USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
«The Atlantic» (აშშ): „ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა“
თარიღი:  546

„წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ მას წარმატებით შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება - ყველას ახსოვს მისი ქადილი: „მე ამას 24 საათში შევძლებ“. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მან მრჩევლებს დაავალა უმაღლეს დონეზე მოემზადებინათ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან იმ იმედით, რომ იგი საჯაროდ, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ოფიციალურად გამოაცხადებდა ცეცხლის შეწყვეტას“, - ნათქვამია აშშ-ის ერთ-ერთი უძველეს ჟურნალ  The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა“ (ავტორი - ჯონათან ლემირი).

პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენები. კერძოდ, გაანალიზებულია სიტუაცია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინაუგურაციიდან სამიოდე თვის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა: სარწმუნო პირების თქმით, დონალდ ტრამპს უკრაინის გარეშე სურს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის განმტკიცება და აპირებს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის მომზადების საკითხს ისევ დაუბრუნდეს, მაგრამ ამჯერად მათი სამიტის დროს უკრაინის თემატიკა - ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა განხილული არ იქნება.

შთაბეჭდილება ისეთია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი სამშვიდობო მცდელობა - მიაღწიოს ზავს მოსკოვსა და კიევს შორის -  უშედეგო აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა  თავისი სტრატეგიის ცვლილებაზე ნათლად მიანიშნა მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები დაასრულა და განაცხადა, რომ აღარ სურს პირადად შუამავლის როლის შესრულება საზავო შეთანხმების მისაღწევად.

რუსეთმა გაიმარჯვა: კრემლმა თავიდან აიცილა (დროებით მაინც) არასასურველი სანქციები თეთრი სახლისგან ისე, რომ უკრაინასთან ომს არ შეწყვეტს და გააგრძელებს. ვლადიმერ პუტინისათვის ფრიად სასიამოვნოა დონალდ ტრამპის სიტყვები: „იმედი მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. და თუ არ მოხდება, მე, უბრალოდ, უკან დავიხევ და მათ ომის გაგრძელება მოუწევთ. ბოლოსდაბოლოს, ეს ევროპული სიტუაციაა და ევროპულ სიტუაციად დარჩება“.

ალბათ, ასეთი შედეგი გარდაუვალი იყო. დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს პატივისცემით ექცეოდა, სკეპტიკურად უყურებდა ევროპას და დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში პრიორეტიტული ყურადღება უნდა დათმობოდა ბიზნესის და ვაჭრობის განვითარებას. იგი ხშირად ადასტურებდა და იმოწმებდა რუსულ ვერსიას ომთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის პროვოცირება უკრაინამ მოახდინა და ამიტომ დათმობებს უმეტესად კიევისაგან მოითხოვდა, მოსკოვს კი ნაკლებ პრტენზიებს უყენებდა. დონალდ ტრამპის დამოკიდებულება თავისი რუსი კოლეგის მიმართ უფრო ლოიალური და მომთმენი იყო, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტისადმი. იგი იშვიათად ავლენდა თავის უკმაყოფილებას კრემლის მიმართ: ერთადერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული ანტიპუტინური განცხადება ტრამპმა რომის პაპის ფრანცისკას დაკრძალვის დროს გააკეთა, როცა იგი რუსეთს სანქციებით დაემუქრა, ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე კრემლის უარის გამო, თუმცა მის ნათქვამს გაგრძელება არ მოჰყოლია - სანქციები დღემდე არ არის შემოღებული.

ვლადიმერ პუტინისათვის მომგებიანია დონალდ ტრამპის სტრატეგიის შეცვლა ომის მიმართ. რუსეთის ლიდერმა მიიღო ის, რაც სურდა - მოლაპარაკების უსასრულოდ გაჭიანურება. ცხადია, რომ რუსეთის არმია დარტყმებს გააგრძელებს და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს, რითაც კრემლი მდგომარეობა განიმტკიცებს სამომავლო მოლაპარაკებისათვის. ადრე თუ გვიან, საზავო შეხვედრა მაინც გაიმართება - ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გამბიტი მომგებიანია. რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტისათვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის იმის აღიარება, რომ მისი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

ევროპას ძალიან გაუჭირდება უკრაინისადმი სრულყოფილი დახმარების გაწევა და უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფა ამერიკის გარეშე. დიდი სურვილის მიუხედავად, ევროპა ამერიკას ვერ ჩაანაცვლებს და ვერც ევროპული  არმიები ვერ შეედრებიან ამერიკის არმიას. და თუ აშშ თავის ჯარებს ევროპიდან გაიყვანს, ამით რუსეთი კვლავ მოგებული დარჩება.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის