„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს.
დაჯგუფება აცხადებს, რომ ჰასან ნასრალა გუშინ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
„ჰეზბოლა“ პირობას დებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლასა და ლიბანის დაცვას გააგრძელებს.
ცნობისთვის, მანამდე, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.