USD 2.7139
EUR 3.1514
RUB 3.3656
Tbilisi
«The Spectator»: „რას ნიშნავს „გამარჯვება“ უკრაინულად?“
Date:  916

„ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების პრაქტიკული შედეგი უნდა გახდეს რუსეთის ჯარების გაძევება ქვეყნის ტერიტორიებიდან „ძალადობრივი ან დიპლომატიური საშუალებებით“. იგი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. იმავდროულად ყველა ხედავს კიევის განცხადებების შეუსაბამობას: უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გამარჯვებაზე „დამაჯერებლად“ ლაპარაკობენ, ამ დროს კი რუსეთის ჯარები დონბასში შეუჩერებლად წინ მიდიან“, - ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ The Spectator-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „რას ნიშნავს „გამარჯვება“ უკრაინულად?“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“, რომელიც ამჟამად, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს იხილება. გარდა ამისა, მასალაში საუბარია  რუსეთ-უკრაინის ომის საგარეოპოლიტიკურ ასპექტებზე და სავარაუდო კომპრომისებზე სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ძირითად ელემენტს თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გაფართოება წარმოადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად შორი მოქმედების რაკეტების მიღება და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად მათი გამოყენების უფლების მიღება სურს. მას უნდა, რომ დასავლეთმა გარანტირებულად მხარი დაუჭიროს უკრაინის  მიღებას ნატოში და ევროკავშირში. თუ ზელენსკის სურვილები არ შესრულდება, მაშინ, როგორც ბორის ჯონსონი (ბრიტანეთის ექს-პრემიერი)  წერს, უკრაინა დამარცხდება. ეს იქნება „კატასტროფული მარცხი არამარტო კიევისათვის, არამედ ნატოსთვისაც. უკრაინის მარცხი მთელი მსოფლიოსათვის დასავლეთის ავტორიტეტის საჩვენებელი კრახი იქნება“.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბორის ჯონსონის ლოგიკის თანახმად, თუ უკრაინიდან რუსეთის ჯარები მთლიანად არ იქნებიან გაყვანილნი (იგულისხმება 2014 წლიდან დაკავებული ყველა ტერიტორიიდან), მაშინ ეს უკრაინის დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც, უკრაინა ვალდებულია იმდენს ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება, ანუ სანამ მიზანს არ მიაღწევს. ამისათვის უკრაინა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ჯარში იძულებითი გაწვევის ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უკრაინას ტერიტორიები არ დაუბრუნდება და რუსეთი არ დაისჯება, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.

ამასობაში კი უკრაინული საზოგადოების პოზიცია ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება - სულ უფრო მეტი მცხოვრები ითხოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მშვიდობის დამყარებას და უსაფრთხოებას. იქნებ უკრაინის გამარჯვების ჭეშმარიტება გამოიხატება არა იმდენად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოს გადაქცევაში? ისეთ  ქვეყნად, რომელსაც სამომავლოდ გარანტიები ექნება ნატოს წევრად მიღებაში? იქნებ სწორედ ეს არის ის „გამარჯვება“, რომ ახალგაზრდა უკრაინელების - ქვეყნის მთავარი სიმდიდრის - გარდაუვალი სიკვდილი, ნგრევა, უბედურება აღარ გაგრძელდება და ქვეყანა ფერფლისაგან აღდგება?

(...)

იდეალში „გამარჯვება“, რასაკვირველია, მშვიდობისა და სამართლიანობის ელემენტებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ უკრაინის ტერიტორიული გაყოფა, როგორ ტრაგიკულადაც არ უნდა ჟღერდეს, უკვე განხორციელდა. გავიხსენოთ დეიტონის შეთანხმებები იუგოსლავიის დაშლის შემდეგ: მომლაპარაკებელმა მხარეებმა აღიარეს, რომ დაკარგული მიწების უკან დაბრუნება და „სტატუს-ქვო ანტე ბელუმ“-ის (ლათ. „რაც იყო ომამდე“) აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დონბასში და ყირიმში ამჟამად ფაქტიურად მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. და თუ მათ ისევ უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრებას აიძულებენ, განა ამით უკრაინა ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება? ალბათ, უფრო პირიქით.

(...)

განა ვინმე ამტკიცებს, რომ ფინეთმა 1939-40 წლებში „ზამთრის ომი“ წააგო, როცა იოსებ სტალინის „უძლეველ“ წითელ არმიას ებრძოდა? პირიქით: მიუხედავად მტრის მრავალრიცხოვნობისა, მამაცმა ფინელებმა თავიანთი თავგანწირული ბრძოლით რუს დამპყრობლებს დიდი ზარალი მიაყენეს და გარკვეული [გარდაუვალი] ტერიტორიული კომპრომისის ფასად შეძლეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, შეძლეს ქვეყნის აყვავება და მართვის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება.

რა თქმა უნდა, კომპრომისებს ძალიან ხშირად თან ახლავს სინანული, სირცხვილისა და ღალატის გრძნობა: „რას იტყვის ჩვენზე შთამომავლობა? როგორ სახელს ვტოვებთ ქვეყნის ისტორიაში?“. დიახ, ომს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით უკრაინელმა  სახლ-კარი დაკარგა და უცხოეთს შეფარა თავი... მაგრამ იგივე მოხდა 1945 წელს პომერანიისა და აღმოსავლეთ პრუსიის მცხოვრებ გერმანელთა მიმართ, იგივე მოხდა ქაშმირელების, პენჯაბელებისა და ბენგალიელთა მიმართ 1947 წელს, კვიპროსელთა მიმართ 1974 წელს... ალბათ, რუსეთ-უკრაინის ომიც მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, როცა ვერცერთი მხარე ერთმანეთს ვერ ამარცხებს, ზარალი კი კატასტროფულად მატულობს.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/what-does-victory-for-ukraine-look-like/

society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way