USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ჰენრი მორგანი – ყველაზე ცნობილი და პატივცემული მეკობრე
дата:  3613

ჰენრი მორგანი (1635-1688) ინგლისელი მეზღვაური “მეკობრეთა ადმირალი” შემდგომში კუნძულ იამაიკის ვიცე-გუბერნატორი, რომელიც აქტიურად ატარებდა ინგლისის კოლონიალურ პოლიტიკას.

ის ცნობილია უპირველეს ყოვლისა არა როგორც მეკობრე, არამედ უფრო როგორც მთავარსარდალი და პოლიტიკოსი. მისი მთავარ დამსახურება ის არის რომ, ინგლისელებს საშუალება მისცა მთელ კარიბის ზღვაზე მოეპოვებინა კონტროლი.  მორგანის მთელი ცხოვრება აღსავსე იყო მეკობრის ფათერაკებით და თავგადასავლებით მაგრამ სიბერეში კი ძველი მეკობრე უკვე ის აღარ იყო. ის ცეროზისაგან გარდაიცვალა და დაკრძალული იყო როგორც აზნაური. სასაფლაო სადაც მორგანი იყო დასაფლავებული ტალღებმა ჩარეცხეს.

  

მხიარული როჯერი - მითები და ლეგენდები

ის დაიბადა ინგლისში, მიწათმფლობელის ოჯახში, მაგრამ არავითარი მიდრეკილება არ ქონდა ოჯახის საქმის გასაგრძელებლად. ბავშვობიდანვე ჰენრიში თითქოს ჭინკა იყო ჩასახლებული, რომელმაც თავი 20 წლისთვის იჩინა. რამოდენიმე წელიწადში მან მოახერხა მონობაში ყოფნა, საკუთარი ბანდის შეკრება და საკუთარი გემის შოვნა, რა თქმა უნდა უამრავი ადამიანის გაძარცვის ხარჯზე.

 ლეგენდის თანახმად ის იუნგად მოეწყო ბარბადოსზე მიმავალ გემზე. სადაც ის მონად გაყიდეს სამი წლით ატლანტიკის გადაცურვის საფასურად. ენერგულმა და ხელმომჭირნემ მან სამი-ოთხი ლაშქრობის შემდეგ მცირე კაპიტალი დააგროვა და რამოდენიმე ამხანაგთან ერთად გემი იყიდა. მორგანი კაპიტნად აირჩიეს. პირველივე დამოუკიდებელმა ცურვამ ესპანეთის ამერიკისკენ მას წარმატებული წინამძღოლის სახელი მოუტანა და ამის შემდეგ მას უკვე სხვა მეკობრეთა გემებიც უერთდებოდნენ. ამან საშუალება მისცა ღია ზღვაში ცალკეული გემების ძარცვიდან უფრო სარფიან ოპერაციებზე გადასულიყო. ქალაქების ძარცვა მოგების ბევრად გაზრდის საუკეთესო საშუალება იყო.

 პატარა ქალაქებზე რამოდენიმე წარმატებული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ცოტა გაზარდა მეკობრეთა

საძმოს შემოსავლები მორგანმა გადაწყვიტა მდიდარი ქალაქი მარაკაიბო აეღო. ეს მოვლენები დაედო საფუძვლად რაფაელ საბატინის წიგნის “კაპიტან ბლადის ოდისეა”-ს ერთ-ერთ თავს. გამცემის მიერ გაფრთხილებულმა მოსახლეობამ ქალაქი დატოვა და მთელი ქონება გადამალა. ქალაქის აღების შემდეგ მეკობრეებმა ახლომდებარე ტყეს მეასურეს, რადგან დარწმუნებული იყვნენ რომ მოქალაქეები შორს ვერსად წავიდოდნენ. მათ ტყვედ აიყვანეს მოქალაქეები დასასტიკად აწამეს ისინი. ხუთი კვირის შემდეგ მეკობრეებმა გადაწყვიტეს ქალაქის დატოვება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ლაგუნიდან გასასვლელში მათ სამი ესპანური სამხედრო გემი ელოდებოდა, ხოლო ციხესიმაგრე მარაკაიბუ გამაგრებული იყო და კარგად შეიარაღებული გარნიზონი ყავდა.

თავის დასაღწევად მეკობრეებმა ეშმაკობას მიმართეს. მათ ცეცხლმოკიდებული გემი გაუშვეს რომელიც ესკადრის მთავარ გემს დაჯახა და მასთან ერთად აფეთქდა. ამის შემხედვარე მეორე გემის კაპიტანმა გემი თავშესაფარისაკენ წაიყვანა და მეჩეჩს დაეჯახა, ხოლო მესამე გემი მეკობრეებმა აბორდაჟით აიღეს. ამის შემდეგ მორგანმა ფორტის ხმელეთიდან იერიშის სცენა გაითამაშა და ესპანელები აიძულა ზარბაზნები სანაპირო ხაზიდან გადაეზიდათ, ხოლო ღამით კი ღუზა ასწია და ზურგის ქარის დახმარებით თითქმის უდანაკარგოდ დატოვა ფორტი.

 მეკობრეებმა მალე გაანიავეს ნაძარცვი, და მორგანმა ახალი ლაშქრობის მომზადება გადაწყვიტა. 1671 წლის 18 იანვარს მან პანამისკენ გასწია. მორგანს ოცდათექვსნეტი გემი და ოცდათექვსმეტი კანოე ყავდა რომელშიც ათას ორასი კაცი იყო. ამჯერად მათ თან არ წაუღიათ საგზალი, რადგან მის მომარაგებას გზასი აპირებდნენ. მეკობრეების ნაწილის ხმელეთზე გადასმის შემდეგ მორგანმა მიზანმიმართული შეტევა დაიწყო ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად. მეათე დღეს ისინი პანამას მიუახლოვდნენ. და ქალაქის სტურმს შეუდგნენ. ბრძოლა სასტიკი იტო და მეკობრეებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, მაგრამ ამის მიუხედავად საღამოსთვის ქალაქი მაინც აიღეს და ყველა გაანადგურეს ვინც კი წინააღმდეგობას

უწევდა. მორგანის ბრძანებით მეკობრეებმა გადაწვეს გაძარცული ქალაქი. და რადგან ორი ათასი სახლიდან უმრავლესობა ხის იყო პანამა ერთ დიდ კოცონად გადაიქცა. მორგანმა მეკობრეები კვლავ ორად გაყო, ერთი ნაწილი ტყეში ქალაქის მაცხოვრებლებს დასდევდა დასაჭერად მეორე ნაწილი კი გემებით და კანოებით ზღვაში გავიდნენ პანამისკენ მომავალი დატვირთული გემების შესახვედრად.

ორივე ჯგუფი გულმოდგინედ შეუდგა საქმის შესრულებას, რამოდენიმე დღის განმავლობაში ტყვედ იქნა აყვანილი რამოდენიმე ასეული მოქალაქე და ასევე აბორდაჟით აყვანილი ოქროთი, ვერცხლით, სურსათით და სხვადასხვა საქონლით დატვირთული მრავალი გემი.

 პანამაში სამი კვირის ყოფნის შემდეგ და ყველაფრის, რისი გაძარცვაც შეიძლებოდა ზღვაზე და ხმელეთზე

პირწმინდად გაძარცვის შემდეგ 1671 წლის 24 თებერვალს მორგანმა და მისმა ჯარმა ქალაქი დატოვა, მას თან მიყავდა ვერცხლით დატვირთული ორმოცდაათი ჯორი და მრავალი ტყვე მონათა ბაზრებზე გასაყიდად.

ყველა ისტორიული ქრონიკა მოგვითხრობს რომ პანამაში ყოფნისას მორგანი გუბერნატორის სასახლეში ცხოვრობდა და რა თქმა უნდა ქალთა საზოგადოებასაც არ იყო მოკლებული. მაგრამ ერთ-ერთმა ქლაბატონმა (რომლის სახელსახ არავინ არ ასახელებს) რომელიც მორგანს მძევლად ყავდა უარყო იგი. არც დაპირებები და არც მუქარა მასზე არ მოქმედებდა, ყველა გაოცებული ადევნებდა თვალს იმ დროისათვის წარმოუდგენელ სანახაობას, რომ მორგანი მის ძალით დამორჩილებას ვერ ბედავდა. უკანა გზაზე კი ჩარგასისკენ მიმავალმა მორგანმა კი მას თავისუფლება უბოძა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე და დაცვაც კი გააყოლა რომ ქალბატონი სახლამდე მიეცილებინათ.

 ფლიბუსტიერების იმ ბნელ ეპოქაში ეს რაინდული საქციელი რომანტიზმის ნათელ გამოვლინებად

ჩაითვლება. იამაიკაზე დაბრუნების შემდეგ მორგანი დააპატიმრეს. საქმე იმაშია რომ პანამას ექსპედიციაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ევროპაში ხელი მოეწერა მადრიდის ხელშეკრულებას ინგლისსა და ესპანეთს შორის. გუბერნატორმა თომას მოდიფორდმა მორგანთან კურიერი აფრინა ამ ხელსეკრულებით და ექსპედიციის გაუქმების ბრძანებით. მაგრამ კურიერმა დააგვიანა: 1670 წლის 16 დეკემბერს მორგანი ჰაიტის ნაპირებიდან თავის ყველაზე ცნობილ ლაშქრობაში გაემგზავრა. ამის შესახებ მოდიფორდმა თავის პატრონს ლორდ არლინგტონს აცნობა – ასევე აცნობა რომ მორგანის მოსაძებნად სხვა გემი გააგზავნა და იმედი გამოთქვა რომ მეორე კურიერი შეძლებს მორგანის შეჩერებას და არ მისცემს მის ფლიბუსტიერებს ესპანელების წინააღმდეგ მტრული მოქმედებების განხორციელების საშუალებას.

მორგანი, გადაყენებულ გუბერნატორ თომას მოდიფორდთან ერთად რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს მის მძარცველურ საქმიანობას ინგლისში გააგზავნეს სასამართლო პროცესზე მორგანის მოადგილემ ჯონ პიკმა ფიცის ქვეშ განაცხადა რომ კურიერი გუბერნატორის წერილით მორგანთან პანამის შტურმამდე სამი დღით ადრე ჩავიდა და ამგვარად, მორგანმა კარგად იცოდა რასაც აკეთებდა და სრულიად შეგნებულად დაესხა ქაალაქს.

 ყველას ეგონა რომ სამეფო სასამართლო ყველა ცოდვისათვის სახრჩობელაზე ჩამოკიდებდა მეკობრეს მაგრამ მეფის კარმა ვერ დაივიწყა მისი სამსახური. პატიოსან სიტყვაზე გათავისუფლებული მორგანი სამ წელიწადს ინგლისის დედაქალაქში ატარებს, სადაც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა ხდება და დიდი წარმატებით სარგებლობს როგორც მამაკაცებს ასევე ქალბატონებს შორის. ინსცენირებული სასამართლო პროცესის შემდეგ გამოტანილი იქნა განაჩენი “ბრალეულობა დამტკიცებული არ არის” მორგანი იამაიკაზე დააბრუნეს ვიცე გუბერნატორის თანამდებობით.

ლორდი ბოენი იამაიკის ახალი გუბერნატორი 1676 წლის მაისში წერდა ლონდონში რომ სერ ჰენრი მორგანი თავისი ვალდებულებების საწინააღმდეგოდ “ადიდებს მეკობრეობას და ეწინააღმდეგება ყველა ჩემ გეგმას და წამოწყებას შევამცირო მათი რიცხვი ვინც ეს ცხოვრებისეული გზა აირჩია” გუბერნატორი ითხოვდა მორგანი გაეწვიათ იამაიკის საბჭოს შემადგენლობიდან , მაგრამ მდივანმა ჯორჯ უილიანსონმა დაარწმუნა ეს საქმე ჩაეფარცხა.

 1678 წლის მარტში ვერ შეძლო რა იამაიკაზე ფლიბუსტიერების განადგურება ლორდ ბოენმა თავის უფლებამოსილება მორგანს გადაულოცა და ინგლისში დაბრუნდა.

 ოთხი თვის განმავლობაში სერ ჰენრი მორგანი იამაიკის გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა (გრაფ კარლაილის ჩამოსვლამდე 1678 წელს) ახალ გუბერენატორთან მან მალე გამონახა საერთო, ასე რომ იამაიკელი ფლიბუსტიერები თავს კვლავ შესანიშნავად გრძნობდნენ კუნძულზე. როცა 1682 წლის მაისში იამაიკაზე კვლავ ჩამოვიდა თომას ლინჩი, რომელმაც გუბერნატორის თანამდებობაზე გრაფი კარლაილი შეცვალა.

მან მორგანი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაანთავისუფლა, შემდეგ კი იამაიკის საბჭოს შემადგენლობიდანაც გამოიყვანა. მისი ბიძაშვილი ჩარლზ მორგანი ფორტ პორტ-როიალის მეთაურობას ჩამოაშორეს, ხოლო მორგანის მეგობარი როჯერ ელეტსონი მოსამართლის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. საქმეს ჩამოშორებულმა მორგანმა სმა დაიწყო და დროებით პორტ-როიალიდან საკუთარ პლანტაციებში გადავიდა საცხობრებლად. 

ლინჩი 1684 წელს გარდაიცვალა, მან საიდუმლო განკარგულება დაუტოვა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის პოლკოვნიკ ჰენდერ მოლზუორტს, რითიც მორგანის იმედებს, კვლავ მიეღო გუბერნატორის პოსტი, ხაზი გადაუსვა.

იამაიკის ახალი გუბერნატორი სერ კრისტოფერ მონკი ალბერმარლის მეორე ჰერცოგი (1687-1688) დაახლოებული იყო პლანტატორების და კორსარების პარტიასთან. მან იამაიკის საბჭოდან გამოიყვანა მოლზუორტის მომხრეები და თავისი ხალხით ჩაანაცვლა ისინი, მათ შორის იყვნენ მორგანი და ელიტსონი.

იამაიკაზე ფლიბუსტიერებისთვის კვლავ ოქროს ხანა დადგა. მაგრამ ვიცე-გუბერნატორ ჰენრი მორგანის დღეები უკვე დათვლილი იყო. საბოლოოდ გალოთებული და ადამიანი სახე დაკარგული, სიმსუქნით და ციროზით დაავადებული ის პორტროიალში 1688 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

ის საზეიმოდ, მისი წოდების შესაფერისი ცერემონიით დაკრძალეს პორტ-როიალის წმ. ეკატერინეს ეკლესიაში. მაგრამ გარდაცვალების შემდეგაც კი მისმა სხეულმა სიმშვიდე ვერ პოვა. ოთხი წლის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, უზარმაზარმა ტალღებმა ქალაქს გადაუარეს, გაანგრიეს და გაანადგურეს სასაფლაო და ბევრი შენობა. ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი ფლიბუსტირეის ნაშთები კვლავ ზღვამ შთანთქა.

аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати