USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«The Sunday Times» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინის „ბაიკერი-თვითმკვლელები“ ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია“
Date:  920

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) საკვირაო გამოშვება „სანდეი თაიმსში“ (The Sunday Times) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „პუტინის „ბაიკერი-თვითმკვლელები“ ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია“ (ავტორი - ტომ ბოლი).

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსეთისა და უკრაინის საარმიო ქვედანაყოფებს შორის საკმაოდ ფართო ნეიტრალური ზოლი არსებობს, რომელშიც ჩინურ მოტოციკლეტებზე ამხედრებული რუსი ჯარისკაცები  ხშირად იჭრებიან და არცთუ იშვიათად, ახალ ტერიტორიებს იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები მათ დრონებითა და ქვემეხების ცეცხლით ანადგურებენ („ფაქტიურად, რუსები თვითმკვლელობის მისიას ასრულებენ და უკან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება“, - ამბობს „თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში უკრაინელი კაპიტანი), რუსების „ახლებური საკავალერიო შეტევები“ „რკინის ცხენებით“ სულ უფრო დამახასიათებელი ხდება მოსკოვის სამხედრო სტრატეგიისთვის.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა შემტევითი ოპარაციები გააორმაგეს. ამჟამად რუსები ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 200-მდე „ნახტომისებურ“ იერიშებს ახორციელებემ, რაც ორჯერ და მეტად აღემატება აპრილის მაჩვენებლებს. მათგან დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ პოკროვსკის მისადგომებთან ხდება - უკრაინის ერთ-ერთ ბოლო საყრდენთან დონბასში - და ახლომდებარე ქალაქ ტორეცკთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ბარიერის როლს ასრულებს რუსეთის ამბიციური მიზანის რეალიზებაში, რომელიც მთელი რეგიონის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.

აღმოსავლეთის ფრონტზე, კონკრეტულად კი ტორეცკთან ახლოს, მოტოციკლებზე ამხედრებული რუსული ქვედანაყოფები პირველად სამი თვის წინ გამოჩნდნენ, შემდეგ კი მათი „თავდასხმები“ ყოველდღიურ მოვლენად იქცა. როგორც 33 წლის უკრაინელი კაპიტანი ევგენი ამბობს, რუსი სამხედრო ბაიკერები ფრონტის ხაზის ნეიტრალურ ზოლში დილაობით ჩნდებიან, თითო ქვედანაყოფში 10-20 ჯარისკაცით და ერთმანეთისაგან 200 მეტრის მოშორებით, წინ მიიწევენ. მათი მოძრაობა ისეთი სწრაფია, რომ უკრაინული დრონების ოპერატორები ზოგჯერ დამიზნებას ვერ ასწრებენ. სამაგიეროდ, უფრო ზუსტად მუშაობენ არტილერისტები (ნაღმმტყორცნელები), რომლებიც „რკინის ცხენებზე“ ამხედრებულ საკმაოდ ბევრ ბაიკერ ჯარისკაცს ანადგურებენ.

და მაინც, რუსები, ყოველდღიური რამდენიმე შეტევების წყალობით, გარკვეული წარმატების მიღწევას ახერხებენ და ტერიტორიებს იკავებენ, შემდეგ კი მათ დამატებითი ძალებით ამაგრებენ.

რუსეთის არმიამ მოტოციკლეტებით სარგებლობა გასულ წელს დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო ზოგიერთი პოლკი ერთგვარი ინიციატივა, შემდეგ კი მათ სხვებმაც მიბაძეს. ეს გამოწვეული იყო ქვეითი ქვედანაყოფების მზარდი დანაკარგებით, რომელთა გადაადგილება ნელი იყო და დრონები ასწრებდნენ მათ მაზანში ამოღებას და ლიკვიდირებას. მოტოციკლეტების გამოყენების იდეამ გაამართლა, ის ოფიციალურად არის შეტანილი  თავდასხმის საარმიო ტაქტიკაში. ბაიკერი ჯარისკაცებისათვის ამჟამად მომზადების კურსების გავლა აუცილებელია.

მოტოციკლეტებით სარგებლობა უკრაინამაც დაიწყო, თუმცა ძირითადად მცირე საბრძოლო ტვირთების გადასაზიდად. რუსებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჩინურ მოტოციკლებს იყენებენ, უკრაინელები სამამულო წარმოების ელექტროველოსიპედებით სარგებლობენ - ისინი შედარებით ნაკლებ ხმაურს იწვევენ და ამით მძღოლს შესაძლებლობა ეძლევა გაიგონონ ციდან მოახლოებული მტრის დრონის ზუზუნი. თუმცა უდავოა, რომ დრონები მაინც უპირატესობას ფლობენ მოტოციკლეტებთან და ელექტროველოსიპედებთან შედარებით.

ამჟამად უკრაინისა და რუსეთის არმიების დაპირისპირება ისეთ სტადიაშია შესული, როგორც ეს იყო პირველ მსოფლიო ომში - მხარეებს გათხრილი აქვთ, სანგრები, ტრანშეები და მიწისქვეშა თავშესაფრები (რკინა-ბეტონისა და ხის მიწურები).

უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ რამდენადაც პოკროვსკის აღება რუსებმა ზამთარში ვერ შეძლეს აღმოსავლეთიდან, ახლა ცდილობენ ქალაქს დასავლეთიდან შემოუარონ და ის გზა გააკონტროლონ, რომელიც მას კონსტანტინოვკასთან აკავშირებს - მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ კვანძთან, რომელიც პოკროვსკიდან 35 კილომეტრზე მდებარეობს.

პოკროვსკი უკვე ერთი წელია რუსების მიერ აღების საფრთხე ემუქრება, მაგრამ უკრაინელებმა მისი შენარჩუნება შეძლეს, მართალია, მძიმე დანაკარგების ფასად. კიევი იმედოვნებს, რომ პოკროვსკს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დათმობს.

დრონებმა - როგორც უკრაინულმა, ასევე რუსულმა - მნიშვნელოვნად გააძნელეს დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების თავმოყრა ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩნენ. დრონები ზემოდან ყველაფერს ხედავენ და ყველანაირ მოძრავ ობიექტს დაუბომბავს არ უშვებენ. ბოლო დროს რუსებმა ამ მხრივ  გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: კონსტანტინოვკის ახლოს განლაგდა დრონების ორი რუსული ელიტური ქვედანაყოფი („რუბიკონი“ და „განკითხვის დღე“), რომლებიც ახლად მოდერნიზებული დრონებით არიან შეიარაღებულნი. მათ ღამ-ღამობით ფრენა და „ნაცრისფერი ზოლის“ განათებაც შეუძლიათ. ბოლო დრომდე ღამის პერიოდი შედარებით უსაფრთხო იყო უკრაინელებისათვის, რომლებიც სიბნელის დროს ბრძოლის ველზე დაჭრილებისა და დაღუპულების  ევაკუაციას ახორციელებდნენ, მაგრამ ახლა „სიკვდილი“ (დრონი) სულ მუდამ ცაზეა დაკიდებული და სიტუაციას აკონტროლებს.

„დიახ, თეორიულად შეიძლება ომის რაღაც ახალი წესები შემუშავდეს, ახალი ტექნიკის გამანადგურებელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც დრო გადის, ომი სულ უფრო სასტიკი და სასიკვდილო ხდება“, - ამოიოხრა ევგენიმ, რომელიც უკრაინის არმიაში 2019 წლიდან მსახურობს, - „ჩვენს დროში ცოცხლად დარჩენის სულ უფრო ნაკლები შანსები არსებობს“.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way