USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის
дата:  947

სახალხო დამცველობის კანდიდატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმრები არიან.

ხვიჩიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას განმარტა, რატომ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად და იქვე დასძინა, რომ თავისი შინაგანი რწმენთ სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი აქვს.

„მივიჩნევ, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი რომელიც ციხეში არ მოხვდებოდა, თუ მას არ ექნებოდა პოლიტიკური პოზიცია მიუხედავად იმისა, მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული. მიუხედავად იმისა, მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, ის ციხეში არ მოხვდებოდა, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური აქტორი. ამ ფორმულით ვაფასებ მე პოლიტპატიმარს. ამ ფორმულის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა. აქედან გამომდინარე მგონია ის პოლიტპატიმარი და არა იმის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მიმაჩნია, რომ დანაშაული, რასაც მას ედავებიან, ჩემი აზრით, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ უნდა იყოს. ამის გამო ადამიანებს არ უნდა ვიჭერდეთ, რადგან უამრავი ადამიანის ციხეში მოთავსება მოგვიწევს საჯარო სამსახურებიდან სამსახურებრივი მანქანის უკანონო სარგებლობისთვის. ამას დამატებულია ის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება 7 წლის განმავლობაში არ დადგა და დადგა მაშინ, როდესაც ყველაზე პრობლემური დრო იყო ამ საქმის დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ერთიც და მეორეც, სხვადასხვა მოტივებით მიმაჩნია არაკანონიერ პატიმრად და ამ ყველაფერს ვხსნი იმით, რომ ქვეყანაში არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული. სინამდვილეში ეს ადამიანები ციხეში არიან, როგორც მებრძოლები, როგორც დაპირისპირებული მხარეები. ჩემი პოზიციაა, ბრძოლა შევწყვიტოთ და შერიგების გზას დავადგეთ, თორემ სანამ ბრძოლა მიდის ყოველთვის იარსებებენ ბრძოლის დროს ტყვედ აყვანილი სხვადასხვა თანამდებობის პირები. ეს მოხდება სამწუხაროდ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ კითხვას - გვყავს თუ არა ქვეყანაში ოლიგარქი და ოლიგარქები? ასევე, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს გავლენა დღევანდელ ხელისუფლებაზე? - იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

„სიტყვა „ოლიგარქი“ არ მომწონს და არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძეც და ა.შ.

რა საკვირველია, ბიძინა ივანიშვილს აქვს დღეს გავლენა ხელისუფლებაზე და ამ ხელისუფლების მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც ბიძინა ივანიშვილია. მე რომ მჯეროდეს, ბიძინა ივანიშვილი სრულად არის ჩამოშორებული ქართულ პოლიტიკას, ალბათ, უფრო ვინერვიულებდი ამ სიტუაციაში“, - განაცხადა აგო ხვიჩიამ.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати