USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
The Hill» (აშშ): „თეთრი სახლის რესპუბლიკელი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინისათვის გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკანასკნელი დახმარება იქნება“
თარიღი:  615

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგ გამოდიან, თეთრი სახლი გააფრთხილეს, რომ ამას წინათ წარმომადგენლების პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც კიევისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს და რომელსაც უკვე ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკანასკნელი იქნება - რესპუბლიკელები უკრაინას სამომავლოდ ერთ დოლარსაც აღარ მისცემენ, - ნათქვამია გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „თეთრი სახლის რესპუბლიკელი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინისათვის გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკანასკნელი დახმარება იქნება“ (ავტორები - ალექსანდრე ბოლტონი და ელ უივერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ის რადიკალი წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის დახმარების წინააღმდეგ არიან განწყობილნი, აღიარებენ, რომ ამჯერად მათმა თანაპარტიელმა სენატში,  რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერმა მიტჩ მაკონელმა მოახერხა და დებატების რაუნდი მოიგო - სხვადასხვა ხრიკებით გადაიბირა კონგრესმენები და კანონპროექტისათვის ხმის მიცემას მიაღწია, მაგრამ ეს იქნება უკრაინისათვის უკანასკნელი დახმარება და თუ ჯო ბაიდენი კიდევ მიმართავს კონგრესს დამატებითი თანხების გამოსაყოფად, ის ხელცარიელი და გაწბილებული დარჩება.

„თუ უკრაინა ფიქრობს ფიქრობს, რომ კიდევ მიიღებს 61 მილიარდ დოლარს კონგრესის თანხმობით, ეს შეუძლებელია’’, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეი დივენსმა.

ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში - კიევის საწინააღმდეგოდ თუ მოსკოვისთვის დადებითად. დაჭირდება თუ არა სასწრაფოდ კიდევ მსგავსი სამხედრ-ფინანსური ინექცია უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე.

საერთოდ კი, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს სალივანმა აღნიშნა, 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი, 2025 წლისათვის კი უკრაინის არმიას, ალბათ, მორიგი დახმარება დაჭირდება, მაგრამ ეს მოხდება უკვე აშშ-ის ახალი (ან ძველი) პრეზიდენტის მმართველობის დროს.

თვითონ სენატორები აღნიშნავენ, რომ გამოყოფილი დახმარება - 61 მილიარდი დოლარი - უკრაინის არმიისათვის არასაკმარისია და წლის ბოლომდე ბევრად უფრო ადრე დაიხარჯება, შესაძლოა ნოემბრამდე. ეს ნიშნავს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ „კოჭლი იხვის“ როლში იქნება, დებატები კიევისათვის დახმარების თაობაზე ახალი ძალით დაიწყება.

უკრაინის მომხრე კანონმდებლებს ჯერ ვერ გაუცნობიერებიათ, თუ რა მოხდება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, რომელიც, ზოგადად, უკრაინის დახმარების შემცირების მომხრეა, უკიდურეს შემთხვევაში კი, აცხადებს, რომ დახმარება კიევს „საჩუქრის“ სახით კი არ უნდა მიეცეს, არამედ ეკონომიკური შეღავათიანი კრედიტის სახით.

რესპუბლიკელები ელოდებიან, რომ თეთრი სახლი და პენტაგონი უკრაინის დახმარების ახალ გეგმას სექტემბბრისათვის შეიმუშავებენ და კონგრესს განსახილველად წარუდგენენ.

„ასეთი კანონპროექტის წარდგენა კონგრესში „კოჭლი იხვის“ პერიოდში საკმაოდ სახიფათოა. თუ ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას წააგებს და დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ ახალ ადმინისტრაციას ხელახალი კონსულტაციები დაჭირდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ კონგრესიდან.

რესპუბლიკელ სენატორებს იმედი აქვთ, რომ თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, ისინი მოახერხებენ მის დარწმუნებას დახმარების გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით. „მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ტომ ტილისმა, ჩრდილოეთ კაროლინელმა სენატორმა, - როცა დონალდ ტრამპს სრული ინფორმაცია ექნება, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მხარს დაგვიჭერს“.

წყარო: https://thehill.com/homenews/senate/4619185-gop-critics-vow-no-more-us-aid-for-ukraine/

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის