USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Tbilisi
ჰოლანდიის აგრარული სასწაული
Date:  4561
სოფლის მეურნეობის კუთხით, ჰოლანდია ყველაზე საინტერესო მაგალითი საქართველოსთვის. ჰოლანდიამ 2018 წელს სოფლის მეურნეობიდან მიიღო თითქმის 100 მლრდ. ევროს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიით საქართველოზე უფრო პატარაა, მას უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში (აშშ-ის შემდეგ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში.
 
საექსპორტო პროდუქციიდან ყველაზე მეტად ჰოლანდიიდან გადის ხილი და ბოსტნეული.
 
ჰოლანდიური საიდუმლო სწორ აგრარულ პოლიტიკაშია, რომელსაც უპირველესად აყალიბებენ მეცნიერები და ექსპერტები, და არა სამეტყველო ჟანრის პროფესიონალები პარლამენტში. ჰოლანდიაში ფუნქციონირებს ვაგენინგენის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა ევროპის პრაქტიკულად მთელი „აგრარული ელიტა“. სწორედ უნივერსიტეტების წიაღიდან დაიწყო ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის განვითარება.
 
2000 წლიდან ჰოლანდიელი ფერმერები პესტიციდებს თითქმის არ იყენებენ. 2009 წლიდან კი ანტიბიოკიტების გამოყენება შეამცირეს 60%-ით.
 
აგრარულ სფეროს უკავია მშპ-ს 10% და მასში დასაქმებულია 660 ათასი ადამიანი. ჰოლანდიელი ფერმერები აწარმოებენ საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ საკვებ პროდუქტს 1 ჰექტარზე, ვიდრე ევროპის სხვა ფერმერები. სწორედ მათი წყალობით, ჰოლანდიას უკავია მსოფლიოში მეორე ადგილი აღნიშნულ სფეროში (ტერიტორიის გათვალისწინებით კი პირველი).
ამასთან, ჰოლანდიაში ყველაზე ჯანსაღი და ხარისხიანი საკვებია მსოფლიოში. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ ქვეყანაში იყენებენ ყველაზე მეტ ორგანულ სასუქს და უარს ამბობენ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე.
World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way