USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „როგორი ხელფასები აქვთ უკრაინელ ჯარისკაცებს?"
Date:  491

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შუუძლია თუ არა უკრაინას გააგრძელოს ჯარისკაცებისათვის საბრძოლო ხელფასის გადახდა?“ (ავტორი - სვეტლანა მორენეცი, უკრაინელი ჟურნალისტი), რომელშიც განხილულია უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორი ხელფასი უნდა მიიღოს ჯარისკაცმა ომით დანგრეული ქვეყანაში? აშკარაა, რომ არ არსებობს ფულის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ მსხვერპლის კომპენსაცია, რასაც უკრაინელები ფრონტის ხაზზე განიცდიან. მაგრამ რაღაც გარკვეული სათანადო ხელფასი მაინც აუცილებელია. როცა რუსეთის არმია შარშან უკრაინაში შეიჭრა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები 7-ჯერ გაუზარდა, ქვეყანაში შრომის საშუალო ანაზღაურებასთან შედარებით: „ჩვენ ყოველთვიურად 100 ათას გრივნას (2200 გირვანქა სტერლინგს) გადავუხდით იმ სამხედროებს, ვინც ფრონტზეა და ხელში იარაღი აქვს... რათა მათ იცოდნენ, რომ სამშობლო მადლობელია. და ასე იქნება მანამდე, სანამ ომი არ დამთავრდება“, - თქვა პრეზიდენტმა.

ომი კი უკვე მეორე წელია მიდის, პრეზიდენტი დიდი პრობლემების წინაშე დგას.

მშვიდობიან დროს ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულისტობას დასწამებდნენ: იგი სამხედროებს იმ ფულს სთავაზობდა, რომელიც სინამდვილეში მას არ ჰქონდა. ომამდე საშუალოსტატიკურ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს საშუალოდ თვეში 14 ათას გრივნას უხდიდნენ, ანუ დაახლოებით 300 გირვანქა სტერლინგს. ხელფასის 7-ჯერადი ნახტომისებური ზრდა მუდმივად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ რადგანაც მოსკოვის ტანკები კიევისაკენ მიიწევდნენ, აუცილებელი გახდა მიღებულიყო გადაწყვეტილება ჯარისკაცებისთვის ანაზღაურების მომატებისათვის - ამას  სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა [როგორც მათი სტიმულირებისთვის, ასევე] ქვეყნის გადარჩენისთვისაც. შარშან მთავრობამ შემოიღო ორი სახის დამატებითი გადახდა: 100 000 გრივნა (£2,200) ფრონტის ხაზზე მყოფთათვის, რომლებიც პირდაპირ ებრძოდნენ მტერს და 30 000 გრივნა (£650) იმ სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინის სხვა ადგილებში იყვნენ დისლოცირებულნი. ჯარისკაცებმა იგრძნეს, რომ მათი გაბედული ბრძოლა ქვეყნისათვის საკმაოდ დაჯილდოვდებოდა. სამხედროების რიგები სწრაფად შეივსო ათასობით მოხალისეებით. სამხედრო სამსახურში გაწვევამაც სტიმული მიიღო  ასევე მოიპოვა სტიმული.

დღეისათვის უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების დაფინანსებას ქვეყნის მთელი ბიუჯეტის ნახევარი ხმარდება. სიტუაცია იმით არის გართულებული, რომ უკრაინას არ შეუძლია საერთაშორისო დახმარება თავდაცვისათვის გამოიყენოს - ასეთია პირობა, რომელსაც კიევს პარტნიორები უყენებენ ფინანსური დახმარების დროს, ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მიზნით და რომლის მოცულობა მიმდინარე წლისათვის 33 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას თავისი არმიისა და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება მხოლოდ ეროვნული გადასახადებისა და შიდა სესხების საფუძველზე შეუძლია. მოკლედ, ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა თავდაპირველი დაპირებისათვის, დაფინანსების წესები გაემკაცრებინა და სამხედროებისთვის ხელფასები შეემცირებინა.

მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის მთავრობამ შეცვალა ყოველთვიური დამატებითი ფულადი წახალისების მიღების წესები სამხედრო მოსამსახურეებისათვის. ახლა 30 ათასი გრივნა (ანუ 650 გირვანქა სტერლინგი) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც „საბრძოლო ამოცანებს“ ასრულებენ. 100 ათასი გრივნის (2200 გირვანქა სტერლინგის) მიღებაც ბევრ მონაცემზეა დამოკიდებული - როგორ მსახურობს ჯარისკაცი, სად მსახურობს, როგორი სირთულის მქონე საბრძოლო ამოცანას ასრულებს და ა.შ. ასეთმა წესმა სამხედრო მოსამსახურეებში და მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია: როგორ შეუძლია მთავრობას შეაფასოს იმ საფრთხის დონე, რომელიც ყოველი ჯარისკაცის წინაშე დგას? ყველაზე ხშირად პირველები იღუპებიან ქვეითი მებრძოლები, რომლებიც ფრონტის ხაზზე მტრის პირისპირ დგანან, შემდეგ არტილერისტები, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით ასრულებენ, თუმცა ისინიც დიდი რისკის ქვეშ არიან... როგორ შეიძლება მსხვერპლად გადაქცევის ალბათობა ობიექტურად შეაფასო და შემდეგ ეს ყველაფერი ხელფასში გადაიყვანო? უკრაინის პრესაში იბეჭდება კრიტიკული სტატიები კითხვებით - „შარშან ჩვენი სიცოცხლე უფრო ძვირი ღიდა, ვიდრე ახლა... განა ეს სამართლიანია?“.

ანაზღაურების ახალი წესები არამარტო „სიტყვაძუნწია“, არამედ არასაიმედოც. თვის ბოლოს ჯარისკაცებმა ხშირად არ იციან, თუ რა უსიამოვნო „სიუპრიზები“ ელოდებათ. ისინი უსამართლოდ თვლიან შემცირებულ ხელფასებს, რადგან ხშირად მათ თვითონ უხდებათ თავიანთი ანაზღაურებითი პაკეტიდან სამხედრო ფორმის ყიდვა, მცირე დრონების შეძენა და სატრანსპორტო ხარჯების გაწევაც კი.

უკრაინის პარლამენტი შეეცადა სიტუაციის განეიტრალებას და ხმა მისცა კანონპროექტს სამხედრო მოსამსახურეებისათვის ადრინდელი დამატებითი დახმარების აღდგენას 30 ათასი გრივნის (£650) მოცულობით - მათთვის, ვინც საომარი მოქმედებების ზონის მიღმა იმყოფება, თუმცა მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ამ სამართლებრივი აქტით ხელფასი უნდა შეუმცირდეს უკრაინის ყველა სახელმწიფო მოსამსახურეს, რომ გამოთავისუფლებული თანხა ჯარისკაცებს მოხმარდეთ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვან დისბალანსს იწვევს. პარლამენტის აპარატის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, „ეს სუფთა პოპულისტური გადაწყვეტილებას წარმოადგენს... დეპუტატებმა კანონპროექტის მხოლოდ პირველი ნაწილი წაიკითხეს, რომელიც 30 ათასიანი ანაზღაურების აღდგენას ეხებოდა, მაგრამ მეორე ნაწილს ყურადღება არ მიაქციეს, რომელშიც ლაპარაკია დამატებითი თანხის მოძიებაზე“.

საკვირველია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კანონპროექტის კენჭისყრა „პოსტ-ფაქტუმ“ გაიგო. ეს საკანონმდებლო ინიციატივა მის ოპონენტებს ეკუთვნოდათ, კერძოდ, დიმიტრი რაზუმკოვს, მმართველი „ხალხის მსახურის“ პარტიის ყოფილ ლიდერს და უჩვეულოდ სწრაფად იქნა დაკანონებული. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს ვერ დაადებს - იმიტომ, რომ ვეტო საზოგადოების რისხვას გამოიწვევს და ისრები პრეზიდენტისაკენ იქნება მიმართული. ასე რომ, პრობლემის მოგვარება ისევ პარლამენტს და მმართველ პარტიას მოუწევს.

კაცმა რომ თქვას, ამ კანონს ბიუჯეტის ხარჯებზე მაინცდამაინც კატასტროფული გავლენა არ ექნება - იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო ისედაც აგრძელებს მილიონობით გრივნის გადახდას როგორც დაჭრილებისთვის, ასევე ომის ტყვეებისა და და დაღუპულ-დაკარგული პირების ოჯახებისთვის. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს: საბოლოო ჯამში,  სანამ ომი მიდის, თავდაცვის ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება, უკრაინა იძულებული იქნება ეძებოს გზა, რომ თავის დამცველებს ღირსეულად გადაუხადოს.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/can-ukraine-afford-to-keep-paying-its-soldiers-a-fighting-salary/

 

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way