USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ჰერალდიკის საბჭო - დავით აღმაშენებლის მონეტას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიისათვის
თარიღი:  2013
ახლად აღმოჩენილ სპილენძის მონეტას, რომელიც მოჭრილია საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიისათვის.
კერძოდ, საქართველოს დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია ამ დრომდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ევროპულ საზღვაო რუკებზე (XIV-XVI სს.), თბილისისა და სებასტოპოლის (დღევანდელი სოხუმის) ადგილას, ხოლო ნუმიზმატიკურად მოგვეპოვებოდა თამარ-დავითის მონეტაზე (XIII ს.).
აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო დროშის უტყუარად დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.), რადგან მონეტის უკანა პირზე (რევერსზე) დატანილია დაქარაგმებული ხუთჯვრიანი კომპოზიცია. ასეთი კომპოზიცია არ გააჩნია მსოფლიოსთვის დღემდე ცნობილ დავით აღმაშენებლის ორიდან არცერთ მონეტას, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო და ბრიტანეთის მუზეუმებში.
ახლად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ძეგლია და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული დასაბუთებისათვის.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის