USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „ჩინეთი და რუსეთი დონალდ ტრამპის მიმართ გამოტანილი „უაზრო და სულელური“ განაჩენით ტკბებიან“
дата:  406

„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საარჩევნო-ფინანსური დოკუმენტების გაყალბების თაობაზე, რომელიც პორნოვარსკვლავისათვის ფულის გადახდას უკავშირდება, მთელ მსოფლიოში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. რეაქციები სხვადასხვანაირია: თუ, მაგალითად, ჩინელებმა დასცინეს „დასავლური ნიმუშის დემოკრატიის სულელურ გამოვლინებას“, იტალიაში და უნგრეთში აშშ-ის „წამებულ“ ექს-პრეზიდენტს მხარი დაუჭირეს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჩინეთი და რუსეთი დონალდ ტრამპის მიმართ გამოტანილი „უაზრო და სულელური“ განაჩენით ტკბებიან“ (ავტორი - ჯოზი ენსორი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ნაფიცი მსაჯულების მიერ დონალდ ტრამპისათვის ისტორიული განაჩენის გამოტანამ მთელ მსოფლიოს ტალღასავით გადაუარა - რეაქცია ვარირებდა დიდი სიხარულიდან (ჩინეთში) დიდ ული ჩინეთიდან, სადაც სიხარულით შეხვდნენ და იტალიამდე, სადაც ზიზღი გამოხატეს. იტალიელებმა აშშ-ის ექს-პრეზიდენტს „სამართლებრივი დევნის მსხვერპლი“ უწოდეს“,

როცა პარასკევს ჩინელება გაიღვიძეს და ახალი ამბავი გაიგეს - თუ როგორ აღიარეს ყოფილი პრეზიდენტი ჩადენილ სისხლის სამართლის 34 დანაშაულში, ჩინური სოციალური ქსელები, რომლებიც მკაცრად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, პირდაპირ „გავარვარდა“.

Weibo-პლატფორმაზე, რომელიც Twitter/X-ს ჰგავს დონალდ ტრამპის სასჯელი ყველაზე პოპულარულ თემად გადაიქცა და სულ რაღაც ხუთ საათში 120 მილიონამდ მნახველი ჰყავდა.

სი ძინპინის  - ჩინეთის ყველაზე თავდაჯერებული ლიდერის - მმართველობის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით 2015 წლიდან დაწყებული, ქვეყნის სოციალურ ქსელებში ნაციონალისტური და ანტიამერიკული ხმები სულ უფრო ხშირად დომინირებენ, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც გამოძახილს არ დაუყოვნებია. „მართალია, განაჩენი გამოტანილია, მაგრამ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ შეუძლია პრეზიდენტის პოსტზე ბალოტირება.  ანუ ეს ნიშნავს, რომ დამნაშავე შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი გახდეს. ჩვენ დასავლური ნიმუშის დემოკრატიის აბსურდული გამოვლენის მოწმეები ვართ“.

რუსეთში კი, სადაც დონალდ ტრამპს უნდობლობისა და შესაძლებლობების შერეული გრძნობით უყურებენ, ჩინოვნიკებმა ყურადღება მიაქციეს განაჩენის ხასითს: „შეერთებული შტატები ის სახელმწიფოა, სადაც პოლიტიკური მეტოქეების თავიდან მოცილებას ყველანაირი კანონიერი თუ უკანონო მეთოდებით ცდილობენ. ვფიქრობ ეს დღეს ყველასათვის აშკარა გახდა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მათეო სალვინიმ დონალდ ტრამპის მიმართ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა და მას „სამართლებრივი დევნისა და პოლიტიკური ხასითის პროცესის მსხვერპლი“ უწოდა.

რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს,  მან დონალდ ტრამპს მოუწოდა კიდევ უფრო აქტიურად იბრძოლოს: „დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი ვერდიქტი მიმდინარე წლის ნოემბერში, როცა საარჩევნო ურნებთან მივლენ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/china-and-russia-revel-in-chaos-of-trump-verdict-rdgc98ztj

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати