USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ია დავითაშვილი-ავსტრიაში მცხოვრები მევიოლინე
дата:  804
ზალცბურგის უნივერსიტეტ - მოცარტეუმში მაგისტრატურაზე სასწავლებლად 2015 წელს ჩამოვედი. ავსტრიაში ჩემი წამოსვლის მიზანი პროფესიული განვითარება იყო. ექვსი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება შევიძინე, ისეთ ორკესტრებსა თუ ანსამბლებში როგორიცაა: Deutsche Kammerorchester Neuss; Deutsche Radio Kammerorchester; Salzburg Chamber Soloists; Concerto de Basus; Salzburg Philharmonie და ასევე მონაწილეობა მივიღე არაერთ მნიშვნელოვან ტურნეში (ჩინეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი).
 
ჩემს უნივერსიტეტში მქონდა საშუალება გავცნობოდი მნიშვნელოვან მუსიკალურ ლიტერატურას და ხელნაწერებიდან დამეკრა ძველი ავთენტური სტილით.
 
წარმატების მიღწევა ყველა სფეროში რთულია, მაგრამ ინსტრუმენტალისტებს კიდევ უფრო მეტი შრომა გვჭირდება, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. საჭიროა ყოველდღიური შეხება ინსტრუმენტთან, მუშაობა საკუთარ თავთან. ფუნდამენტურად უნდა შეისწავლო მუსიკა,რასაც საკონცერტოდ ამზადებ. ჩვენს პროფესიაში მთავარია ინსტრუმენტს საფუძვლიანად ფლობდე, გქონდეს არამარტო კარგი ინსტრუმენტი არამედ კარგი მენეჯმენტი. მუსიკოსს პირველ რიგში სჭირდება დისციპლინა, სწორი მუშაობა და ცხოვრების ბოლომდე კვლევა-ძიება.
 
ამჟამად ვმუშაობ ზალცბურგის ფილარმონიულში და ვგეგმავ ახალი დისკის გამოშვებას,რომელიც უკვე ჩაწერილია. ჩემი სამომავლო პროექტები საქართველოსაც უკავშირდება და იმედი მაქვს მალე განვახორციელებ.
ახალგაზრდებს, ვისაც უცხოეთში სწავლის გაგრძელება სურთ, მინდა ვურჩიო საფუძვლიანად შეისწავლონ იმ ქვეყნის ენა, სადაც უნდათ რომ ისწავლონ. წინასწარ გადალახონ ბარიერები, რაც უკავშირდება უნივერსიტეტში რეგისტრაციას თუ ბინის მოძიებას და ა.შ. იყვნენ დისციპლინირებულები, კონტაქტურები და მაქსიმალურად გახსნილები რათა არ შეუშინდნენ სირთულეებს, რისი გადალახვაც მათ თავიდან მოუწევთ...
спорт
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати