USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
The Spectator: გამარჯვების დღე როგორც ვლადიმერ პუტინის ტრიუმფი
Date:  77

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სტატიას სათაურით „გამარჯვების დღე როგორც ვლადიმერ პუტინის ტრიუმფი (ავტორი - მარკ გალეოთი, პოლიტოლოგიის პროფესორი), რომელშიც განხილულია მოსკოვში 9 მაისს გამაული სამხედრო აღლუმი და მასთან დაკავშირებული მომენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ყველაფერი თითქმის ისე იყო, როგორც ძველ კეთილ დროს, თუმცა სიახლეების გამოკრთომებით. პუტინის სამხედრო აღლუმმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა - ჯავშანტექნიკის ღრჭიალ-გრუხუნით, ჯარისკაცთა მწყობრი რიგებითა და უცხოელი მაღალი დონის სტუმრებით. მაგრამ ის ძალისხმევა, რომელიც რუსეთს დაჭირდა აღლუმის განსახორციელებლად, სტუმართა დამახასიათებელი სია და ვლადიმერ პუტინის რიტორიკა ახალი დროის დადგომას ნიშნავს.

წითელ მოედანზე 9 მაისს 11 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა - სხვადასხვა კონტინენტის სახელმწიფოთა სამხედრო ქვედანაყოფების ჩათვლით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი ჩინეთის არმიის ჯარისკაცები იყვნენ, თავიანთი უმაღლესი მთავარსარდლის სი ძინპინის მზერის ქვეშ. ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას კრემლის ტრიბუნაზე ყოფნა რუსეთის მტკიცე სტატუსს ნიშნავდა გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის, სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ყოფნით,  დასავლეთის ქვეყნების რიგებში რუსეთის მიმართ არსებული უთანხმოება გამოვლინდა. რობერტ ფიცოს და ალექსანდრე ვუჩიჩს მოსკოვში ჩაფრენა ირიბი მარშრუტებით მოუწიათ, რადგან პოლონეთმა, ბალტიისპირეთმა და ფინეთმა უარი უთხრეს თავიანთი საჰაერო სივრცის სარგებლობაზე (ეს წვრილმანი „კბენები“ მათ, ალბათ, წინ დაუხვდებათ). თუმცა გზის ასეთმა გადაკეტვებმა სლოვაკი ლიდერი გაახალისა კიდეც: მან თავისი მიზნის მიღწევა მტკიცედ განიზრახა და საწადელი შეისრულა.

მიუხედავად იმისა, რომ აღლუმის წინა დღეებში უკრაინელი დრონები მოსკოვს და ევროპული რუსეთის სხვა ქალაქებს „კალიებივით შეესივნენ“, 9 მაისს მათ კრემლისათვის სიმშვიდე არ დაურღვევიათ, პირდაპირი შეტევა წითელ მოედანზე არ მომხდარა - ვოლოდიმირ ზელენსკი არც ისეთი სულელია, რომ ჩინეთის წინააღმდეგ „ჩხუბი დაეწყო“ - ტრიბუნაზე ხომ სი ძინპინი იდგა. თუმცა უსაფრთხოების რეჟიმი ჩვეულებრივზე მაინც უფრო მკაცრი იყო: ინტერნეტი და მობილური კავშირი შეფერხებით მუშაობდა, რესტორნები კი მოსკოვის ცენტრში დახურულები იყვნენ.

სამხედრო აღლუმის სტატუსი ისეთი იყო, რომ მის ორგანიზებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მეტი ძალისხმევა დაჭირდა - ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს მოსკოვის ოლქში მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან თავი მოუყარეს, ფრონტიდანაც კი წაიღეს. რუსი დიპლომატები დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ მოსკოვში რაც შეიძლება მეტი უმაღლესი დონის სტუმარი ჩასულიყო. მათ ეს თითქმის მოახერხეს, მაგრამ ბოლო წუთს აზერბაიჯანისა და ლასოსის ლიდერებმა მოსკოვში გამგზავრებაზე მაინც უარი თქვეს (სხვათა შორის, არც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა, თუმცა მას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა - პაკისტანთან პოტენციური ომის დაწყება). რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტს, ამის იმედები კრემლს დიდი ხანია გაუქრა.

როგორც ცნობილია, 9 მაისის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მეორე მსოფლიო ომი ამერიკამ მოიგო“ და რომ „ამერიკელ ჯარისკაცებს ვერავინ შეედრება ომში გამოჩენილი მამაცობაში“. ის, რომ რუსეთის ლიდერს თავის გამოსვლაში მაინცდამაინც ხაზი არ გაუსვია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების წვლილისათვის, ტრამპის ნათქვამზე თავისებურ პასუხს ნიშნავდა. „მტრის მთავარი დარტყმა საბჭოთა კავშირმა საკუთარ თავზე აიღო... ამასთან, ვაფასებთ მოკავშირეთა ჯარისკაცების ბრძოლასაც“- თქვა პუტინმა და აღნიშნა „ჩინელი მამაცი ხალხის“ მიერ მეორე მსოფლიო ომში შეტანილი წვლილი, რაც ერთგვარ რევერანსს ნიშნავდა კრემლის ტრიბუნაზე მის გვერდით მდგარი სი ძინპინისადმი.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინმა ხელიდან არ გაუშვა პარალელების გავლების შესაძლებლობა „სამამულო ომსა“ და უკრაინაში თავისი იმპერიულ დაპყრობებს შორის: „მთელი ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. ჩვენ ვამაყობთ მათი მამაცობითა და ძლიერი სულით, რომელიც ჩვენთვის მუდამ გამარჯვების მომტანია“. შესაძლოა, ასეც არის. ალბათ, ბევრ რუსს სჯერა, რომ ეს არამარტო პატრიოტიზმის ოფიციალური გამოვლენაა, არამედ ნამდვილი ეროვნული სიამაყის დემონსტრაცია. წითელ მოედანზე შეკრებილი ადამიანები სკანდირებდნენ „რუსეთი! რუსეთი!“ და ალბათ, გულწრფელადაც.

მაგრამ ეს დღესასწაული ძველებურად მაინც 1945 წელს მიღწეული გამარჯვებისადმი ხარკის მოხდას ნიშნავს და არა რუსეთის თანამედროვე ძლიერებით სიამაყეს, როგორც ეს კრემლს სურს. რუსების დიდი ნაწილი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა. როგორც ერთ-ერთმა კომენტატორმა სოციალურ ქსელში აღნიშნა - „ჩვენ უნდა გვახსოვდეს და პატივს უნდა ვცემდეთ ჩვენი პაპების გმირობას, მაგრამ წითელ მოედანზე ტანკების გავლა ჩვენი შვილების სისხლის დაღვრას არ უნდა იწვევდეს“.

მოკლედ, რუსებმა მართლაც კარგად იციან სანახაობის მოწყობა... მაგრამ სანახაობა დამთავრდა - რუსეთის ეკონომიკა ისევ „გადახურებას“ გააგრძელებს, ჯარისკაცები ისევ იბრძოლებენ ფრონტზე და დაიღუპებიან, ვლადიმერ პუტინი კი ისევ გააგრძელებს ფიქრს იმაზე,  შეწყვეტს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინისადმი მხარდაჭერას თუ პირიქით, გააორმაგებს. თუმცა ამჟამად ერთი რამ ცხადია: რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებისაგან, ალბათ, ხელებს იფშვნეტს.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 13 მაისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბუთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ამბროლაურის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, ორთაჭალის, ქართველიშვილის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  კიკეთის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ნეკრისის, დაისის, ლეჩხუმის, მახარობლის, ოშკის, ქედის, ზნაკვის, კახეთის, ნაკადულის, ღების, ანაგის, ვანის, ალავერდის, გრემის, ერთობის, მუხის, რიონის, განთიადის, ვარდისუბნის, ალეკო გობრონიძის, შემოდგომის, ბუგეულის და სნოს  ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სერგი ჭილაიას, მრევლიშვილის, ვახტანგ ნინუას და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way