USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«The Globe and Mail» (კანადა): „უკრაინის ომისაგან დასავლეთის დაღლის გამო არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღების მიღმა დარჩეს“
თარიღი:  240

კანადის გაზეთ The Globe and Mail-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ომისაგან დასავლეთის დაღლის გამო არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყურდღების მიღმა დარჩეს“ (ავტორი - კონრად იაკაბუსკი).

გთვაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კიევში მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა, რათა უკრაინელები გაემხნევებინა და ეთქვა, რომ ამერიკას და მსოფლიოს უკრაინის ომი ახსოვთ და არ დავიწყებიათ. მისტერ ლოიდი დაბეჯითებით ცდილობდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ამერიკა მას ძველებურად მხარს უჭერს და რომ დახმარებას გააგრძელებს.

გასაგებია თეთრი სახლისა და პენტაგონის ძალისხმევა, მაგრამ იმ პირობებში, როცა უკრაინისათვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის დამტკიცება კონგრესში სერიოზულ დაბრკოლებას აწყდება, ხოლო დასავლეთში „უკრაინის ომის გამო დაღლილობა მატულობს“, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის სიტყვები რაღაც არადამაჯერებლად ჟღერს.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ უკრაინის თემატიკა საერთაშორისო პრესის პირველ გვერდზე იშვიათად თუ შუქდება იმდენად, რამდენადაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უკვე ღაზას კონფლიქტს აქვს მონოპოლიზებული. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ: მათ მობილიზება გაუკეთეს აშშ-ის დაუძინებელ მტრებს - ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ჩათვლით და ეს ხდება ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკას, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამო, პოლიტიკური ჟანგბადის ნაკლებობა აქვს და სუნთქვა უძნელდება...

ეს კარგი ამბავია ვლადიმერ პუტინისათვის და ცუდი - ვოლოდიმირ ზელენსკისათვის. საკმაოდ ცუდი და არასასიამოვნოა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედით დაწყებული კონტრშეტევა, პრაქტიკულად ძალიან მცირე შედეგებით დასრულდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ოდესღაც უდაო ლიდერობა დრეს უკვე საეჭვო ხდება საკუთარი მთავრობისთვისაც კი... თვით პოლონეთიც კი, რომელიც რუსეთის დაუძინებელი მტერია, ისიც კი ყოყმანობს უკრაინისადმი მხარდაჭერაში. სულ ცოტა ხნის წინათ დასავლეთის ბევრი ქვეყნის ლიდერმა, როგორც ჩანს, დაიჯერეს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის არმია რუსეთზე გაიმარჯვებდა... ახლა კი დასვლეთის მოთმინების ფიალა ევსება. ისეთი სიტუაციაა, რომ არ ჩანს, ომის სასწორი ვის მხარეზე გადაიხრება. კონფლიქტი ისეთ სახეს იძენს, რომელიც ძალების გამოფიტვისკენაა მიმართული. გაურკვეველი სიტუაცია აყოვნებს ამერიკის დახმარების გარანტიებსა: ვაშინგტონელი პოლიტიკოსები და კანონმდებლები ბოლომდე არ არ არიან დარწმუნებულნი, რომ 61 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს, ამიტომ მათი ყურადღება ისრაელისკენაა მიპყრობილი. უკრაინის ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

და რაც კიდევ უფრო უარესია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, ესაა ვარაუდები აშშ-ის პრეზიდენტად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის არჩევის თაობაზე 2024 წელს. ამერიკელი რესპუბლიკელები უკრაინელებს და უკრაინის პრეზიდენტს არ სწყალობენ. ამიტომაც ბევრი ექსპერტი ომის საკითხის მოგვარებას გადაუდებლად მიიჩნევს. ზოგიერთები ღიად მოუწოდებენ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ სანამ დროა და სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესებულა, სანამ ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელს დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სავარძელი არ დაუკავებია, ისარგებლოს მომენტით და მოლაპარაკება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ანუ, როგორც საგარეოპოლიტიკური ექსპერტები რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი წერენ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy), „აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა კონსულტაციები უნდა დაიწყოს რუსეთთან და თავიანთი შემტევი აცენტი ახლა თავდაცვაზე უნდა გადაიტანონ. რასაკვირველია, კიევი უარს არ იტყვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და კრემლის პარსუხიმგებლობაზე აგრესიის გამო, მაგრამ უკრაინამ იმავდროულად უნდა აღიაროს, რომ მისი პრიორიტეტები დროებით იცვლება - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების ნაცვლად, კიევი იწყებს იმ ტერიტორიის ეკონომიკურ აღდგენას  (ქვეყნის 80%), რომელსაც ჯერ კიდევ თვითონ აკონტროლებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი ცდილობენ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ. საქმე იმაშია, რომ ისინი ორივე რამდენიმე თვის წინათ შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დიპლომატიური კომპრომისების მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, მათი პუბლიკაცია „ფორინ პოლისში“ ყურადღებით იქნა წაკითხული ვაშინგტონის პოლიტიკურ აუდიტორიაში, მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაშიც.

„რეალობა ისეთია, რომ ცხელი საველე ომი დიპლომატიური ომით უნდა შეიცვალოს, ყირიმისა და დონბასის გასათავისუფლებლად. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ისეთი ომია, რომელშიც კიევი ვერ გაიმარჯვებს. უფრო უარესი - არის დიდი რისკი იმისა, რომ გავა მცირე დრო და უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერასაც დაკარგავს“.

ეს არგუმენტი, როგორც ჩანს, ეხმიანება იმას, რასაც ბევრი დასავლელი ოფიციალური პირი კერძო საუბრებში აღიარებს, მაგრამ ხმამაღლა და საჯაროდ ვერ ლაპარაკობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ამას გრძნობს და შეშფოთებულია: როგორც მან თქვა ბრიტანელ საგარეო საქმეთა მინისტრთან - დევიდ კემერონთან გამართულ შეხვედრაზე ამ რამდენიმე დღის წინათ. „ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს ყურადღების გადატანა [ისრაელზე]“.

მოკლედ, ფსონები უკრაინაში ძველებურად ისევ ისეთი მაღალია, როგორც 21 თვის წინათ, ომის დაწყების დღეებში იყო, მაგრამ რადგანაც ჩიხური სიტუაციის იგნორირება სულ უფრო რთულდება, ხოლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი [რაიმე კომპრომისულ] ნაბიჯს არ გადადგამს რუსეთისაკენ, უეცრად იგი ძალიან მარტო დარჩება.

წყარო: https://www.theglobeandmail.com/opinion/article-ukraine-fatigue-risks-leaving-volodymyr-zelensky-out-in-the-cold/

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.