USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა უკრაინას ბედის ანაბარად ტოვებს“
Date:  

ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) ბეჭდავს სტატია, რომლის სათაურია „დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა უკრაინას ბედის ანაბარად ტოვებს“ (ავტორი - რაჯან მენონი). მასში ნათქვამია, რომ უკრაინელებისათვის რუსეთთან ომის გაგრძელება აშშ-ის დახმარების გარეშე სახიფათო იქნება.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

არავინ მსოფლიო ლიდერებიდან ისეთი ყურადღებით არ ადევნებს თვალს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ვლადიმერ ზელენსკი. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტის მოქმედებას თავისი მიზეზები აქვს. დემოკრატი კამალა ჰარისი, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის მიმართ, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენის კურსს გააგრძელებს, მაგრამ თუ თეთრ სახლში რესპუბლიკელი დონლდ ტრამპი შევა, მაშინ მას შეუძლია უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს და კიევი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე აიძულოს, სადაც ტონის მიმცემი აშშ იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ამასწინანდელი სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი „სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევის მხარდამჭერად გამოვიდა, მაგრამ უკრაინა შიშობს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპი იქნება არჩეული, იგი კიევს ნატოს კარს დაუხურავს და რუსეთს ნებას მისცემს ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს.

დონალდ ტრამპის აზრით, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება აშშ-ის ინტერესებში არ შედის: მილიარდობით დოლარი იხარჯება წინასწარ წაგებული ომისათვის და ეს ხდება იმ დროს, როცა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს უამრავი მწვავე პრობლემა აქვს მოსაგვარებელი როგორც საკუთარი მოაქალაქეების კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად, ასევე რეალურ საგარეო საფრთხეებთან გასამკლავებლად. აშშ-ის მთავარ მტრად დონალდ ტრამპი თვლის არა რუსეთს, არამედ ჩინეთს, რომელსაც, მისი აზრით, ყველაზე მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

რასაკვირველია, უკრაინა იარაღს იმავ წუთში არ დაუშვებს, როგორც კი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. კიევს იარაღის რეზერვები კიდევ რამდენიმე თვის ბრძოლისათვის ეყოფა. გარდა ამისა, ევროპა მის დახმარებას გააგრძელებს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: აპრილის თვის მდგომარეობით, ამერიკამ უკრაინას 50, 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, ხოლო ნატოს სხვა ათმა წევრმა დონორმა, ერთად აღებულმა - მხოლოდ 42 მილიარდი დოლარი.

აქედან გამომდინარე, თუ ვაშინგტონი კიევს დახმარებას შეუწყვეტს, ნატოელი მოკავშირეები ამერიკის მხარდაჭერას ვერ ჩაანაცვლებენ, საბოლოო ჯამში კი უკრაინის არმია იარაღის გარეშე დარჩება.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/article/2024/jul/25/ukraine-war-russia-us-trump-election

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way