USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „გამოვა თუ არა იტალია ჩინური პროექტიდან „ერთი გზა - ერთი სარტყელი“, ანუ როდის გათავისუფლდება რომი პეკინის ბრჭყალებისაგან“
Date:  

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „გამოვა თუ არა იტალია ჩინური პროექტიდან „ერთი გზა - ერთი სარტყელი“, ანუ როდის გათავისუფლდება რომი პეკინის ბრჭყალებისაგან“ (ავტორი - იან უილიამსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 ბოლო დროს მსოფლიო სულ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდება ჩინურ ინიციატივას „ერთი გზა - ერთი სარტყელს“ (BRI - Belt and Road Initiative), მაგრამ არცერთი სახელმწიფო არ გამოსულა პეკინის მიმართ ისეთი კრიტიკით, როგორც ეს იტალიამ გააკეთა: თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ თავისი ქვეყნის გადაწყვეტილებას აღნიშნული სქემისადმი (ინიციატივისადმი) მიერთების შესახებ „იმპროვიზირებული და დაუფიქრებელი“ უწოდა. ამ ორი დღის წინათ გაზეთ „კორიერე დელა სერასათვის“ (Corriere della Sera) მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ იტალიისათვის ძალიან მცირე სარგებლის მომტანია და ამიტომ, მისი აზრით, უახლოეს ხანში მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი უნდა იყოს „ჩინეთის ბრჭყალებისაგან გათავისუფლება“.

ჩინური ინიციატივა ხშირად არის წარმოდგენილი ისეთ საერთაშორისო პროექტად, რომლის წყალობით მსოფლიო კიდევ უფრო უკეთესი გახდება - ჩინელები ყველგან გაიყვანენ გზებს და მაგისტრალებს, ააგებენ რკინიგზებს, საზღვაო პორტებს, ელექტროსადგურებს... სინამდვილეში კი „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ პეკინის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტრუმენტს წარმოადგენს გავლენის გასაფართოებლად. მასში ჩართულ ქვეყნებს უამრავი ვალი უგროვდებათ...

როგორც იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აცხადებს, ჩინური პროექტი იტალიისათვის წამგებიანია, პეკინი ცდილობს მხოლოდ თავისი ინტერესები განახორციელოს: ჩინეთის ექსპორტი მატულობს, იტალიური კი მცირდება.

იტალია BRI-ს ინიციატივას 2019 წელს შეუერთდა, ჯუზეპე კონტის მთავრობის მმართველობის პერიოდში. შეთანხმებას ხელი მოეწერა რომში სი ძინპინის ხამაურიანი და პომპეზური ვიზიტის დროს - მას ქვეყნის ხელმძღვანელობა გადაჭარბებული პატივით მოეკიდა. სი ძინპინს და მის მეუღლეს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მიტარელამ დიდი საღამო მოუწყო ანდრე ბოჩელის გამოსვლის ჩათვლით. შესაბამისად, იტალია პირველი სახელმწიფო იყო „დიდი შვიდეულიდან“, რომელიც „ერთი გზა - ერთ სარტყელს“ შეუერთდა, რაც ტავის დროზე პეკინმა დიდ დიპლომატიურ გარღვევად შეაფასა დასავლეთის მიმართ. ბუნებრივია, იტალიამ ამის გამო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან საყვედურები და კრიტიკა დაიმსახურა - ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩინურ ინიციატივას „ტროას ცხენად“ თვლიან - როგორც მსოფლიოში პეკინის ინსტერესებისა და გავლენის რეალიზების უმნიშვნელოვანეს საშუალებას.

ახლა იტალიას დეკემბრამდე აქვს ვადა, რომ პეკინს სქემიდან გამოსვლა შეატყობინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წევრობა BRI-ში ავტომატურად გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმაც ვარაუდი გამოთქვა, რომ იტალია, ალბათ, შეთანხმებას არ გააგრძელებს. რომის განზრახვამ პეკინის მუქარები გამოიწვია - „ცისქვეშეთისათვის“ იტალიის დემარში სერიოზული დიპლომატიური მარცხი იქნება. ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ BRI-დან გასვლა იტალიისათვის ავტორიტეტისა და რეპუტაციისათვის ზიანის მომტანი იქნება. სხვათა შორის, ბოლო დროს ჩინელი დიპლომატები აქტიურად ლობირებდნენ ჩინურ ბიზნესს იტალიაში, რაც, თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის რისხვის მიზეზი გახდა. გვიდო კროზეტოს თქმით, მას, რასაკვირველია, არ სურს, რომ იტალია დაზარალდეს, მაგრამ აშკარად შეშფოთებულია პეკინის განზრახვით, რომლის თანახმად, ჩინეთის არმია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან არმიად უნდა გადაიქცეს. „ჩინელი კომუნისტები თავიანთ მიზნებს არ მალავენ და ღიად აცხადებენ“, - ამბობს ინტერვიუში გვიდო კროზეტო.

ჩინეთსა და იტალიას შორის ურთიერთობა შესამჩნევად გაუარესდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. იტალიის პარლამენტის უშისროების საკითხების კომიტეტმა მოხსენება წარადგინა, რომლის მიხედვით, ჩინეთის კომუნისტური პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა, თითქოსდა ვირუსის სამშობლოს იტალია წარმოადგენდა (იმ მიზეზით, რომ პანდემია ევროკავშირის ქვეყნებში პირველად იტალიაში დაიწყო). მოგვიანებით, ჩინეთის ოფიციალური ტელევიზიით გავრცელდა კადრები, რომელშიც ბალკონებზე გადმომდგარი იტალიელები ტაშით ხვდებოდნენ ჩინეთის ეროვნულ ჰიმნს, ხოლო მედიცინის მუშაკები მადლობას უხდიდნენ ჩინეთს დახმარებისთვის. ეს კადრები ყალბი აღმოჩნდა.

ამერიკული საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის AidDataს მონაცემებით, დღეისათვის ჩინთი ინიციატივა „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ჩარჩოებში მსოფლიოს 165 ქვეყანაში 13 ათასზე მეტ პროექტს ახორციელებს. თუ იტალია მართლაც დატოვებს ამ პროექტს, ეს ფაქტი ჩინეთის კომპარტიის პრესტიჟისათვის დიდი დარტყმა იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო დროს, ჩინეთის განვითარების ტემპების შენელების კვალობაზე, BRI-ს პროექტიც სერიოზულ სიძნელეებს განიცდის - პეკინი მის დაფინანსებას ამცირებს და მზარდ ვალებს ებრძვის.

რუსეთი და ჩინეთი იტალიას წარსულში მორჩილ და უპრეტენზიო ეკონომიკურ პარტნიორად თვლიდნენ. დღეს ჩინეთის კომპარტია თავისი დიპლომატების მობილიზებას ახდენს, რომ BRI-ს მიმართ იტალიაში სტატუს-ქვო შეინარჩუნოს, მაგრამ პეკინი სულ მალე დარწმუნდება, რომ იტალია ჩინეთის „ზრუნვას“ უკვე საკმარისად და მომაბეზრებლადაც კი თვლის.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/will-italy-leave-chinas-atrocious-belt-and-road-initiative/

 

region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way