USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
Tbilisi
«The European Conservative» (უნგრეთი//ავსტრია//ბელგია//იტალია): „ცისარტყელისებური პრივილეგია“
Date:  182

 „ევროპაში „ცისარტყელის ფერების კულტი“ ინერგება - მისი მიმდევრები სულ უფრო მეტად ხდებიან ხელშეუხებლები და დაუსჯელები. პოლიტიკური, იურიდიული და კულტურული თვალსაზრისით, „ლგბტ-საზოგადოების“ წარმომადგენლები სულ უფრო მაღალ დონეზე ფიგურირებენ. მათთვის მიუღწეველი იყო ოლიმპიური თამაშები, მაგრამ ახლა ოლიმპიადის ექსპროპრიაციაც მოახდინეს“, - ნათქვამია ევროპის ერთ-ერთ წამყვან ისტორიულ-ფილოსოფიურ ყოველკვარტალურ ჟურნალ „ევროპული კონსერვატიულობა“ (The European Conservative - მთავარი სარედაქციო ოფისით ბუდაპეშტში, ფილიალებით - ვენაში, ბრიუსელში და რომში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ცისარტყელისებური პრივილეგია“ (ავტორი - როდრიგო ბელესტერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ფარდა ჩამოეშვა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მრავალი სპორტული მიღწევა დაფიქსირდა, ოლიმპიადა ისტორიაში უფრო მეტად იმ დიდი სკანდალის გამო შევიდა, რომელიც მისი გახსნის დროს მოხდა - ცერემონია „ლგბტ“-ისტურ-სატანისტური ქვეტექსტებით, გენდერული აღრევით და სხვა არატრადიციული ელემენტებით. მათ, ვისაც დასავლეთის დაცემის უტყუარი მტკიცებულებები ჭირდება, პარიზის ელიტამ უკვე აჩვენა - ამით ფრანგებმა საკუთარ ეროვნულ კულტურასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და სხვებიც შეურაცხყვეს. და ეს ხდება პრაიმ-თაიმში.

სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, ესაა „ლგბტ“-ის „ცისარტყელისებრი ჰეგემონიის“ არეკვლა, რომელიც ოფიციალურ კულტად გადაიქცა ქედმაღალ-რჩეულებისა და ხელშეუხებელ-დაუსჯელებისათვის. ერთი შეხედვით, მათი ფერადი ლამაზი ფასადის მიღმა პრივილეგიები, ფავორიტიზმი და „ყველგანმყოფობა“ იმალება, რომელიც თითქმის სავალდებულო ხდება.

ესპანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, ფირმაში, სადაც 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, „ლგბტ“ წარმომადგენლების მიღება სავალდებულოა. დასაქმების სახელმწიფო სამსახური კი მათ იგივენაირი პროვილეგიებით უზრუნველყოფს, როგორებიც აქვთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლ ადამიანებს. გარდა ამისა, კანონი თავდაყირა აყენებს მტკიცებულებების პრინციპს - როცა მოსამართლეები ბრალდებებს განიხილავენ ჰომოფობიასა და ტრანსფობიაში, ეჭვმიტანილმა თვითონ უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ასეთი მოქმედება რადიკალური უკანდახევაა რომაული სამართლიდან და უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ დარტყმას წარმოადგენს. კანადის სასამართლომ ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამას, რომელიც წინააღმდეგი იყო თავისი სრულიად ჯანმრთელი გოგონას სურვილის შესრულებისა სქესის გამოცვლის საკითხში. შვეიცარიაში სახელმწიფო იმავე მოქმედების გამო დედ-მამას მშობლის მოვალეობას ართმევს, ხოლო საფრანგეთში - კონვერსიული თერაპიის ხელის შეშლისათვის მშობლები შეიძლება საპყრობილეში აღმოჩნდნენ. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ევროკავშირმა, რომელსაც არავითარი უფლება არ აქვს ცაერიოს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეების განათლებისა და აღზრდის სფეროში, უნგრეთს მილიარდობით ევრო „წაართვა“ იმის გამო, რომ სახელმწიფო არასრულწლოვანებს ნებისმიერი სექსუალური პროპაგანდისაგან იცავს, განსაკუთრებით კი გენდერული იდეოლოგიისაგან.

