ 17%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. უფრო დეტალურად კი შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 64.2 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 320 მილიონ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან.

მთლიანობაში იანვარში შეგროვებული 319 მილიონი ლარის საშემოსავლო გადასახადი ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში 1.56 მილიარდი ლარის ხელფასები გაიცა. შედარებისთვის, 2020 წლის იანვარში გაცემული ხელფასების ჯამი 1.91 მილიარდი ლარი იყო.

ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის კლება თანხვედრაშია საქსტატის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 74 ათასით იკლო. ასევე, 53 ათასით, 308 ათასამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობის 20.4% ამჟამად უმუშევარია, წლიურ ჭრილში ზრდა 3.8%-ია.

Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 25 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის,   კვიჭიძის,  სოლოღაშვილის, ჩოხელის და  გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26  მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის,   კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის,  იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის,  არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას,  ოდესის,  ოდიშელიძის,  ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების  მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),    გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების    მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის,  მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის,  ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის,   აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო  მაყაშვილის და  ასათიანის  ქუჩების  მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს,    ქსნის, თევდორე  მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების      მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати