USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
The Times: ალექსეი ნავალნის უნდა მისცენ ნობელის პრემია
дата:  875

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times აქვეყნებს სტატის, სადაც ალექსეი ნავალნისათვის ნობელის პრემიის მინიჭების მართებულობაზეა საუბარი.. სტატიაში რუსი პოლიტიკოსი საბჭოთა დისიდენტთან აკადემიკოს ანდრეი სახაროვთანაა შედარებული.

პუტინის ყველაზე გაბედული კრიტიკოსი-ალექსეი ნავალნი იმსახურებს ისეთსავე პატივს, როგორსაც ლეგენდარული საბჭოთა დისიდენტი, აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი.

1975 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი  კგბ-ის რიგებში  შევიდა, საბჭოთა ფიზიკოსი ანდრეი სახაროვი უკვე დაჯილდოებული იყო  ნობელის პრემიით (მშვიდობის დარგში). ერთი წლის შემდეგ კგბ-მ ყველაზე ცნობილი საბჭოთა დისიდენტი   „ნომერ პირველ შინაურ მტრად“ გამოაცხადა.

სახაროვმა შეასრულა გადამწყვეტი როლი საბჭოთა წყალბადის ბომბის შექმნაში. ამ საქმისათვის მან მიიღო ჯილდოების უპრეცედენტო რაოდენობა, მათ შორის  სამჯერ „სოციალისტური შრომის გმირის“ , ოთხჯერ ლენინის ორდენი, სტალინისა და ლენინის პრემიები.

 მაგრამ 1957 წლიდან სახაროვი  გახდა საბჭოთა კავშირის მთავარი კრიტიკოსი-გამოდიოდა რა ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ, ითხოვდა დემოკრატიზაციას და წერდა განცხადებებს პოლიტიტპატიმრების დასაცავად.

„აზრის თავისუფლება  არის ერთადერთი, რაც კურნავს  მასობრივი მითებისაგან.ეს უკანასკნელი    ვერაგი მლიქვნელებისა და დემაგოგების ხელში ადვილად გადაიქცევა სისხლიან დიქტატურად“-წერდა იგი.

 ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ სახაროვი იქცა  „კაცობრიობობის სინდისად“.

სახაროვი რჩებოდა კგბ-ის მთავარ მტრად უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. მას მკაცრად დევნიდნენ და 1980 წელს ბოლოსდაბოლოს დააკავეს მას შემდეგ, რაც  მან გააკრიტიკა საბჭოთა ჯარების  შეჭრა ავღანეთში-მოუსაჯეს ხუთწლიანი შინაპატიმრობა  ქალაქ გორკში( ამჟამად ნიჟნი ნოვგოროდი),  სადაც ის მიმართავდა შიმშილობებს, მაგრამ მეცნიერს ძალით აჭმევდნენ საჭმელს.

იმ ადამიანის თავისუფლებაზე ყოველი ახალი თავდასხმის  შემდეგ,   რომელიც იბრძოდა ყველას თავისუფლებისათვის, მისი რეპუტაცია მყარდებოდა.  კგბ კი უფრო და უფრო შფოთავდა. დასავლეთი სულ უფრო და უფრო უდასტურებდა  თავის  პატივისცემას ღირსეულ მეცნიერს მაშინ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ყველა ღონეს  ხმარობდა,   მის საიზოლაციოდ და დასადუმებლად .

 1977 წელს პრეზიდნტმა ჯიმი კარტერმა ანდრეი სახაროვს მისწერა გამამხნევებელი ღია წერილი,მისი სახელი უწოდეს ასტეროიდს  და მის შესახებ გადაიღეს ფილმი.

როცა „პერესტროიკამ“  და იწყო ძალის მოკრება,  1986 წელს მიხეილ გორბაჩოვმა  ბოლოსდაბოლოს  დაურეკა სახაროვს (საამისოდ საჭირო გახდა მეცნიერისათვის სპეციალურად დაედგათ ტელეფონი, რადგან იგი მთლიანად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს) და  შეატყობინა, რომ შეეძლო მოსკოვში დაბრუნება. იმ მომენტში მისი  პოპულარობა წარმოადგენდა განუზომელ  პოლიტიკურ საფრთხეს კრემლისათვის. ვაცლავ ჰაველი, ჩეხეთის ეროვნული გმირი და მწერალი თვლიდა, რომ სახაროვს რომ დასცლოდა,  აუცილებლად აირჩევდნენ ქვეყნის პრეზიდენტად.

1988 წელს ევროპარამენტმა დააწესა  სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისათვის“. პრემია, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. პირველმა ეს პრემია მიიღო ნელსონ მანდელამ.  ამ პრემიას ისაკუთრებდნენ დისიდენტები, ჟურნალისტები თუ აქტივისტები, რომლებმაც მაღალი პირადი ფასი გადაიხადეს თავიანთი მრწამსის ერთგულებისათვის.

სახაროვი გარდაიცვალა  1989 წელს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა ახლოვდებოდა.

სახაროვმა გაიმარჯვა.

ამ მოვლენების დროს ვლადიმერ პუტინი გახლდათ დაზვერვის ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც თვალს ადევნებდა სახაროვის მორალური ავტორიტეტის ზრდას და კაგებესეულ უხეშ  მანევრებს მის გასანეირტალებლად.

დღეს კი, რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც  დევნის   ოპოზიციურ ლიდერს-ალექსეი ნავალნის, მუდამ თან სდევს სახაროვის აჩრდილი. თავის მცდელობებში შეინარჩუნოს რეჟიმი რეჟიმის კრიტიკოსის  თავიდან მოშორების გზით, პუტინი იმეორებს  მისი წინამორბედი კგბ-ის კოლეგების შეცდომებს. იგი „ნომერ პირველ შინაურ მტერს“ გარდაქმნის წინააღმდეგობის მოძრაობის საერთაშორისო სიმბოლოდ. ნავალნისთან მიმართებაში ხდება ის, რაც ხდებოდა თავის დროზე სახაროვთან დაკავშირებით. ბევრი რუსი იცავს ნავალნის არა იმიტომ, რომ  თავს მიაკუთვნებს  ოპოზიციას, არამედ იმიტომ, რომ აღშფოთებულია   იმით, თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება ამ უკანასკნელს.

მათ ერთმანეთისაგან განასხვავებთ ბევრი რამ.

მაგალითად, სახაროვი გახლდათ  ინტელექტუალი მაშინ, როცა ნავალნი არის გამჭრიახი პოლიტიკოსი, რომლის იქედნური ღიმილი განსასჯელის სკამიდან  მოწმობს იმაზე, რომ იგი არამხოლოდ მზადაა საჯარო თვითშეწირისათვის, არამედ მოწოდებულია კიდეც ამისათვის. სახაროვს არასოდეს სურდა რქმეოდა წამებული:“მე წინააღმდეგი ვარ თვითშეწირვის ნებისმიერი ფორმის“.

თუმცა მათ შორის ბევრი საერთოც მოიძებნება- სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა, რომელიც მოწოდებულია ავტოკრატიის დასამხობად.

მათ, ორთავეს გვერდში უდგანან  მამაცი  და მჭერმეტყველიი ქალები.

იულია ნავალნაია იქცა თავისი მსჯავრდებული მეუღლის აზრების გამხმოვანებლად ისევე, როგორც თავის დროზე სახაროვის მეუღლე  აქტივისტი ელენა ბონერი ყველა საშუალებას მიმართავდა, რომ მისი მეუღლის ნააზრევი, მისი ნაშრომები ჩაკეტილი ქალაქიდან  სამზეოზე გამოეტანა და მთელი მსოფლიოსათვის ემცნო. შემთხვევითი არაა, რომ ზოგიერთი  მასშტაბური აქცია სწორედ სახაროვის  პროსპექტზე მიმდინარეობდა.

პუტინს ეშინია სახაროვისაც და ნავალნისაც. ნობელის პრემიის ლაურეატს  იშვიათად  იხსენიებენ ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებებზე, სასკოლო სახელმძღვანელოებში კი ძალზე მწირი ინფორმაციაა მის  შესახებ, მისი მემკვიდრეობისა და მისი დამსახურების შესახებ. ორგანიზაციები, რომლებსაც ევალებათ სახაროვის პრინციპების დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა, ხშირად ხდებიან  თავდასხმის სამიზნე, როგორც „უცხოეთის აგენტები“.

აღნიშვნის ღირსია, რომ პუტინი ნავალნის არასოდეს არ მოიხსენიებს სახელით.

ამჯერად კრემლი, ნავალნის სახით, შეეჯახა ისეთივე დილემას, როგორსაც აკადემიკოს სახაროვთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული წლის წინ.

თუ ის გაათავისუფლებს ნავალნის, ეს უკანასკნელი მოახერხებს, რომ თავისი მზარდი პოპულარობა პოლიტიკურ კაპიტალად აქციოს.მეორეს მხრივ, თუკი ნავალნის საპატიმროში გამოკეტავს და მის მომხრეებს კი ომონს მიუქსევს, ეს ნავალნის აქცევს რეჟიმის რეპრესიის წინააღმდეგ  ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოდ. ისტორია მეორდება და  დასავლეთის ვალია მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა თავის დროზე სახაროვის მიმართ.

სიცოცხლის მიწურულს სახაროვს ჩამოართვეს ყველა ის სახელმწიფო ჯილდო, რომელიც მან მიიღო საბჭოთა ხელისუფლებისაგან, მაგრამ  დარჩა დასავლეთისაგან მინიჭებული არაერთი  ჯილდო: ნობელის პრემია, საერთაშორისო ლიტერატურული პრემია  და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის ჯილდო.

ამგვარ ჯილდოებს  ზოგჯერ ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი  გვერდს აუვლიან იმ ადამიანებს , ვინც ამ პრემიას იმსახურებენ. მაგ.მაჰათმა განდი ხუთჯერ იყო ნომინირებული  ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში, მაგრამ მაინც ვერ მიიღო.  სამაგიეროდ აღმაშფოებელი ის ფაქტი,  რომ  აღნიშნული ჯილდო გადასცეს იასირ არაფატს.

 მაგრამ თუ გულდასმით დავაკვირდებით  ლაურიატთა ნუსხას, მივხვდებით, რომ   ეს ჟესტი იძენს განუზომელ  მორალურ ღირებულებას და იქცევა  იმის მაუწყებელ სიგნალად, რომ იმ ადამიანის ხმა, რომელსაც  აღუკვეთეს  თავისუფლება და დაადუმეს საკუთარ სამშობლოში, მაინც გაარღვევს საზღვრებს და გადასწვდება მთელ მსოფლიოს.

სულ ერთია, ამ ხმას მაინც გაიგონებენ.

თუ 2021 წელს ნავალნის მიანიჭებენ ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში და აგრეთვე სახაროვის სახელობის პრემიას, ეს უკანასკნელი  ვერ შეძლებს მათ აღებას.

სწორედ ამიტომ მას უნდა მიანიჭონ ორივე ეს ჯილდო.

 

წყარო: https://www.thetimes.co.uk/

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати