USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი - ყველაზე უარესი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში, ჯო ბაიდენი კი მე-14 ადგილზეა“
Date:  

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი - ყველაზე უარესი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში, ჯო ბაიდენი კი მე-14 ადგილზეა“ (ავტორი - მარტინ ფენგელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

154 მეცნიერი მონაწილეობდა გამოკითხვაში, რომლის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგები შეაფასდა, მათი საქმიანობის ისტორიული მნიშვნელობის თვალსაზრისით. ქვეყნის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო ადგილი დაიკავა - მისი რეიტინგი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, რომლებიც მე-19 საუკუნეში „ისტორიულად საშინელ ხელმძღვანელებს“ ჰქონდათ, სამოქალაქო ომთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენმა რეიტინგით მე-14 ადგილი დაიკავა. მას დამსახურებად უთვლიან იმას, რომ აშშ სირცხვილისაგან იხსნა, როცა მან არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპს არ დაუთმო, ანუ „ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის ტრადიციული სტილი ააღორძინა“.

რეიტინგი შედგენილი იყო განსაზღვრული სისტემით - რესპოდენტებს თითოეული პრეზიდენტი  უნდა შეეფასებინათ 0-დან 100-მდე შკალით, მათი დიდებისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით, სადაც 0 - წარუმატებელს, 50 - საშუალოს და 100 - დიდებული შედეგებს ნიშნავდა.

პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ის მე-16 პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა, რომელმაც თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ქვეყნის ისტორიაში - მონობის გაუქმებით. მან გაუსწრო 32-ე პრეზიდენტს ფრანკლინ დელანო რუზველტს, რომელიც უმაღლეს პოსტზე ოთხჯერ იყო არჩეული. სიაში მომდევნო ადგილები დაკავებულები აქვთ ჯორჯ ვაშინგტონს (აშშ-ის პირველ პრეზიდენტს), თომას ჯეფერსონს (მე-3 პრეზიდენტს) და ჰარი ტრუმენს (33-ე პრეზიდენტს).

ბარაკ ობამამ წინ წაიწია 9 პოზიციით, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით და ამჯამად მე-7 ადგილს იკავებს.

საყურადღებოა ეთ-ერთი საინტერესო ფაქტი: ყოველი თანამედროვე პრეზიდენტ-დემოკრატის - ბარაკ ობამას, ბილ კლინტონის და ჯიმი კარტერის - რეიტინგი მომატებულია, ხოლო რესპუბლიკელი პრეზიდენტების - დაცემული. შარშანდელ გამოკითხვასთან შედარებით, რეიტინგი შეუმცირდა თვით რონალდ რეიგანსაც. გამოდის რომ, დემოკრატების რეიტინგმა ერთი მიზეზით მოიმატა - „ისინი დონალდ ტრამპის პარტიის წევრები არ არიან“. სხვათა შორის, დემოკრატი პრეზიდენტების რეიტინგზე გავლენა ვერ მოახდინა მათი საქმიანობის პოლიტიკურმა წარუმატებლობამ.

ამასთან, გამოკვლევის ავტორებმა აღიარეს, რომ მეცნიერები, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, „მემარცხენე პოზიციებისაკენ იხრებიან“.

წყარო: https://www.theguardian.com/us-news/2024/feb/20/presidents-ranking-trump-biden-list

tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way