USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
Tbilisi
«The Royal Gazette» (ბერმუდის კუნძულები//დიდი ბრიტანეთი): „ბიძინა ივანიშვილი - ცენტრალური ფიგურა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმებში“
Date:  504

„ცენტრალური ფიგურა, რომლის სასარგებლოდ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბანკს, ბერმუდის კუნძულების სასამართლოს მიერ, 600 მილიონი დოლარი ჩამოერთვა, ამჟამად საკვანძო როლს ასრულებს რუსეთის მხრიდან საქართველოს სავარაუდო შთანთქმაში“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის - ბერმუდის კუნძულების გაზეთ The Royal Gazette-ში (იბეჭდება ქალაქ ჰამილტონში) გამოქვეყნდა სათაურით  „ბიძინა ივანიშვილი - ცენტრალური ფიგურა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმებში“ (ავტორი - დევიდ ფოქსი). მასალაში განხილულია საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია, რუსეთთან და დასავლეთთან დამოკიდებულება, პრეზიდენტისა და პრემიერის კონფრონტაცია და მასში ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო როლი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს] იმაში ადანაშაულებენ, რომ იგი პრორუსულად განწყობილი ქართველი ოლიგარქის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა და რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი  თავის პრემიერობას უნდა უმადლოდეს.

ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოში „რუს ოლიგარქად“ თვლიან, ბერმუდის კუნძულების იურიდიულ წრეებში ცნობილია როგორც შვეიცარიული საბანკო გიგანტის „კრედიტ სუისის“ (Credit Suisse) მიმართ აღძრული სარჩელით, რომელიც მოგვიანებით გაკოტრდა.

მრავალი გახმაურებული სკანდალისა და იურიდიული მარცხის შემდეგ ბერმუდის კუნძულებისა და სინგაპურის სასამართლოებმა შვეიცარულ ბანკს სანქციები დაადეს მას შემდეგ, როცა დადასტურდა, რომ ბანკმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ასობით მილიონი დოლარი დაკარგა.

2022 წლის მარტში ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ მაგნატსა და მის ოჯახს შვეიცარიულმა ბანკმა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი უნდა უნდა აუნაზღაუროს - „კრედის სუისის“ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის თაღლითობის გამო.

ბანკის თანამშრომლის მიერ ჩადენილი თაღლითობის მსხვერპლი უბრალო ინვესტორი არ გახლავთ - ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - საქართველოს მთავრობის მეთაური, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მისი სახლი თბილისში, რომლიდანაც საქართველოს დედაქალაქის მშვენიერი ხედი მოჩანს, 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

67 წლის ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტად იმით იცნობენ, რომ მას მჭიდრო კავშირები აქვს კრემლთან. ევროპელი კანონმდებლები უკვე დიდი ხანია ცდილობენ მის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებას. დასავლეთი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ისეთი მატერიალურ-ფინანსური მოქმედებისათვის, რომელიც უკრაინის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. მას „საქართველოს არაფორმალურ მმართველსაც“ უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავრობას აკონტროლებს და სურს [ქართველი ხალხი] ევროპას დააშოროს.

საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც საიდუმლოს არ წარმოადგენს, რუსეთი დასავლურ ტვირთებს იღებდა, რაც, ზოგიერთ შემთხვევებში, საერთაშორისო სანქციებს ეწინააღმდეგებოდა.

საქართველოში უამრავი რუსი ახალგაზრდა ჩავიდა რუსეთის არმიაში გაწვევისათვის თავის ასარიდებლად, მათ დაემატნენ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც რუსულ მძიმე ცხოვრებას - ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს გამოექცნენ, განსაკუთრებით დასავლური სანქციების შემდეგ.

მაგრამ იმის კვალობაზე, რომ სულ უფრო რუსი მიდიოდა საქართველოში, რომლებიც ყიდულობდნენ მიწას და საცხოვრებელ ბინებს, ხსნიდნენ უამრავ კომპანიას, ქართველებს ეჭვი შეეპარათ და ფიქრი დაიწყეს, რომ საქართველოში რუსეთის „ჩუმი შეჭრა“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხის გადაცემა „60 წუთშიც“ განაცხადა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია [რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ] იმ ძლიერი ძალების გამო, რომლებიც კრემლის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილნი, მათ შორის საქართველოს მთავრობაშიც. ასეთ ძალებს მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სეიჭრა. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადი წარადგინა.

გამოკითხვების შედეგები აჩვენებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლეობა ევროკავშირის პერსპექტიულ წევრობას მიესალმება. მოსალოდნელია, რომ  70 წლის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის მეთაურია 2018 წლიდან, საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი იქნება, საერთო-სახალხო წესით არჩეული.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „60 წუთში“, მას ძალიან ანერვიულებს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში არიან მტრის ენაზე მოლაპარაკე მოქალაქეები და რომლებიც თავს ისე გრძნობენ, როგორც თავიანთ სახლებში. იგი შიშობს, რომ რუსეთი თავის ტრადიციულ ტაქტიკას გამოიყენებს და რუსი მოქალაქეების დაცვის საბაბით, საქართველოში შეიჭრება.

პრორუსულად განწყობილი ქართველი კანონმდებლები შეეცადნენ ხელი შეეშალათ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის. რუსეთიც, თავის მხრივ, ინტერნეტით და ტელევიზიით პროპაგანდას უწევს ომს და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებს. კრემლი ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც საქართველო „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რითაც ცივი ომი დასრულდა. რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტები ორჯერ მოხდა - 1992 და 2008 წლებში. როგორც ამბობენ, რუსეთი ყოფილი საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს. სწორედ ეს მოვლენები განაპირობებენ ქართველის ხალხის ნეგატიურ განწყობას რუსეთის მიმართ.

საქართველო და რუსეთის ერთმანეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები არიან, მაგრამ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწვეტილი აქვს 2008 წლის ომის შემდეგ. ამის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, რაც ბევრ ქართველს არ მოსწონს.

წყარო: https://www.royalgazette.com/

მოამზადა სიმონ კილაძემ

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way