USD 2.7467
EUR 3.1219
RUB 3.3965
Тбилиси
The Indefendent - „რისი იმედი აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომლის მიზანს პუტინის გამარჯვების აღლუმის ჩაშლა წარმოადგენს?“
дата:  389

„უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვზე, რომელიც გამარჯვების დღის 80 წლისთავის ზეიმის წინ განხორციელდა, მიმართულია იმისკენ, რომ ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტი და შეირყეს როგოც რუსეთში, ასევე საერთაშორისო არენაზე“, - წერს პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტი სემ ქაილი სტატიაში, სათაურით „რისი იმედი აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომლის მიზანს პუტინის გამარჯვების აღლუმის ჩაშლა წარმოადგენს?“, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტში“ (The Indefendent) არის გამოქვეყნებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინული უპილოტო მფრინავი აპარატების შეტევა მოსკოვზე, რომლის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა და კიევის განცხადებები, რომ უკრაინის არმიამ აღმოსავლეთის ფრონტზე რუსების წინსვლა შეაჩერა - ეს ყველაფერი კრემლის ბინადარისთვის ის ამბებია, რომლის გამოც მას გაწითლება უწევს, თანაც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის საზეიმო დღესასწაულის წინა დრეებში.

ვლადიმერ პუტინს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მიმართული იყო კიევის „ნაცისტური მმართველი რეჟიმის“ დასამხობად (რომელსაც, სხვათა შორის, ეროვნებით ებრაელი მეთაურობს). რასაკვირველია, არცერთს იმ ქვეყნების ლიდერთაგან, რომლებიც მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან, ამ სისულელისა არ სჯერათ.

იმავდროულად ისინი, ალბათ, ხედავენ, რომ უკრაინა მტერს გმირულად უმკლავდება და  რომ უკრაინა რჩება დემოკრატიულ ქვეყნად, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გრძნობს, რომ უკრაინას უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტია აქვს მას შემდეგ, რაც კიევმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ-სთან სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უკრაინა უფრო მეტი რაოდენობით მიიღებს ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს (ისრაელიდან, გერმანიიდან და, ალბათ, საბერძნეთიდანაც).

ეს მნისვნელოვანი შემობრუნებაა აშშ-უკრაინის ურთიერთობებში. შეიძლება ითქვას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიურ ფრონტზე გამარჯვება მოიპოვა. უკრაინის ლიდერმა იგრძნო თავისი უპირატესობა, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით არის განმტკიცებული და ახლა უფრო თამამად მოქმედებს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

კრემლი ამას წინათ ინიციატივით გამოვიდა, რომ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად 8-9 მაისი ცეცხლის შეწყვეტის (დაზავების) დღეებად გამოცხადდესო, მაგრამ უკრაინამ რუსეთის წინადადებას მხარი არ დაუჭირა და კრემლს საკუთარი იდეა შესთავაზა: რატომ მხოლოდ ორი დღით, დაზავება უვადოდ გამოვაცხადოთო. კრემლი ჯერ-ჯერობით დუმილს ინარჩუნებს.

8-9 მაისს მოსკოვი უცხოელი დელეგაციების ვიზიტებს ელოდება. კრემლი რიგი სახელმწიფოების მეთაურებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსით უმასპინძლებს... მაგრამ იმავდროულად ამჟამინდელი ომი თავის ნეგატიურ გავლენას მოახდენს გამარჯვებული ქვეყნის იმიჯზე - ვთქვათ და უკრაინული დრონების შეტევით კვლავ დაიხურება მოსკოვის აეროპორტები? ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის სტუმრების მდგომარეობა მოწყვლადი იქნება, თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში: „ჩვენი პოზიცია მარტივია და უბრალო: რუსეთის ტერიტორიაზე თუ რაიმე მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ. ჩვენ თქვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“. მან ასევე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული რუსეთის პროვოკაციები - მოსკოვში შეიძლება აფეთქებები მოხდეს, წინასწარ სპეციალურად დაგეგმილი და შემდეგ ყველაფერი უკრაინას დააბრალონ.

უკრაინის ხელმძღვანელობის მიერ ჩაფიქრებული დრონებით მოსკოვზე შეტევა, როგორც ჩანს, გამიზნულია იმისკენ, რომ პუტინის აღლუმის სტუმრებს მიანიშნოს - სანამ ჯერ კიდევ არის დრო, ისარგებლონ მომენტით და უარი თქვან რუსეთში გამგზავრებაზე. ანალოგიური ღონისძიებები უკვე გაუქმდა ყირიმში და კრემლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

თუმცა კიევის ჩანაფიქრი რობერტ ფიცომ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის თაყვანისმცემელმა, აბუჩად აიგდო: „იძულებული ვარ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ვუპასუხო: თუ ზელენსკის ჰგონია, რომ თავისი მუქარებით უცხოურ დელეგაციების წევრებს შეაშინებს, მაშინ იგი ძალიან მწარედ სცდება“.

ალბათ, მართლაცდა ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინა მოსკოვში მყოფ უცხოური ქვეყნების ლიდერების სიცოცხლეს დაემუქრება, მაგრამ, როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკი სარგებლობს იმით, რომ ამჟამად საერთაშორისო ყურადღება აღლუმისადმი არის მიპყრობილი და შესაბამისად, მსოფლიოს შეახსენებს: უკრაინა მუხლებზე არ არის დაცემული, უკრაინა იბრძვის და მტერს დაზავებას არ სთხოვს. ამ მხრივ გავრცელებული ხმები და ვარაუდები სინამდვილეს არ შეესაბამება“.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати