USD 2.7075
EUR 3.1583
RUB 3.3787
თბილისი
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „ჩვენ ცარიელი სანქციებით რუსეთს ვერაფერს ვავნებთ“
თარიღი:  383

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის, პოლიტოლოგისა და ექსპერტის, რუსეთის შესახებ მრავალი წიგნის ავტორის ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით „ჩვენ ცარიელი სანქციებით რუსეთს ვერაფერს ვავნებთ“, რომელშიც განხილულია დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციების არაეფექტიანობის მიზეზები: რა შეცდომები დაუშვეს ევროკავშირმა და აშშ-მა კრემლის წინააღმდეგ ემბარგოს დაწესების დროს და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სასურველის სინამდვილედ გასაღება და ცარიელი ჟესტები - დასავლური საგარეო პოლიტიკის უბედურებას წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია ის სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევრვოკავშირმა შემოიღეს. თითქმის 13-რაუნდიანი ანტირუსული სანქციების შედეგად, რითაც დასავლეთი მოსკოვს განუწყვეტლივ სასჯელს უცხადებდა, დღეისათვის სანქცირებულია 11 ათასი კერძო პირი და 4600 საწარმო (კომპანია). სანქციები მოიცავს ენერგორესურსებს (ნავთობი და გაზი), საბანკო საქმეს, იმპორტსა და ექსპორტს, ფინანსურ ოპერაციებს და პროდუქციის ფიზიკურ მიწოდებებს. სანქციების მიზანი იყო კრემლის სამხედრო მანქანის მწყობრიდან გამოყვანა, მაგრამ აკრძალვა-ემბარგოებმა არ იმუშავეს - ისევე როგორც იმ 2600-მა სანქციამ, რომლებიც ომამდელ წლებში იქნა მიღებული დასავლეთის მიერ. ისმება კითხვა: რატომ?

მიზეზები საკმარისზე მეტია. ავიღოთ, მაგალითად, ფინანსური სანქციები, რომლებიც თავისი არსით ძალიან მკაცრია და მიმართულია იმ რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის გაყიდვასთან.

სანქციები დაწესდა, მაგრამ რა გამოვიდა? ჩვენ, უბრალოდ [ჩვენივე გადაწყვეტილების გვერდის ავლით], აქტივები სანქცირებული ბანკებიდან იმ ბანკებში გადავიტანეთ, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდებოდა. ჩვენ ისეთი სავაჭრო სანქციები დავაწესეთ იმდენი შენიშვნებით და გამორიცხვებით, რომ რუსეთმა იოლად იპოვა „ხვრელები“ და კარგად ისარგებლა - განსაკუთრებით ნავთობის გაყიდვის სფეროში.

იცით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სულ ბოლო დროს შემოღებული ანტირუსული სანქციები ვის ეხება? ვის და სადღაც ჩრდილოეთის პოლარული წრის მიღმა თუ ციმბირში მდებარე საპყრობილეს უფროსებს - იქ, სადაც ალექსი ნავალნი იხდიდა უკანონო სასჯელს. გამოცხადებული სანქციის თანახმად, საპყრობილეს ხელმძღვანელებს სასტიკად აეკრძალათ დიდი ბრიტანეთში ჩასვლა. კი, საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს - „სასტიკად აეკრძალათ“, მაგრამ პრაქტიკულად ეს სანქცია არაფრის მომტანი არ არის. უფრო მეტიც - ჩვენ ვთვალთმაქცობთ, როცა ვამბობთ, რომ რუსეთს ზიანს ვაყენებთ და ამ დროს მასთან ჩვენი კავშირების შენარჩუნებას ვცდილობთ.

ჩვენ რომ ორი წლის წინ დაგვეწყო საბრძოლო მასალების წარმოება და უკრაინისათვის საჭირო იარაღი ომის პირველივე თვეებში მიგვეცა - მაგალითად, შორი რადიუსით მოქმედი რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები, ავიაგამანადგურებლები და სხვა ტექნიკა, რასაც კიევი ითხოვდა, დღევანდელი ომი სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ჩვენ დაყოვნებით ვმოქმედებთ. ჩვენმა დაგვიანებამ უამრავი საცხოვრებელი სახლი დაანგრია, უამრავი მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო მოსამსახურეებზე.. ჩვენი პოლიტიკოსები გასაკვირად გულგრილად უყურებენ ამ ყველაფერს.

საჭირო იყო უფრო ეფექტური სანქციების გამოცხადება და რაც გამოცხადდა, მათ მიმართ ეფექტური კონტროლი და არა [რუსი] პოტიომკინისავით საკუთარი თავის მოტყუება. ჩვენ შეგვეძლო რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდიანი აქტივის დაყადაღება და მისი უკრაინისთვის გადაცემა. დიახ, არსებობს იურიდიული ბარიერები, მაგრამ რა ვუყოთ იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენ დაგვემუქრება, თუ უკრაინა ომს წააგებს?

ჩვენ შეგვეძლო იმ დასავლური (ანუ ჩვენივე) კომპანიების დასჯა, რომლებიც კრემლის სამხედრო ეკონომიკას ხელს უწყობენ. დიდი ბრიტანეთი, ჩვენდა სამარცხვინოდ, რუსული ნავთობით საერთაშორისო ვაჭრობის უდიდესი დამზღვევია, ანუ ჩვენი დახმარებით რუსეთმა ომის პირველ 18 თვეში 100 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მიიღო. არადა, ვერაფერს ვიტყვით: ყველაფერი კანონიერია...

ზოგიერთი დასავლური კომპანია რუსეთში საქმიანობას ძველებურად აგრძელებს. მაგალითად, კვების პროდუქტების მწარმოებელი „მონდელეზი“ (Mondelez) აცხადებს, რომ გმობს რუსეთის ომს უკრაინასთან, მაგრამ რუსეთის ბაზარს არ ტოვებს და ამას იმით ხსნის, რომ მომხმარებლების, თანამშრომლებისა და მომწოდებლების წინაშე ვალდებულებები გვაქვსო...

შეიძლებოდა სხვა ტაქტიკის გამოყენებაც - მკაცრად დასჯილიყვნენ ჩვენი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს. უნდა დასჯილიყვნენ არა მათი ფიქტიური ფილიალები, რომლებიც სადღაც კარიბის ზღვის კუნძულებზე არიან რეგისტრირებულები, არამედ რეალური ადამიანები, მათი მფლობელები. მათთვის უნდა დაგვეკისრებინა დამატებითი გადასახადები... თუ უარს იტყოდნენ გადახდაზე, მათი აქტივების დაყადაღება მოხდებოდა, საბოლოოდ კი აუქციონზე გაყიდვა.  არ მოეწონებოდათ? მიმართავდნენ სასამართლოს, მაგრამ ეს იქნებოდა მათი მორალური სახის ჩვენება. კარგი იქნებოდა, თუ [მათი ქონების გაყიდვის შედეგად] მიღებული თანხები უკრაინაში გაიგზავნება.

წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/we-wont-hurt-russia-with-empty-sanctions-khkc0lb02

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.