USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინას წარმოუდგენელი დანაკარგები ექნება, თუ ვაშინგტონი კიევისადმი დახმარებას შეწყვეტს“
Date:  332

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) პოლიტიკური მიმომხილველის არპან რაის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად (სათაური - „უკრაინას წარმოუდგენელი დანაკარგები ექნება, თუ ვაშინგტონი კიევისადმი დახმარებას შეწყვეტს“), უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები შიშობენ, რომ რიგი ქალაქები, რომლებსაც ამჟამად ისინი აკონტროლებენ, მაგალითად, ავდეევკა, შეიძლება მალე მტერს ჩაუვარდეს ხელში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ფრონტზე ბოლო კვირეებში შექმნილი სიტუაციის მიხედვით, არის იმის რეალური საფრთხე, რომ რუსეთის არმიას შეუძლია უკრაინის თავდაცვის ზღუდეები გაარღვიოს და რამდენიმე დღეში უკრაინის არმია კრახის წინაშე დააყენოს - თუ ამერიკა უკრაინას დამატებით დახმარებას არ გაუწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აგრძელებს ოპტიმისტური ტონით განცხადებების გაკეთებას და მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინა არ დაივიწყონ, მაგრამ რეალობა კიევისათვის მწარეა: ვერც  აშშ-ის კონგრესმა ვერ შეძლო უკრაინისადმი მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა, ვერც ევროკავშირმა. უკრაინელ მეთაურებს ისეთი სავალალო წინათგრძნობა უჩნდებათ, რომ ქვეყანას ახლო მომავალში მტრის წინააღმდეგ ბრძოლა მარტოდმარტო მოუწევს.

უკრაინელი სამხედროები და ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ქალაქი ავდეევკა [რომელიც რუსების მიერ თითქმის ალყაშია მოქცეული]. თუ დასავლური დახმარება შეწყდება, ეს უამრავ დანაკარგს გამოიწვევს ქალაქში მყოფი სამხედრო გარნიზონი საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტს განიცდის.

დასამალი არაა, რომ რუსეთის არმია, უკრაინასთან შედარებით, უკეთ არის მომზადებული მეორე საომარი ზამთრისათვის. კიევმა, მართალია, დიდი რესურსები დახარჯა  კონტრშეტევის მომზადებისა და მის განსახორციელებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, დიდი იმედებით დაწყებული ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინას რესურსები ეწურება...

უკრაინის არმიის 47-ე მექანიზებული კორპუსის ერთ-ერთი ოფიცრის თქმით, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეისათვის უკრაინელი სამხედროებისათვის იარაღის მიმწოდებელი მხოლოდ დასავლეთია - ეს განსაკუთრებით ეხება მძიმე ტექნიკას: „

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დასავლურ დახმარებას უაღრესად დიდ მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ბრიგადა ძირითადად მხოლოდ ამერიკული „ბრედლებითა“ და თვითმავალი ქვემეხებით - „პალადინებით“ იბრძვის და თუ ჭურვებს არ მოგვაწოდებენ, ჩვენი მეომრების სულისკვეთება უშედეგო იქნება“, - ამბობს ოფიცერი.

ერთ-ერთმ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, „ინდეფენდენთს“  აცნობა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო მრეწველობა თითქმის გაანადგურა, განსაკუტრებით კიევის ქარხნები, რომლებსაც არ აქვთ რესურსები და შესაძლებლობები საბრძოლო მასალების წარმოებისათვის ქვეყნის შიგნით.

„ეს ომი მართლაც უკრაინის რესურსების გამოფიტვისაკენ მიმართულ ომს წარმოადგენს. ჩვენ, გარკვეული დროით, სანამ ახალ დახმარებას მივიღებთ დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სამხრეთ კორეადან, იძულებულნი ვიქნებით როგორღაც ფრონტის ხაზი შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ძალზე რთული იქნება“, - ამბობს უკრაინელი ოფიცერი.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/world/europe/ukraine-war-us-aid-stops-putin-frontline-b2464421.html

 

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way