USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „სლოვაკეთი - რუსეთის სავარაუდო მოკავშირე ევროპაში: არჩევნებში, შესაძლოა, ვიქტორ ორბანის მომხრე რობერტ ფიცომ გაიმარჯვოს“
Date:  466

„სლოვაკეთი, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, შეიძლება რუსეთის კიდევ ერთი ევროპელი მოკავშირე გახდეს, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სლოვაკეთი - რუსეთის სავარაუდო მოკავშირე ევროპაში: არჩევნებში, შესაძლოა, ვიქტორ ორბანის მომხრე რობერტ ფიცომ გაიმარჯვოს“ (ავტორი - ჯონ კამფნერი). გამოკითხვების მიხედვით, 30 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ რეიტინგით ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერ ფიცო, რომელიც აქებს მოსკოვის პოლიტიკას და უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს ბაძავს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სლოვაკეთს ევროკავშირი სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ ამ ქვეყანას სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამას ბრიუსელი უყურებს. სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს არამხოლოდ სლოვაკეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის SMER-ის („კურსი - სოციალ-დემოკრატია“) გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მმართველობაში რობერტ ფიცო დაბრუნდება - სწორედ ის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც უნგრელი „ალტერნატიული მემარჯვენეების“ ლიდერი ვიქტორ ორბანი სამაგალითო და მისაბაძ პოლიტიკოსს წარმოადგენს. მოკლედ, სულ მალე ევროკავშირისა და ნატოს შიგნით შეიძლება „სიმშვიდის კიდევ ერთი დამრღვევი“ გაჩნდეს.

როგორც კი რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, სლოვაკეთმა მხარი კიევს დაუჭირა და პრაქტიკულად ყველანირად ეხმარებოდა. სწორედ ბრატისლავამ მისცა კიევს უანგაროდ საბჭოური ავიაგამანდგურებლები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის მაისამდე პარტია „დემოკრატების“ წარმომადგენელი - ედუარდ ჰეგერი იყო, ამჟამად კი მთავრობას ლიუდვიგ ოდორი ხელმძღვანელობს. თუ რობერტ ფიცო გახდება პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთის კურსი 180 გრადუსით შებრუნდება, რუსეთის სასარგებლოდ.

ქვეყანა, რომელშიც სულ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღეისათვის დასავლეთისა და რუსეთის  პოლიტიკური პროპაგანდის ერთგვარ პოლიგონს წარმოადგენს, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც არიან ჩაბმულნი, რაც ტავის მხრივ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. მაგალითად, გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ სლოვაკეთის მოსახლეობის მხოლოდ 40% თვლის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი მთავარ პასუხისმგებელს წარმოადგენს.

როცა 1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია ჩეხეთად და სლოვაკეთად გაიყო, ბრატისლავას კურსი დასავლეთში ეჭვს ბადებდა. სლოვაკეთი ნატოში და ევროკავშირში, სხვებთან შედარებით, საკმაოდ გვიან მიიღეს. ყველას ეგონა, რომ ქვეყანა უკვე დამშვიდდა და სრულად იქნა ინტეგრირებული დასავლეთთან. მაგრამ გამოჩდა რობერტ ფიცო, რომელმაც პოპულისტური ლოზუნგების ქადაგება დაიწყო. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორჯერ გახდა - 2006-2010 და 2012-2018 წლებში. იმ პერიოდებში რობერტ ფიცო დასავლეთს კი აკრიტიკებდა, მაგრამ არ არღვევდა საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილ ბალანსს.

მაგრამ რაც სემდეგ მოხდა, მთელი სლოვაკეთი შეარყია: ახალგაზრდა ჯურნალისტმა იან კუციაკმა კორუფციის ფაქტების გამოკვლევა დაიწყო, რომელთანაც რობერტ ფიცოს მთავრობას ჰქონდა გარკვეული კავშირი. 2018 წლის თებერვალში კი დაქირავებულმა პირებმა ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, არქეოლოგი მარტინა კუშნიროვა დახოცეს. მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების ფონზე რობერტ ფიცოს მთავრობა იძულებული გახდა რომ გადამდგარიყო.

2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის მეთაური იურისტი ზუზანა ჩაპუტოვა გახდა. ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც, ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მაგრამ... როგორც კი  ხელისუფლება მუშაობას შეუდგა, პანდემია დაიწყო, რასაც თანამდევი პრობლემები მოჰყვა. სლოვაკეთში ოთხ წელიწადში ოთხი პრემიერი შეიცვალა. დღეს ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის.

ასეთი სიტუაცია რობერტ ფიცოსათვის სიგნალი გამოდგა, რომ იგი დიდ პოლიტიკაში საოცრად სწრაფად დაბრუნებულიყო. იგი ბაზავს ვიქტორ ორბანს, სულ უფრო მარჯვენა მხარეს იხრება, გმობს „უკრაინელ ფაშისტებს“ და აკრიტიკებს ხელისუფლებას კიევისათვის იარაღის მიწოდების გამო. ახლახანს რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა „აშშ-ის აგენტია“. ფიცო მხარს უჭერს დონალდ ტრამპს და სოციალურ ქსელში აქტიურობს - ანტიდასავლური პოზიციის გამოხატვის სახით. ამ ყველაფერმა პრეზიდენტის ფიალა აავსო და მან განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია „ყელში ამოუვიდა“ და უარს ამბობს მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე.

გამოკითხვების შედეგების თანახმად, რობერ ფიცოს პარტია სლოვაკეთში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. მე შევხვდი პარტია „სმერ“-ის ლიდერს ლიუბოშ ბლახას, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტს კულტურების გავლენის ამსახველ ომად განიხილავს. „ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომს აშშ-ის ომადაც განვიხილავთ, რომელსაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიწაზე აწარმოებს. დემოკრატია ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. საქმე ეხება იმას, რომ რუსეთი თავის კულტურულ და ეროვნულ იდენტურობას იცავს [თავის ისტორიულ ტერიტორიაზე], იმ ლიბერალური სიგიჟისაგან, რომლითაც დასავლეთია შეპყრობილი“, - ამბობს პარტიის ლიდერი.

რა თქმა უნდა, სლოვაკეთში მიმდინარე საარცევნო კამპანიამ შედეგად საბოლოო მომენტში შეიძლება სიურპრიზიც მოიტანოს და ყველაზე პოპულარული პარტია ქვეყნის მმართველი არ გახდეს, თუმცა უდაო ის ფაქტი, რომ რობერტ ფიცო „ფერფლისგან აღსდგა“, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე გახდა და ის პოლიტიკა, რომელსაც მისი პარტია ატარებს, ისევ მოდაშია. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ევროპის შუაგულში ლიბერალური დემოკრატიის მიმართ რწმენა საკმაოდ შერყეულია.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2023/sep/05/slovakia-elections-robert-fico-ukraine-russia

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way