USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
ჰოროსკოპი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 სექტემბრისთვის?
Date:  406

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ნუ გაბრაზდებით, თუ ვინმემ თხოვნაზე უარი გითხრათ ან არასწორად გაგიგოთ. მას საკუთარი ცხოვრება და საქმეები აქვს და, სურვილის მიუხედავად, ყოველ ჯერზე თქვენი სურვილების ასრულება არ შეუძლია. პრეტენზიების გამო არ ღირს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება. აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ, შესაძლოა ეს სპორტი ან სხვა ფიზიკური დატვირთვა იყოს.

.კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ თქვენს ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მზად იყავით იმისთვის, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. საქმეების უმეტესობა უინტერესო იქნება, მაგრამ დაწყებული მაინც უნდა დაასრულოთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს. ეს შეიძლება როგორც ადამიანი, ისე რაღაც მოვლენა იყოს. შემოქმედი ტყუპები შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალისთვის გადადეთ - ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაც თქვენი სიბრძნით მოიხიბლოს და თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს. ნუ იფიქრებთ, რომ საზოგადოებისთვის სარგებელი არ მოგაქვთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დროა, საოჯახო საქმეებისთვის მოიცალოთ. სამსახურში ეცადეთ, ყველა მოვლენის ცენტრში იტრიალოთ და არცერთი სიახლე არ გამოგეპაროთ. გარკვეულწილად, თქვენი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ამაზეა დამოკიდებული. დაელოდებით საინტერესო წინადადებას კოლეგების ან მენეჯმენტისგან.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შესაძლოა, რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, სახლი ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ. საკუთარი ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ახლობლებმა ადამიანებმა შეიძლება რაღაც სიურპრიზით გაგახარონ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, სამსახურში ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ, მოგვიანებით საკუთარ თავს ამისთვის მადლობას ეტყვით. თუ ხვდებით, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, რათა სხვებმაც გაიგონ, რომ თქვენთან ასე მოგექცევა არ შეიძლება. ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რაღაც შემთხვევა თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე თვალს აგიხელთ, მაგრამ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. ეცადეთ, ჯერ ყველაფერი კარგად გააანალიზოთ, აწონ-დაწონოთ და მერე იმოქმედოთ. სასურველია, სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს. ხელსაყრელი დღეა მაღაზიების შემოვლისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლოა, სამსახურში უჩვეულო ვითარებას წააწყდეთ. ვიღაც თქვენთან ღია ფლირტს წამოიწყებს, ვიღაც კი უმიზეზოდ დაგიპირისპირდებათ. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ამ დღეს კოლეგებთან ურთიერთობას მოერიდოთ და დამოუკიდებლად იმუშაოთ. გირჩევთ, საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრი დავალება არ აიღოთ - ნუ გაუადვილებთ ცხოვრებას სხვებს. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ. სასურველია, საღამო მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეს დღე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ფრთხილად იყავით - ზედმეტი ემოციების გამო შეიძლება რაღაც ისეთი თქვათ, რომ უახლოეს ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

შესანიშნავი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. როცა საქმე სამუშაოს ეხება, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უპრობლემო და ჰარმონიული იქნება. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way