USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«The Independent» : „პოლონეთ-უკრაინის მეგობრობის მიღმა მწარე და სისხლიანი ისტორია იმალება“
Date:  527

„პოლონეთი დღეს უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთთან ომში, მაგრამ ტრადიციულად ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პოლონეთ-უკრაინის მეგობრობის მიღმა მწარე და სისხლიანი ისტორია იმალება“ (ავტორი - ვანესა გარა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვარშავა კიევის ყველაზე მტკიცე მოკავშირედ იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი ისტორიული წყენა არსებობს. მათი გახსენება დღემდე ტკივილს იწვევს.

ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასა და მის ერთგულ მოკავშირეს შორის რომ დაძაბულობა ნამდვილად არსებობს, ეს ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის დროსაც დადასტურდა, რომელსაც მასპინძელი კოლეგა ანჯეი დიდა დიდი პატივით შეხვდა.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ანჯეი დუდამ მეზობელი ქვეყნის ლიდერს აღუთქვა, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინისადმი დახმარებას რუსეთთან დაპირისპირების დროს, მაგრამ იქვე აღიარა, რომ მათი ურთიერთობა რთული იყო.

„მრავალი ადამიანი დღემდე განიცდის ტკივილს და ტანჯვას წარსულში მომხდარი მოვლენების გამო“, - თქვა ანჯეი დუდამ, რომელმაც აშკარად მიანიშნა დაახლოებით 100 ათასი პოლონელის სიკვდილზე, რომლებიც უკრაინელი ნაციონალისტების ხელით დაიღუპნენ 1940-იან წლებში. პოლონეთი ამ ტრაგიკულ მოვლენას გენოციდად თვლის.

პოლონეთ-უკრაინის საკმაოდ რთული ურთიერთობების ფესვებს შორეულ წარსულში გადავყავართ. ევროპის იმ ნაწილში, სადაც მთელი ხალხები და ქვეყნები რუკიდან ქრებოდნენ რამდენიმე ათეული თაობების ხსოვნის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ უკან ბრუნდებოდნენ დანგრეული იმპერიების ადგილზე - ფერფლისაგან აღმდგარი სახით, ზოგჯერ კი მეზობლების მიწების ხარჯზეც, პოლონელებს და უკრაინელებს ეგზისტენციალური მეტოქეობის საერთო ისტორია აქვთ.

მაგალითად, უკრაინას გულში დიდი წყენა აქვს ჩადებული იმ დროიდან, როცა ქვეყანა პოლონეთის მფლობელობაში იმყოფებოდა. უკრაინელები ის პერიოდს, რბილად რომ ვტქვათ,  თავიანთი ისტორიის „არცთუ სასიამოვნო გასახსენებლად“ თვლიან.

პოლონელი და უკრაინელი ჩინოვნიკები გაურბიან ძველი წყენების ღიად გახსენებას. ისინი დღეს ყურადღებას უფრო ამახვილებენ უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და შიშობენ, რომ თუ ვარსავასა და კიევს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ამით რუსეთი ისარგებლებს. ბოლოსდაბოლოს, დღეს მთავარია კრემლთან დაპირისპირებაში გამარჯვება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც პოლონეთის მომავალ ბედს მრავალი ათეული წლის განმავლობაში განსაზღვრავს.

„მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იარსებებს არავითარი საზღვრები - პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ისტორიულიც“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდასტან შეხვედრის წინ, - მაგრამ ამისათვის საჭიროა ჯერ რუსეთზე გავიმარჯვოთ და ერთად, გვერდი-გვერდ ვიაროთ“.

შეეხნენ რა წარსულის თემას სამხედრო დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის მოლაპარაკების კონტექსტში, ორივე ლიდერმა, როგორც ჩანს, აღიარა, რომ მწვავე საკითხებზე მუდმივი დუმილი არ შეიძლება, თუნდაც რუსეთთან გაჭიანურებული ომის დროს.

პოლონეთის ნაციონალისტური ხელისუფლება, ქვეყნის უფროსი თაობის მოსახლეობის მხარდაჭერით, ანჯეი დუდაზე ზეწოლას ახდენს და ითხოვს, რომ უკრაინელების მიერ პოლონელებისათვის მიყენებული ტანჯვა დავიწყებული არ იყოს. ამ მხრივ წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიისათვის („სამართალი და სამართლიანობა“) ერთგვარი გამოცდა იქნება და საბოლოო ჯამში მის განმსაზღვრელიც, მოიგებს თუ არა ის არჩევნებს მესამე ვადით.

და მაინც ოთხშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში მასპინძლები წითელი ხალიჩითა და ხაზგასმულად ფართო ცერემონიით შეხვდნენ. ანჯეი დუდამ სტუმარს პოლონეთის უძველესი და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - „თეთრი არწივის ორდენი“ გადასცა: „თქვენ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ის გამოჩენილ ადამიანი ხართ, ვისაც ეს ჯილდო მიენიჭა“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომელმაც იქვე დაამატა: „ჩვენ არ შეგვიძლია მათი დავიწყება, რომლებიც წარსულში დაიღუპნენ. ჩვენს შორის აკრძალული თემები არ არსებობს“.

ალბათ, ყველაზე მწვავე სადაო საკითხი პოლონეთსა და უკრაინას შორის ისაა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს უკრაინის ეროვნული გმირის - სტეპან ბანდერას მიმართ, რომელიც უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ულტრამემარჯვენე ლიდერი იყო და რომელიც გერმანელ ნაცისტებთანაც თანამშრომლობდა.

ბანდერელთა მცდელობებმა დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიის პოლონეთისაგან და საბჭოთა უკრაინისგან ჩამოშორების მიზნით სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ისინი ულმობლად უსწორდებოდნენ პოლონელებს, ებრაელებს და საბჭოთა ადამიანებს.

ეს თემა საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო, ანუ იმ დროის განმავლობაში, როცა უკრაინა საბჭოთა რესპუბლიკა იყო, პოლონეთს კი მოსკოვი აკონტროლებდა.

ისტორიკოსების მტკიცებით, 100 ათასზე მეტი პოლონელი, ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით, თავიანთი უკრაინელი მეზობლების ხელით დაიღუპნენ იმ რაიონებში, რომლებიც მაშინ - 1930-იანი წლების ბოლოს და 40-იანების დასაწყისში - პოლონეთის სახელმწიფო ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა, ახლა კი ძირითადად უკრაინის შემადგენლობაშია.

ძალადობის პიკი 1943 წლის 11 ივლისს მოხდა, როცა პოლონეთი და უკრაინა გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი, სახელწოდებით „სისხლიანი კვირა“: ბანდერელთა რაზმები კოორდინირებულად ვოლინის ოლქის იმ ასი სოფლის პოლონურ მოსახლეობას დაერივნენ, რომლებიც საკვირაოდ ეკლესიებში ლოცულობდნენ და ამოჟლიტეს.

პოლონელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობის განმტკიცება მხოლოდ სიმართლის სრული აღიარებით იქნება შესაძლებელი.

პოლონელებმა ძალიან ღრმა უკმაყოფილება გამოხატეს მიმდინარე წლის იანვარში, როცა უკრაინის პარლამენტმა სტეპან ბანდერას დაბადების 114-ე წლისთავი დიდი პატივისცემით აღნიშნა და ტვიტერში უკრაინის არმიის დღევანდელი სარდლის ფოტოსურათი  განათავსა უკრაინელი ნაციონალისტის გამოსახულების ფონზე. მოგვიანებით ეს პლაკატი ტვიტერიდან წაიშალა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ვარშავას ძალიან ეწყინა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა „უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი სტეპან ბანდერას ნებისმიერი განდიდებისა და მის სახელის ხსენების მიმართაც კი“.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/ap-andrzej-duda-polish-russia-warsaw-b2314788.html

 

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way