USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
The Times of India საქართველოს 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს
дата:  

ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემა 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს. საქართველო სამოგზაურო სიაში პირველ ადგილას არის. საქართველოსთან ერთად გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს ატყვევებს ისტორიული არქიტექტურით, მრავალფეროვანი ბაზრებით, ხელოვნების შედევრებით. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ უძველეს მონასტრებს, გასინჯავთ საოცარ ღვინოს და გაიცნობთ სტუმართმოყვარე ხალხს“,- წერს The Times of India საქართველოს შესახებ.

ადმინისტრაციის ცნობით, The Times of India-ს მთელ მსოფლიოში ათობით მილიონი მკითხველი და გამომწერი ჰყავს.

https://timesofindia.indiatimes.com/travel/destinations/5-must-visit-countries-before-they-get-crowded/amp_photostory/107167542.cms

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати