USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Тбилиси
იანვარ-თებერვალში საქართველომ რუსეთში ექსპორტზე $93 მლნ-ის საქონელი გაიტანა - რა გაგვაქვს?
дата:  698

გამოქვეყნდა 2022 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებში 760.4 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა. ექსპორტი წელს ჯამურად 54.5%-ით გაიზარდა. 

ექსპორტის ბაზრების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი, რომელშიც ექსპორტირებულია $95.4 მილიონის საქონელი (ზრდა77%); მეორეზე რუსეთი, სადაც $92.9 მილიონის საქონელი გავიდა (ზრდა 35.6%); მესამეზე კი აზერბაიჯანი, სადაც $92.3 მილიონის პროდუქცია გავიდა (ზრდა 39%).

2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე საექსპორტო ქვეყანა იყო, სადაც $47.6 მილიონის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. წინა წელთან შედარებით, უკრაინაში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელიც მეტალურგიული ინდუსტრიისთვის წარმოადგენს ნედლეულს. მეორე და მესამე პოზიციებს ღვინო და მინერალური წყლები იკავებენ.

რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში 2022 წლის იანვარ-თებერვალში:

1 ფეროშენადნობები - $32.7 მილიონი დოლარი, 17,658 ტონა;
2 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $20.1 მილიონი დოლარი, 7,190 ტონა;
3 მინერალური და მტკნარი წყლები - $9.5 მილიონი დოლარი, 17,205 ტონა;
4 თამბაქოს ნაწარმი - $4.9 მილიონი დოლარი, 339 ტონა;
5 ბრენდი და სხვა სპირტიანი სასმელები - $4.1 მილიონი დოლარი, 1,005 ტონა;
6 გაზიანი სასმელები, შაქრით - $3.5 მილიონი დოლარი, 5,243 ტონა;
7 ციტრუსების ნაყოფი - $2.8 მილიონი დოლარი, 4,650 ტონა;
8 ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $2.3 მილიონი დოლარი, 264 ტონა;
9 მსუბუქი ავტომობილები - $1.7 მილიონი დოლარი,
10 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $1.5 მილიონი დოლარი, 9 ტონა.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, იანვარ-თებერვალში, საქართველოს მთავარი სავაჭრო საქონელი ასე ნაწილდებოდა:

1 მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $156.3 მილიონი, მატება 65%;
2 ფეროშენადნობები - $100.5 მილიონი, მატება 93%;
3 მსუბუქი ავტომობილები - $72.6 მილიონი, მატება 45%;
4 სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $58.2 მილიონი, მატება 214%
5 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $33.2 მილიონი, მატება 43%;
6 მინერალური და მტკნარი წყლები - $23.3 მილიონი, მატება 26%;
7 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $20.2 მილიონი, 120%;
8 სპირტიანი სასმელები - $17.6 მილიონი, კლება 4%; 
9 ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $13.4 მილიონი, მატება 53%;
10 თხილი და სხვა კაკალი - $13.3 მილიონი, კლება 18%.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати