USD 2.7365
EUR 3.1382
RUB 3.3761
თბილისი
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „თაკერ კარლსონის ინტერვიუ როგორც „ჰიტლერის თხზულებათა“ კრებული“
თარიღი:  

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) ეხმაურება ამერიკელი ჟურნალისტის თაკერ კარლსონის ინტერვიუს ვლადიმერ პუტინთან და 9 თებერვლის ნომერში  აქვეყნებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კომენტარს სათაურით „თაკერ კარლსონის ინტერვიუ როგორც „ჰიტლერის თხზულებების“ კრებული“ (ავტორი - ქეით დევლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გამონათქვამები პირდაპირ ადოლფ ჰიტლერის თხზულებიდანაა აღებული. „ამერიკული გამოცემა რუსი ტირანისა და დიქტატორის მიკროფონად გადაიქცა. ეს ინტერვიუ ჟურნალისტიკის ღალატს წარმოადგენს““, - აცხადებს ბრიტანეთის ექს-პრემიერი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ ყოველდღიური გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტად, შემდეგ კი ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ რედაქტორად მუშაობდა.

ბორის ჯონსონმა „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი თაკერ კარლსონი „მაყურებლებისა და მსმენელებისადმი ღალატში“ დაადანაშაულა მთელი მსოფლიოს მასშტაბით - იმიტომ, რომ მას არაფერი უთქვამს და პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია პირისპირ მჯდომი რუსეთის პრეზიდენტისთვის „იმ მკვლელობების, წამებისა და აფეთქებების გამო“, რომელიც კრემლმა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩაიდინა. „თაკერ კარლსონს არც კი უცდია, რომ ვლადიმერ პუტინი სიცრუისა და დეზინფორმაციაში ემხილებინა“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.

„ვლადიმერ პუტინის გზავნილი ამერიკისათვის პირდაპირ ადოლფ ჰიტლერის ნათქვამიდან იყო ამოღებული: „ყველამ თავი შორს დაიჭირეთ ამ ომისაგან და მალე მშვიდობიან პერიოდში ვიცხოვრებთ“. ერთადერთი განსხვავება დროშია - ადოლფ ჰიტლერმა თავისი პოზიცია ამერიკას ღიად 1940 წელს აცნობა ამერიკელი გაზეთების გამომცემლის უილიამ ჰერსტის მეშვეობით, რომელმაც გერმანული წარმოშობის მქონე ამერიკელი ჟურნალისტი ფონ ვიგარდი ბერლინში გაგზავნა, ადოლფ ჰიტლერთან საუბრის მიზნით.

ბორის ჯონსონმა ასევე დაგმო ვლადიმერ პუტინის მტკიცება, რომ თითქოსდა უკრაინის ხელისუფლება მან - ბრიტანეთის ლიდერმა - დაარწმუნა ბრძოლის გასაგრძელებლად, როცა სტამბოლში მოლაპარაკება მიმდინარეობდა 2022 წლის მარტში.

„უკრაინელები ლომგულები არიან, მათ ვერავინ დაამარცხებს საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში“, - წერს ბორის ჯონსონი, - „მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად აირჩევენ, იგი სიმართლეში გაერკვევა და უკრაინას იარაღს გაუგზავნის“.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემირ-მინისტრმა ამერიკელ რესპუბლიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამჟამად უკრაინისადმი დახმარების გამოყოფას ბლოკირებენ, ასე მიმართა: „ღვთის გულისთვის, ყოველთვის გახსოვდეთ ვინ ხართ. თქვენ ხართ რონალდ რეიგანის მემკვიდრეები, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც დედამიწის უკანასკნელ იმედს წარმოადგენთ“ (ცნობისათვის: რონალდ რეიგანი რესპუბლიკელი პრეზიდენტი იყო). თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ყველა გააფრთხილა, რომ არაფერი არ დაიჯერონ ვლადიმერ პუტინის  ნათქვამიდან.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთ-ერთი პირველი იყო დასავლელი ლიდერებიდან, რომელიც კიევს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ეწვია, თუმცა იგი საკმაოდ მწვავედ იქნა გაკრიტიკებული მსგავსი ნაბიჯის გამო იმ დროს, როცა პრემიერობიდან უკვე გადამდგარი იყო: მას ომით მოცულ ქვეყანაში ვიზიტი თანაპარტიელებმა და ოპოზიციონერებმა საკუთარი თავის განდიდებად ჩაუთვალეს და მიუთითეს, რომ საბრძოლო მოქმედების ზონაში არ უნდა გამგზავრებულიყო.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/uk/politics/boris-johnson-tucker-carlson-putin-hitler-b2493769.html

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს იტყვიან, ეს NATO-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება"
"თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს იტყვიან, ეს NATO-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება" | განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.
 ტრამპი ამბობს, რომ ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ნავთობზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მოიპოვება. მისი თქმით, აშშ თავისი ევროპელი მოკავშირეების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო.
„ჩვენ არ გვჭირდებოდა მათთვის დახმარების გაწევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა, მაგრამ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან“ [IPN-ს თარგმანი] | ამბობს ტრამპი
 აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ჩინეთისგან ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებას ელის. მისი მტკიცებით, ქვეყანა ნავთობის 90%-ს სრუტის მეშვეობით იღებს.
 Air Force One-ის ბორტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაახლოებით შვიდ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სრუტის „კონტროლის“ შესახებ.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის