USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ჰოროსკოპი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 სექტემბრისთვის?
Date:  617

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და საკუთარი ენერგია არასწორი მიმართულებით დახარჯოთ. ცდილობთ სასურველი რეალობად აღიქვათ, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ გაიგოთ მიზეზი, რომელმაც დაძაბულობა გამოიწვია.

.კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში გარკვევა გიჭირთ, ამიტომ დღის დაგეგმვას ვერ ახერხებთ. საკმაოდ რთული დღეა. შეიძლება ბევრი რამ ისე არ მოხდეს, როგორც ელოდით. ნუ აჩქარდებით, ეცადეთ მშვიდად და გააზრებულად იმოქმედოთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, გარეშე პირთა რჩევებს ნაკლებად უსმინოთ, ინტუიციურად იმოქმედოთ და ყველა საქმეს პრაქტიკულად მიუდგეთ. დროა, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და მიმდინარე მოვლენები რეალურად შეაფასოთ. შეწყვიტეთ გარშემო მყოფებით მანიპულირება, ეს მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს სიმტკიცე და მონდომება უნდა გამოიჩინოთ და თქვენთვის მიუღებელ პირობებს არ დათანხმდეთ. დაიცავით საკუთარი აზრი ნებისმიერ დისკუსიაში და საკუთარი სიმართლის გჯეროდეთ. პირად ურთიერთობებში არსებობს ჩხუბის ან უსიამოვნო სიტუაციის რისკი. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, რადგან მათი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. ნუ ინერვიულებთ - მალე სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით განვითარდება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები შეამციროთ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებს ნუ უგულებელყოფთ - საქმის საბოლოო წარმატება მათზეა დამოკიდებული. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობას და აზრის მკაფიოდ გამოხატვას ვერ ახერხებთ, ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი მოლაპარაკება სხვა დღისთვის გადადოთ. ეცადეთ, მანიპულატორების მსხვერპლი არ გახდეთ და გადაწყვეტილებები სხვისი ზეწოლის ქვეშ არ მიიღოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მთავარია საკუთარ სხეულს უსმინოთ. ხშირად შეისვენეთ და ზედმეტად რთულ ან შრომატევად საქმეებს ერიდეთ. ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ - მცირე შეცდომამ შეიძლება სამუშაოს საბოლოო შედეგზე უარყოფითად იმოქმედოს. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დღეისთვის ახალი და რთული საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ, ალტერნატიული გზები იპოვოთ. კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ამ პროცესში შეიძლება ახალი მოკავშირეები და დამხმარეები იპოვოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, ოჯახში მყუდრო და მშვიდი ატმოსფერო შეინარჩუნოთ. საჭირო არაა, რომ საკუთარი აზრი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი და ეცადეთ, გარშემო მყოფებს ენდოთ. მშვიდობიანი განწყობა ნდობისა და ურთიერთობების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოვლენების გაკონტროლება გიჭირთ და ამის გამო არასასურველ შედეგებთან შეგუება გიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, საპასუხისმგებლო საქმეებს და სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ. ამ დღეს უპირატესობა კარგად ნაცნობ და მარტივ სამუშაოს უნდა მიანიჭოთ. ხელმძღვანელობა თქვენს აზრს მოისმენს და გაითვალისწინებს. ეცადეთ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ და ფინანსური საკითხების განხილვაზე უარი თქვათ - დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. მეგობრებთან შეხვედრები სასარგებლო იქნება - ვიღაცამ შეიძლება საინტერესო იდეა მოგაწოდოთ, რომლის განხორციელება პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თქვენს განწყობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, დილიდან პოზიტივით დაიმუხტოთ. თქვენი ქმედებები შედეგზე გათვალეთ, სხვა შემთხვევაში შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, დიდი ხნის უნახავი ადამიანები მოინახულოთ და შეურიგდეთ მათ, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way