„ცისარტყელისებრი ჰეგემონიის“ ანთროპოგენური განზომილებაც გაოცებას იწვევს. ამ კულტის ჩარჩოებში ცდილობენ ელემენტარული ბიოლოგიის გადახედვასაც კი და გაისმის აბსურდული მტკიცებები, რომ სექსი კულტურულ კონცეფციას წარმოადგენს. შესაბამისად, იცვლება დაწყებითი განათლების პრინციპებიც: ბავშვები სექსუალიზაციით ადრეულ ასაკშივე არიან დაკავებულები. საზაფხულო ბანაკებში აღმზრდელები ბიჭებს ასწავლიან ცეკვებს „დრეგ-ქვინის“ მანერებით (გოგონას ტანსაცმელში გადაცმული სახით), რითაც ბავშვთა უწყინარობას „ინკლიუზივობის“ საკურთხეველზე დებენ. „ცისარტყელისებრი კულტყის ჩარჩოებში ქალებიც სულ უფრო მეტად ზარალდებიან. მრავალფეროვნების სახელით მამაკაცებს ნებადართული აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქალთა ტურნირებში (როგორც ეს პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა კრივის დროს).  „ქალკაცა“ მოძალადეებს ქალთა საპყრობილეებში გზავნიან, ნამდვილ ქალებს კი „მენსტრუატორებს“ უწოდებენ.

კულტურის თვალსაზრისით, „ლგბტ“-საზოგადოების ჰეგემონია ევროპაში უმაღლეს დონეზე ხორციელდება. ყველგან შეხვდებით და დაინახავთ ჰომოსექსუალიზმის რეკლამას - დროშებს ცისარტყელის ფერებით, გამოფენებს, შუქნიშნებს ტრანსების სიმბოლიკით, ქუჩაში ქვეითად მოსიარულეების გადასასვლელებს სხვადასხვა ფერებიანი ზოლებით.

რჩებოდა მხოლოდ აპოლიტიკური ოლიმპიური თამაშები და ისიც კი „ლგბტ“-ისტებმა და ნეოლიბერალებმა იდეოლოგიურ ვიტრინად გადააქციეს, თუმცა ამჯერად მთლად კარგად არ გამოუვიდათ - ის, რაც მათთვის მისაღებია, ჯერ-ჯერობით უმრავლესობისათვის მიუღებელი და შოკის მომგვრელი რჩება. სხვატა შორის, ოლიმპიადაზე მომხდარმა სკანდალებს თავისი პლუსებიც ჰქონდა - მათ გამოაღვიძეს ის საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც დასავლური კულტურის დაცემას ხედავენ: ისინი მიხვდნენ, რომ აუცილებლად ხმა უნდა აღიმაღლონ და ეს ლიბერასტული თვითმკვლელობითი სისულელე დაუყონებლივ უნდა შეწყვიტონ.

ვინმე თუ დაასახელებს ადამიანების რომელიმე ცალკეულ ჯგუფს, რომლებიც ასეთივე დიდი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური პრივილეგიებით სარგებლობს? ვინ არის მსხვერპლი სინამდვილეში - ის, ვინც ხელშეუხებელია და ვინც სხვებს შეურაცხყოფს, ვისაც  გააკრიტიკებ და აქეთ შემოგიბრუნდება თუ მორწმუნე, რომლის რწმენას მთელი მსოფლიოს თვალში ამცირებენ? დროა ადამიანებმა ხმა აღიმაღლონ და ყველას გასაგონად განაცხადონ, რომ გავლენიანი და ამპარტავანი ელიტა იარაღის ინსტრუმენტად ჰომოსექსუალურ კულტს იყენებს, ხოლო მისი ბატონობა უკვე დესპოტურ ხასიათს იძენს. დროა, რომ ასეულობით მილიონმა ქრისტიანმა  და სხვა მოქალაქეებმაც, რომლებიც ურთერთპატივისცემისა და კანონის წინაშე თანასწორობის ერთგულები არიან, განაცხადოს, რომ  სილის გასაწნავად მეორე ლოყას მორჩილად არ მიუშვერენ.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/commentary/the-rainbow-privilege/

 

region
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way