USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „დღეს ჩვენ ყველა ტრამპისეულ MAGA-ს იდეას ვიზიარებთ“
თარიღი:  976

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დღეს ჩვენ ყველა ტრამპისეულ MAGA-ს იდეას ვიზიარებთ“ (ავტორი - ქეით ენდრიუსი, ამერიკელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა 1981 წლის 30 მარტს რონალდ რეიგანს ესროლეს, მისი დაჭრა თავდაპირველად ვერავინ შენიშნა. მხოლოდ მას შემდეგ, როცა პირიდან სისხლი წამოუვიდა, სასწრაფოდ გააქანეს მანქანით საავადმყოფოში. გადმოცემის თანახმად, პრეზიდენტს ექიმებისთვის ხუმრობით უთქვამს - „ვიმედოვნებ, რომ თქვენ რესპუბლიკელი ხართ“. ამბობენ, რომ ერთ-ერთ ექიმს ასეთი პასუხი გაუცია: „მისტერ პრეზიდენტ, ჩვენ დღეს ყველა რესპუბლიკელები ვართ“.

იმედი მაქვს, რომ ამ ანეკდოტის მართებული იდეა არასოდეს უარყოფილი არ იქნება. ძალიან საინტერესო ისტორიასთან გვაქვს საქმე: ამერიკელებმა უყოყმანოდ დააყენეს სახელმწიფოს ინტერესები პოლიტიკაზე მაღლა.

2024 წლის 13 ივლისს მსგავსი პრეცედენტი მოხდა: ჩვენ - ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც - ვიზიარებთ ტრამპისეულ  MAGA-ს იდეას („Make America Great Again“ – „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“). დღეს ამერიკული პოლიტიკა, ადრინდელთან შედარებით, საკმაოდ დაცემულ-დაკნინებულია, რომ ბევრს არ შეუძლია იმ ექიმივით გულწრფელი სიტყვების თქმა. იმის ნაცვლად, რომ რეიგანივით იმედიანად იხუმროს, ზოგიერთი მოქალაქე, პირიქით, ბენზინს დაასხამს ცეცხლმოდებულ საზოგადოებას.

არადა, დღეს ამერიკას გაერთიანება ჰაერივით ჭირდება. დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთ საკითხში უნდა შეთანხმდნენ - ძალადობა არ უნდა მოხდეს.

ალბათ, უკვე დადგა ცვლილებების დრო. რასაკვირველია, დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთის კრიტიკას მაინც გააგრძელებენ, მაგრამ როცა პოლიტიკური უკმაყოფილების გამო  მაღაზიის ვიტრინებს ჩაამსხვრევ და ავტომანქანებს ცეცხლს მოუკიდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური დისკურსი ძალიან შორს არის წასული.

დღეს დემოკრატიულ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ მათ დონალდ ტრამპის მიმართ თავიანთი ერთობ მწვავე გამოთქმები შეარბილონ („დესპოტი“, „დიქტატორი“, „მტარვალი“, „აშშ-ის ეგზისტენციალური საფრთხე“ და ა.შ.).

ალბათ, ამის საპასუხოდ, რესპუბლიკური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები შეწყვეტენ ჯო ბაიდენის მიმართ ისეთი ეპითეტების ძახილს, როგორებიცაა „დამნაშავე“, „ყეყეჩი“ და ა.შ. არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, თავიდანვე აღიარებული იქნება ორივე პარტიის მიერ. პოლიტიკური ოპონენტების საპყრობილეში ხელოვნურად ჩაჯენის მცდელობები, ალბათ, შეწყდება.

დონალდ ტრამპი ნოემბერში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს. ასე მკაფიო და ნათელი მისი წარმატება არასოდეს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ბოლო ხანებში ჯო ბაიდენმა ბევრ ამერიკელს იმედები გაუცრუა და ტელედებატებში გამოსვლის შემდეგ მისი მარცხის პროცენტი ისედაც მატულობდა, მაგრამ 13 ივლისს დონალდ ტრამპის გასისხლიანებული სახე და მაღლა აწეული მუშტად შეკრული ხელი ამომრჩევლებზე უფრო მეტ გავლენას მოახდენს, ვიდრე ნებისმიერი დებატები.

ამერიკელმა ხალხმა ეს ყველაფერი ღრმად უნდა გააცნობიეროს და აქედანვე უნდა მოემზადოს, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგი ცივილიზებულად აღიქვას. თუ ჩვენ ასე არ გავაკეთებთ, შედეგები კატასტროფული იქნება.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/today-were-all-maga-trump-shooting-assassination/

 

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის