USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
იაგო ხვიჩია - როსტომ ჩხეიძე იქცეოდა თაღლითურად - „ქოცების“ დასახმარებლად რეგისტრირდებოდა არამხოლოდ თავისი სახელით, ნიკა მაჭუტაძის, თაკო ჩარკვიანის, გუბაზ სანიკიძის სახელით
Date:  815

როსტომ ჩხეიძე იქცეოდა თაღლითურად, „ქოცების“ დასახმარებლად რეგისტრირდებოდა არამხოლოდ თავისი სახელით, ნიკა მაჭუტაძის, თაკო ჩარკვიანის, გუბაზ სანიკიძის სახელით, რომლებიც დღეს საერთოდ არ ყოფილან, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ყველა ოპოზიციონერი გაფრთხილებული იყო, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაევლოთ, რადგან ეს იყო „ქოცების“ სასარგებლო რეგისტრაცია. ხვიჩიას განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის ოპოზიციონერი და ვინ თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს.

„მე მინდა, ერთი „ჩათლახობის“ შესახებ მოგიყვეთ, რომელიც დღეს ოპოზიციის შიგნით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით დასრულდა ჩვენი ღონისძიება, რომ დღეს „ქოცებს“ კვორუმი არ ჰქონოდათ, ოპოზიციაში აღმოჩნდა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაფრთხილებული იყო რეგისტრაცია არ გაევლოთ, რადგან ეს იყო „ქოცების“ სასარგებლო რეგისტრაცია. როგორც ჩვენ გვაქვს თითქმის დადასტურებული ეჭვი და ამას გადავამოწმებთ, ბატონი როსტომ ჩხეიძე, ღვაწლმოსილი ადამიანი, სხვა პროფესიაში ცნობილი წარმატებით, დღეს იქცეოდა თაღლითურად და „ქოცების“ დასახმარებლად რეგისტრირდებოდა სხვა დეპუტატების სახელითაც. მან მხარი დაუჭირა სხდომის გახსნას და რეგისტრაციაში მიიღო მონაწილეობა არამხოლოდ თავისი სახელით, ნიკა მაჭუტაძის, თაკო ჩარკვიანის, გუბაზ სანიკიძის სახელით, რომლებიც დღეს საერთოდ არ ყოფილან, კიდევ სხვა ადამიანების სახელითაც. ჩვენ ამ ყველაფერს ამოვიღებთ, გავშიფრავთ, რადგან ვიცით, ვინ იყო და ვინ არა დარბაზში, გადაღებულია ვიდეო. მანამდე საბომ, რომელიც ზემოდან ათვალიერებდა დარბაზს, გამოიჭირა ბატონი როსტომი, რომ რამდენიმე სხვადასხვა ადგილას თითს აჭერდა ღილაკს და უყვირა, რას სჩადიხართ ბატონო როსტომო. ამის შემდეგ დაანება თავი ამას, თორემ ამ 4 ადამიანის გარდა მეტს დაარეგისტრირებდა და ღიად დაეხმარებოდა „ქოცებს“, რომ ჯარის გამანადგურებელი კანონის მიღება დღეს გაგრძელებულიყო. მინდა მედიამ იცოდეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიციონერი, ვინ „ქოცებთან“ შეკრული და ვინ თამაშობს მათ თამაშს, ეს მინდა ყველა ადამიანისთვის იყოს გასაგები. როსტომ ჩხეიძე, თუ მას ეს დაუდასტურდა, არის ჩვეულებრივი თაღლითი,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, კვორუმის არქონის გამო, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც „თავდაცვის კოდექსი“ უნდა განეხილათ, ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65- მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way