ჰენრი მორგანი (1635-1688) ინგლისელი მეზღვაური “მეკობრეთა ადმირალი” შემდგომში კუნძულ იამაიკის ვიცე-გუბერნატორი, რომელიც აქტიურად ატარებდა ინგლისის კოლონიალურ პოლიტიკას.
ის ცნობილია უპირველეს ყოვლისა არა როგორც მეკობრე, არამედ უფრო როგორც მთავარსარდალი და პოლიტიკოსი. მისი მთავარ დამსახურება ის არის რომ, ინგლისელებს საშუალება მისცა მთელ კარიბის ზღვაზე მოეპოვებინა კონტროლი. მორგანის მთელი ცხოვრება აღსავსე იყო მეკობრის ფათერაკებით და თავგადასავლებით მაგრამ სიბერეში კი ძველი მეკობრე უკვე ის აღარ იყო. ის ცეროზისაგან გარდაიცვალა და დაკრძალული იყო როგორც აზნაური. სასაფლაო სადაც მორგანი იყო დასაფლავებული ტალღებმა ჩარეცხეს.
მხიარული როჯერი - მითები და ლეგენდები
ის დაიბადა ინგლისში, მიწათმფლობელის ოჯახში, მაგრამ არავითარი მიდრეკილება არ ქონდა ოჯახის საქმის გასაგრძელებლად. ბავშვობიდანვე ჰენრიში თითქოს ჭინკა იყო ჩასახლებული, რომელმაც თავი 20 წლისთვის იჩინა. რამოდენიმე წელიწადში მან მოახერხა მონობაში ყოფნა, საკუთარი ბანდის შეკრება და საკუთარი გემის შოვნა, რა თქმა უნდა უამრავი ადამიანის გაძარცვის ხარჯზე.
ლეგენდის თანახმად ის იუნგად მოეწყო ბარბადოსზე მიმავალ გემზე. სადაც ის მონად გაყიდეს სამი წლით ატლანტიკის გადაცურვის საფასურად. ენერგულმა და ხელმომჭირნემ მან სამი-ოთხი ლაშქრობის შემდეგ მცირე კაპიტალი დააგროვა და რამოდენიმე ამხანაგთან ერთად გემი იყიდა. მორგანი კაპიტნად აირჩიეს. პირველივე დამოუკიდებელმა ცურვამ ესპანეთის ამერიკისკენ მას წარმატებული წინამძღოლის სახელი მოუტანა და ამის შემდეგ მას უკვე სხვა მეკობრეთა გემებიც უერთდებოდნენ. ამან საშუალება მისცა ღია ზღვაში ცალკეული გემების ძარცვიდან უფრო სარფიან ოპერაციებზე გადასულიყო. ქალაქების ძარცვა მოგების ბევრად გაზრდის საუკეთესო საშუალება იყო.
პატარა ქალაქებზე რამოდენიმე წარმატებული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ცოტა გაზარდა მეკობრეთა
საძმოს შემოსავლები მორგანმა გადაწყვიტა მდიდარი ქალაქი მარაკაიბო აეღო. ეს მოვლენები დაედო საფუძვლად რაფაელ საბატინის წიგნის “კაპიტან ბლადის ოდისეა”-ს ერთ-ერთ თავს. გამცემის მიერ გაფრთხილებულმა მოსახლეობამ ქალაქი დატოვა და მთელი ქონება გადამალა. ქალაქის აღების შემდეგ მეკობრეებმა ახლომდებარე ტყეს მეასურეს, რადგან დარწმუნებული იყვნენ რომ მოქალაქეები შორს ვერსად წავიდოდნენ. მათ ტყვედ აიყვანეს მოქალაქეები დასასტიკად აწამეს ისინი. ხუთი კვირის შემდეგ მეკობრეებმა გადაწყვიტეს ქალაქის დატოვება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ლაგუნიდან გასასვლელში მათ სამი ესპანური სამხედრო გემი ელოდებოდა, ხოლო ციხესიმაგრე მარაკაიბუ გამაგრებული იყო და კარგად შეიარაღებული გარნიზონი ყავდა.
თავის დასაღწევად მეკობრეებმა ეშმაკობას მიმართეს. მათ ცეცხლმოკიდებული გემი გაუშვეს რომელიც ესკადრის მთავარ გემს დაჯახა და მასთან ერთად აფეთქდა. ამის შემხედვარე მეორე გემის კაპიტანმა გემი თავშესაფარისაკენ წაიყვანა და მეჩეჩს დაეჯახა, ხოლო მესამე გემი მეკობრეებმა აბორდაჟით აიღეს. ამის შემდეგ მორგანმა ფორტის ხმელეთიდან იერიშის სცენა გაითამაშა და ესპანელები აიძულა ზარბაზნები სანაპირო ხაზიდან გადაეზიდათ, ხოლო ღამით კი ღუზა ასწია და ზურგის ქარის დახმარებით თითქმის უდანაკარგოდ დატოვა ფორტი.
