USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ჰოლოკოსტის შესახებ კანონპროექტის გამო პოლონეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა
Date:  1127

პოლონეთმა და ისრაელმა ქვეყნებიდან საკუთარი ელჩები გამოიხმო. მიზეზი პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ ახალი კანონპროექტის მიღებაა, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შთამომავლებისთვის, წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადას აწესებს.

„დიდი იმედგაცრუება“, „სირცხვილი“, „ამორალური კანონი“, - ასე აფასებს ისრაელი ოფიციალური ვარშავის მიერ დაგეგმილ ცვლილებას.

„ეს არის არა ისტორიული დებატები ჰოლოკოსტზე პასუხისმგებლობის შესახებ, არამედ - პოლონეთის მორალური ვალი მათ წინაშე, ვინც მისი მოქალაქე იყო და რომელთა ქონება გაძარცვეს ჰოლოკოსტის დროს და კომუნისტური რეჟიმის პირობებში”, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საკონმდებლო ცვლილება დააზიანებს ჰოლოკოსტისას გადარჩენილთა და მაშინ დაღუპულთა შთამომავლობის 90%-ს.

„ეს ამორალური კანონი სერიოზულად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე”, - წერია პოლონეთში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა ვარშავაც. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ახალი რეგულაციები არანაირად არ ზღუდავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სამოქალაქო სარჩელის შეტანის შესაძლებლობას - განურჩევლად მოსარჩელის ეროვნებისა და წარმოშობისა.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების მასობრივი გენოციდი.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way