USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Тбилиси
«The Sunday Express» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინელი სპეცრაზმელები ყირიმში შესაჭრელად დიდ ბრიტანეთში იწრთვნებიან“
дата:  

ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის” (The Daily Express) საკვირაო გამოშვებაში - „სანდი ექსპრესში“ (The Sunday Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინელი სპეცრაზმელები ყირიმში შესაჭრელად დიდ ბრიტანეთში იწრთვნებიან“ (ავტორი - მარკო ჯანანჯელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ბრიტანული არმიის საწრთვნელ ბაზაზე უკრაინული ელიტური ბრიგადის - „კომანდოს“ (სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის) მებრძოლთა წრთვნა მიმდინარეობს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის არმიის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლებში მიიღებენ მონაწილეობას ყირიმის დაბრუნებისათვის, ქრისტეშობის დღესასწაულამდე.

ამჟამად 2000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე უკვე დარტმურში იმყოფება, დევონის საგრაფოში, სადაც ისინი სპეციალურ სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც წყაროები იტყობინებიან, სწორედ ისინი შეიჭრებიან პირველნი ყირიმში, სხვა ქვედანაყოფები კი მათ მიერ განხორციელებულ გარღვევას გააფართოვებენ.

შაბათს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილე ბუდანოვმა დაადასტურა, რომ უკრაინის ჯარები ყირიმში „მალე“ შევლენ. ოპერაციაში იგულისხმება დარტყმების განხორციელება ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან, გამოყენებული იქნება აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები რუსეთის ჯარების პარალიზების მიზნით: დასავლური ტანკებით დაკომპლექტებული შენაერთები თავდაცვით სიმაგრეებს გაანადგურებენ, ხოლო დიდი სიშორის მქონე ამერიკული, ბრიტანული და გერმანული რაკეტები - რუსული არმიის ზურგის ობიექტებს.

წრთვნები ოქჰემპტონის ბაზაზე მიმდინარეობს, რომელიც ყველა სხვა სამხედრო ქვედანაყოფისტვის და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის დახურულია. როგორც ერთ-ერთი წყარო იტყობინება, უკრაინელი სამხედროების წრთვნებს ბრიტანელი საზღვაო ქვეითები ახორციელებენ კლასიკური დასავლური სტანდარტებით, დღისა და ღამის განმავლობაში, ნატოს მოქნილი ტაქტიკის გამოყენებით, რომ მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს.

„ყირიმის დაბრუნების ოპერაცია რუსეთის არმიისადმი მრავალრიცხოვანი დარტყმების მიყენებას ითვალისწინებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: ჩვენ უკრაინელებს ვწრთვნით, მაგრამ საბოლოო ჯამში ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია მათ საბრძოლო უნარზე, დაბრკოლებების გადალახვასა და სწრაფ ადაპტაციაზე“მ - განაცხადა სამხედრო წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა..

თავის მხრივ „ჩეთემ-ჰაუსის“ ექსპერტმა რუსეთის საკითხებში კირ ჯაილსმა, ავტორმა წიგნისა „რუსეთის ომი ყველას წინააღმდეგ“, განაცხადა, რომ ყირიმის დაბრუნება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებული მიზნის ძირითად ელემენტს წარმოადგენს - გააძევოს ოკუპანტი უკრაინის მიწა-წყლიდან. „რასაკვირველია, ეს ბლიცკრიგით არ მოხდება, ყირიმზე შეტევით რუსეთის არმია მთლიანად არ განადგურდება, მაგრამ აუცილებელი გახდება ქერჩის ხიდის მთლიანი პარალიზება, განსაკუთრებით სარკინიგზო ხიდის მწყობრიდან გამოყვანა, რამაც, საბოლოო ჯამში ყირიმში რუსეთის ჯარის ბრძოლისუნარიანობა უნდა დაასუსტოს.

საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციამ მას შემდეგ „გამოჟონა“, რაც ცნობილი გახდა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის საოლქო ცენტრის - ქალაქ დნიპროს დაბომბვა: რაკეტამ უშიშროების საოლქო სამმართველოს შენობა გაანადგურა და საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

მისტერ კირ ჯაილსმა უარყო ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ იგი ყურადღებით სწავლობს აფრიკის ქვეყნების ლიდერთა მიერ სანქტ-პეტერბურგში, „რუსეთ-აფრიკის ფორუმის“ დროს შეთავაზებულ 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. როგორც ცნობილია, სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა აფრიკის ქვეყნების ლიდერების „ანტიკოლონიური/ანტიდასავლური“ განწყობით ისარგებლა, რათა მათი მხარდაჭერა მოიპოვოს გაეროში ხმის მიცემის დროს: სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენენ გენასამბლეაში ყველაზე დიდ ბლოკს. 

მაგრამ „რუსეთ-აფრიკის ფორუმმა“ კრემლის პოპულარობის კლების ნიშნებიც გამოაჩინა - მიზეზი ისაა, რომ რუსეთი უკრაინული მარცვლეულის  გარიგებიდან გავიდა და ბლოკადის რეჟიმს დაუბრუნდა. ორდღიან სამიტში აფრიკის 54 ქვეყნიდან მხოლოდ 17 მონაწილეობდა (შედარებისათვის: 2019 წელს ჩატარებულ სამიტში აფრიკა წარმოადგენილი იყო 43 ქვეყნით).

ვლადიმერ პუტინმა ფორუმის მონაწილეებს განუცხადა, რომ უკრაინულ მარცვლეულს რუსულით ჩაანაცვლებს, მნიშვნელოვან ნაწილს კი უფასოდ გასცემს, მაგრამ კრემლის „კეთილი ნების ჟესტი“ ფორუმის მონაწილე აფრიკელი ლიდერების უმრავლესობამ უარყო, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა კი მოსკოვის წყალობას „მცირე შეწირულება“ უწოდა.

კირ ჯაილსის თქმით, არავითარი იმედი არ არსებობს იმისა, რომ კრემლი აფრიკის ქვეყნების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმის შესრულებას დაიწყებს.

როგორც ცნობილია, დოკუმენტი შეიცავს რამდენიმე პუნქტს (მოწოდებას), მათ შორის, ერთი მხრივ, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, ბელარუსიდან რუსული ბირთვული ტაქტიკური იარაღის გატანას, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების მიზნით გაცემული ორდერის მოქმედების შეჩერებას და ანტირუსული სანქციების გაუქმებას.

კირ ჯაილსის განცხადებით, ეს გეგმა შეუსრულებელია იმიტომ, რომ აფრიკულმა ქვეყნებმა კარგად იციან, თუ რაც არის ომის ძირითადი მიზეზი - რუსეთის არმიის შეჭრა. მათ ასევე კარგად უწყიან, რომ მოლაპარაკების დაწყებისათვის რუსეთის ჯარების გაყვანა არ მოხდება: ამისათვის ვლადიმერ პუტინი მზად არ არის.

წყარო: https://www.express.co.uk/news/uk/1796679/ukraine-soldiers-training-uk-russia-war-crimea

 

область
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати