USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
იანუკოვიჩის უახლოესი გარემოცვის წევრი, პრორუსი ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს ჩაცხრილეს
Date:  1438
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს მოკლეს. მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ინციდენტი სკოლის შესასვლელთან მოხდა.
 
პოლიციის ინფორმაციით, სკოლის კართან პორტნოვს მოტოციკლით მამაკაცი ელოდებოდა, როდესაც მას მსხვერპლი მიუახლოვდა, ესროლა და გაიქცა.
 
ანდრეი პორტნოვი 2011 -2014 წლებში იანუკოვიჩის მრჩეველი იყო, 2010-2014 წლებში კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. პორტნოვი პრორუსულ პოზიციას იკავებდა და ევრომაიდნის შემდეგ ის რუსეთში გაიქცა, მაგრამ 2019 წელს უკრაინაში დაბრუნდა. 2022 წლის ზაფხულში კი უკრაინა დატოვა.
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way