USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Atlantic» (აშშ): „ტრამპმა გაიმარჯვა. იცით რა მოხდება? ამერიკა სხვა ტიპის სახელმწიფოდ გადაიქცევა“
თარიღი:  355

ამერიკულ ჟურნალ The Atlantic-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა გაიმარჯვა. იცით რა მოხდება? ამერიკა სხვა ტიპის სახელმწიფოდ გადაიქცევა“ (ავტორი - დევიდ ფრამი).

„არის ბევრი ისეთი რეალობა, რასაც ახლად არცეული პრეზიდენტი ვერ შეცვლის, მაგრამ არის ზოგიერთი საქმე, რომლიც გაკეთებასაც იგი შეძლებს. მათგან ერთ-ერთია უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტა. ამჟამად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი სამ თვე, რომ უარი თქვას ნახევარზომებზე და კიევს სრული დახმარება გაუწიოს, ვიდრე დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე კაპიტულაციას აიძულებს. თუ ამერიკის სამხედრო არსენალში რაიმე კიდევ არის დარჩენილი, რომლის გამოყენებას უკრაინა წარმატებით შეძლებს (ბირთვული იარაღის გარდა), ყველაფერი უნდა მივცეთ. მისტერ ბაიდენ, გაგზავნე უკრაინას მისთვის სასურველი რაკეტები, სანამ ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო: https://www.theatlantic.com/politics/archive/2024/11/trump-wins-second-term-presidency/680546/

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის