USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«The Sun» (დიდი ბრიტანეთი): „ევროპული ქვეყანა, ცნობილი თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით, ოთწლიანი პაუზის შემდეგ, იწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში“
თარიღი:  

ბრიტანული გაზეთი „სანი“ (The Sun) რუბრიკით „მოგზაურობა“,  აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპული ქვეყანა, ცნობილი თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით, ოთწლიანი პაუზის შემდეგ,  იწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში“ (ავტორი - რიან გრეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დიდი ბრიტანეთი უახლოეს ხანში დაუკავშირდება ჯერ-ჯერობით შედარებით ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით ცნობილ ევროპულ სახელმწიფოს, სრულიად ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლით. 2020 წლიდან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები შეწყდა - ეს მოხდა იმის გამო, რომ ავიაკომპანია Air Georgian-მა თავისი საქმიანობა დაასრულა. მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვლება, რადგან ავიაკომპანია Air Iveria ამზადებს ახალი რეისების გაშვებას, რომლებიც ბრიტანეთს და საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მიმდინარე წლის 13 მაისიდან ახალ მარშრუტზე სამგზავრო თვითმფრინავები ლონდონის გატვიკის აეროპორტიდან თბილისში და თბილისიდან ლონდონში კვირაში სამი ავიარეისი განხორციელდება.

საქართველოს იმედი აქვს, რომ ახალი ავიამიმართულებით ამ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

„საქართველო - ღვინის წარმოების აკვანი“

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, რომ ბრიტანელები საქართველოს ეწვიონ, რომლის შესახებაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიძლება არაფერი არ იცოდნენ - მათ შორის ის, რომ საქართველო - სამხრეთკავკასიური უძველესი სახელმწიფო - განთქმულია თავისი ღვინოებით და რომ მეცნიერთა აზრით, საქართველო ღვინის სამშობლოს წარმოადგენს.

როგორც კომპანია Novel Wines გვამცნობს თავისი განცხადებით, „საქართველო ფართოდ არის ცნობილი როგორც ღვინის სამშობლო ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ამ სასიამოვნო სასმელს ათასწლეულების განმავლობაში ამზადებს“.

თბილისური ღირსშესანიშნაობები

ღვინოსთან ერთად, საქართველო მდიდარია ცხელი თერმული წყლებით, რომლებიც კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ქვეყნის ნახვა-დათვალიერების მიზნით. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციასაც ასრულებს, განთქმულია თავისი თბილი გოგირდოვანი წყლებითა და აბანოებით - როგორც დახურული, ასევე ღია სახით. ბრიტანული ტურისტული კომპანია Culture Trip-ის ცნობით, თბილისის საკურორტო სამკურნალო დაწესებულებაში შესაძლებელია მრავალი თერაპევტული და სარეაბილიტაციო პროცედურის ჩატარება, რომელსაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.

რა თქმა უნდა, თბილისში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა დასათვალიერებლად. მაგალითად, ნარიყალას ციხე და წმინდა სამების ტაძარი, რომლებიც თბილისის ძველ ნაწილში მდებარეობენ. ნარიყალას ციხიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება - თუ ფოტოსურათებს გადაიღებთ, სამახსოვროდ დაგრჩებათ, თუ როგორია საქართველოს დედაქალაქი, რომლის  ისტორიული ადგილები მოინახულეთ.

„იქ, სადაც ევროპა აზიაში გადადის“

რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს: კონსალტინგური კომპანია Uncornered Market-ის ცნობით, „ქართული საჭმელები ძალიან გემრიელს, მაგრამ იმავე დროს მსოფლიოში ყველაზე უცნობ და შეუფასებელ კერძებს წარმოადგენენ“. იმიტომ, რომ ქვეყანა ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და აზიას უშუალოდ მეზობლობს. აქედან გამომდინარე, ქართულ სამზარეულოში ერთმანეთს ორივე კონტინენტის გემო უთავსდება.

ყველაზე განთქმულ ქართულ საჭმელს წარმოადგენს ხინკალი, რომელიც შეიცავს ფქვილის ცომში გახვეულ ხორცს, ბოსტნეულს და სხვა ინგრედიენტებს. მას წყალში ხარშავენ და ისე მიირთმევენ. ასევე პოპულარულია სხვადასხვა ცხოველის ხორცის მწვადი და ხაჭაპური - ხორბლის ფქვილის ცომისგან, ყველისგან და კვერცხისგან მომზადებული გემრიელი ღვეზელი.

აჭარა - მარგალიტი შავი ზღვის ნაპირზე

შავი ზღვის წყალობით, საქართველოში ბევრი სუბტროპიკული რეგიონია და მათ შორის ერთ-ერთი აჭარაა, რომლის დედაქალაქი ბათუმი მრავალი გასართობი ღონისძიების ადგილს წარმოადგენს. აჭარის პლაჟები და ლამაზი ბუნება მოგზაურისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.

მოკლედ, საქართველო საკმაოდ იაფ ტურისტულ ქვეყნად ითვლება: თბილისში ღამის გათევა ორი ადამიანისთვის დაახლოებით 10 გირვანქა სტერლინგი დაეხარჯება, ბათუმში კი დაახლოებით 6 გირვანქა.

წყარო: https://www.thesun.co.uk/travel/25908864/georgia-uk-tbilisi-new-flights/

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.