მეკობრეებმა მალე გაანიავეს ნაძარცვი, და მორგანმა ახალი ლაშქრობის მომზადება გადაწყვიტა. 1671 წლის 18 იანვარს მან პანამისკენ გასწია. მორგანს ოცდათექვსნეტი გემი და ოცდათექვსმეტი კანოე ყავდა რომელშიც ათას ორასი კაცი იყო. ამჯერად მათ თან არ წაუღიათ საგზალი, რადგან მის მომარაგებას გზასი აპირებდნენ. მეკობრეების ნაწილის ხმელეთზე გადასმის შემდეგ მორგანმა მიზანმიმართული შეტევა დაიწყო ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად. მეათე დღეს ისინი პანამას მიუახლოვდნენ. და ქალაქის სტურმს შეუდგნენ. ბრძოლა სასტიკი იტო და მეკობრეებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, მაგრამ ამის მიუხედავად საღამოსთვის ქალაქი მაინც აიღეს და ყველა გაანადგურეს ვინც კი წინააღმდეგობას
უწევდა. მორგანის ბრძანებით მეკობრეებმა გადაწვეს გაძარცული ქალაქი. და რადგან ორი ათასი სახლიდან უმრავლესობა ხის იყო პანამა ერთ დიდ კოცონად გადაიქცა. მორგანმა მეკობრეები კვლავ ორად გაყო, ერთი ნაწილი ტყეში ქალაქის მაცხოვრებლებს დასდევდა დასაჭერად მეორე ნაწილი კი გემებით და კანოებით ზღვაში გავიდნენ პანამისკენ მომავალი დატვირთული გემების შესახვედრად.
ორივე ჯგუფი გულმოდგინედ შეუდგა საქმის შესრულებას, რამოდენიმე დღის განმავლობაში ტყვედ იქნა აყვანილი რამოდენიმე ასეული მოქალაქე და ასევე აბორდაჟით აყვანილი ოქროთი, ვერცხლით, სურსათით და სხვადასხვა საქონლით დატვირთული მრავალი გემი.
პანამაში სამი კვირის ყოფნის შემდეგ და ყველაფრის, რისი გაძარცვაც შეიძლებოდა ზღვაზე და ხმელეთზე
პირწმინდად გაძარცვის შემდეგ 1671 წლის 24 თებერვალს მორგანმა და მისმა ჯარმა ქალაქი დატოვა, მას თან მიყავდა ვერცხლით დატვირთული ორმოცდაათი ჯორი და მრავალი ტყვე მონათა ბაზრებზე გასაყიდად.
ყველა ისტორიული ქრონიკა მოგვითხრობს რომ პანამაში ყოფნისას მორგანი გუბერნატორის სასახლეში ცხოვრობდა და რა თქმა უნდა ქალთა საზოგადოებასაც არ იყო მოკლებული. მაგრამ ერთ-ერთმა ქლაბატონმა (რომლის სახელსახ არავინ არ ასახელებს) რომელიც მორგანს მძევლად ყავდა უარყო იგი. არც დაპირებები და არც მუქარა მასზე არ მოქმედებდა, ყველა გაოცებული ადევნებდა თვალს იმ დროისათვის წარმოუდგენელ სანახაობას, რომ მორგანი მის ძალით დამორჩილებას ვერ ბედავდა. უკანა გზაზე კი ჩარგასისკენ მიმავალმა მორგანმა კი მას თავისუფლება უბოძა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე და დაცვაც კი გააყოლა რომ ქალბატონი სახლამდე მიეცილებინათ.
ფლიბუსტიერების იმ ბნელ ეპოქაში ეს რაინდული საქციელი რომანტიზმის ნათელ გამოვლინებად
ჩაითვლება. იამაიკაზე დაბრუნების შემდეგ მორგანი დააპატიმრეს. საქმე იმაშია რომ პანამას ექსპედიციაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ევროპაში ხელი მოეწერა მადრიდის ხელშეკრულებას ინგლისსა და ესპანეთს შორის. გუბერნატორმა თომას მოდიფორდმა მორგანთან კურიერი აფრინა ამ ხელსეკრულებით და ექსპედიციის გაუქმების ბრძანებით. მაგრამ კურიერმა დააგვიანა: 1670 წლის 16 დეკემბერს მორგანი ჰაიტის ნაპირებიდან თავის ყველაზე ცნობილ ლაშქრობაში გაემგზავრა. ამის შესახებ მოდიფორდმა თავის პატრონს ლორდ არლინგტონს აცნობა – ასევე აცნობა რომ მორგანის მოსაძებნად სხვა გემი გააგზავნა და იმედი გამოთქვა რომ მეორე კურიერი შეძლებს მორგანის შეჩერებას და არ მისცემს მის ფლიბუსტიერებს ესპანელების წინააღმდეგ მტრული მოქმედებების განხორციელების საშუალებას.
მორგანი, გადაყენებულ გუბერნატორ თომას მოდიფორდთან ერთად რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს მის მძარცველურ საქმიანობას ინგლისში გააგზავნეს სასამართლო პროცესზე მორგანის მოადგილემ ჯონ პიკმა ფიცის ქვეშ განაცხადა რომ კურიერი გუბერნატორის წერილით მორგანთან პანამის შტურმამდე სამი დღით ადრე ჩავიდა და ამგვარად, მორგანმა კარგად იცოდა რასაც აკეთებდა და სრულიად შეგნებულად დაესხა ქაალაქს.
ყველას ეგონა რომ სამეფო სასამართლო ყველა ცოდვისათვის სახრჩობელაზე ჩამოკიდებდა მეკობრეს მაგრამ მეფის კარმა ვერ დაივიწყა მისი სამსახური. პატიოსან სიტყვაზე გათავისუფლებული მორგანი სამ წელიწადს ინგლისის დედაქალაქში ატარებს, სადაც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა ხდება და დიდი წარმატებით სარგებლობს როგორც მამაკაცებს ასევე ქალბატონებს შორის. ინსცენირებული სასამართლო პროცესის შემდეგ გამოტანილი იქნა განაჩენი “ბრალეულობა დამტკიცებული არ არის” მორგანი იამაიკაზე დააბრუნეს ვიცე გუბერნატორის თანამდებობით.
ლორდი ბოენი იამაიკის ახალი გუბერნატორი 1676 წლის მაისში წერდა ლონდონში რომ სერ ჰენრი მორგანი თავისი ვალდებულებების საწინააღმდეგოდ “ადიდებს მეკობრეობას და ეწინააღმდეგება ყველა ჩემ გეგმას და წამოწყებას შევამცირო მათი რიცხვი ვინც ეს ცხოვრებისეული გზა აირჩია” გუბერნატორი ითხოვდა მორგანი გაეწვიათ იამაიკის საბჭოს შემადგენლობიდან , მაგრამ მდივანმა ჯორჯ უილიანსონმა დაარწმუნა ეს საქმე ჩაეფარცხა.
1678 წლის მარტში ვერ შეძლო რა იამაიკაზე ფლიბუსტიერების განადგურება ლორდ ბოენმა თავის უფლებამოსილება მორგანს გადაულოცა და ინგლისში დაბრუნდა.
ოთხი თვის განმავლობაში სერ ჰენრი მორგანი იამაიკის გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა (გრაფ კარლაილის ჩამოსვლამდე 1678 წელს) ახალ გუბერენატორთან მან მალე გამონახა საერთო, ასე რომ იამაიკელი ფლიბუსტიერები თავს კვლავ შესანიშნავად გრძნობდნენ კუნძულზე. როცა 1682 წლის მაისში იამაიკაზე კვლავ ჩამოვიდა თომას ლინჩი, რომელმაც გუბერნატორის თანამდებობაზე გრაფი კარლაილი შეცვალა.
მან მორგანი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაანთავისუფლა, შემდეგ კი იამაიკის საბჭოს შემადგენლობიდანაც გამოიყვანა. მისი ბიძაშვილი ჩარლზ მორგანი ფორტ პორტ-როიალის მეთაურობას ჩამოაშორეს, ხოლო მორგანის მეგობარი როჯერ ელეტსონი მოსამართლის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. საქმეს ჩამოშორებულმა მორგანმა სმა დაიწყო და დროებით პორტ-როიალიდან საკუთარ პლანტაციებში გადავიდა საცხობრებლად.
ლინჩი 1684 წელს გარდაიცვალა, მან საიდუმლო განკარგულება დაუტოვა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის პოლკოვნიკ ჰენდერ მოლზუორტს, რითიც მორგანის იმედებს, კვლავ მიეღო გუბერნატორის პოსტი, ხაზი გადაუსვა.
იამაიკის ახალი გუბერნატორი სერ კრისტოფერ მონკი ალბერმარლის მეორე ჰერცოგი (1687-1688) დაახლოებული იყო პლანტატორების და კორსარების პარტიასთან. მან იამაიკის საბჭოდან გამოიყვანა მოლზუორტის მომხრეები და თავისი ხალხით ჩაანაცვლა ისინი, მათ შორის იყვნენ მორგანი და ელიტსონი.
იამაიკაზე ფლიბუსტიერებისთვის კვლავ ოქროს ხანა დადგა. მაგრამ ვიცე-გუბერნატორ ჰენრი მორგანის დღეები უკვე დათვლილი იყო. საბოლოოდ გალოთებული და ადამიანი სახე დაკარგული, სიმსუქნით და ციროზით დაავადებული ის პორტროიალში 1688 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა.
ის საზეიმოდ, მისი წოდების შესაფერისი ცერემონიით დაკრძალეს პორტ-როიალის წმ. ეკატერინეს ეკლესიაში. მაგრამ გარდაცვალების შემდეგაც კი მისმა სხეულმა სიმშვიდე ვერ პოვა. ოთხი წლის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, უზარმაზარმა ტალღებმა ქალაქს გადაუარეს, გაანგრიეს და გაანადგურეს სასაფლაო და ბევრი შენობა. ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი ფლიბუსტირეის ნაშთები კვლავ ზღვამ შთანთქა.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.