USD 2.5949
EUR 2.8998
RUB 3.1713
თბილისი
«The Hill» (აშშ): „საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს“
თარიღი:  1162

„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვაშინგტონში სპეციალური მისიით იმყოფება: იგი ცდილობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის ყურადღება საკუთარ ქვეყანას მიაპყროს, ანუ საქართველოთი დააინტერესოს ის ადამიანები, რომლებიც ატარებენ პოლიტიკურ კურსს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს“ (ავტორი - ლორა კელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს პირადი ურთიერთობებით, რათა როგორმე აშშ-ის პრეზიდენტამდე მიაღწიოს. ჯო ბაიდენის მმართველობის დროს, რომელიც დიპლომატიური პროტოკოლის მკაცრი ჩარჩოებით მოქმედებდა, ქართველ ლიდერს აშშ-ის ადმინისტრაციასთან კავშირები შეზღუდული ჰქონდა. „ჯო ბაიდენის დროს მე არ მქონდა ტელეფონით საუბრის შესაძლებლობა ვიცე-პრეზიდენტთანაც კი“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველ ქალია, პრეზიდენტად არჩეული.

იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე წუთით მაინც შეხვდებოდა, გასული წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს სთხოვა, რომ იქნებ როგორმე კულუარებში დონალდ ტრამპთან საუბარი გამართულიყო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მეორედ კურთხევის ფონზე. მისი იდეა გამოიხატება იმაში, რომ ამერიკამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და ამისთვის საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს. რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%, მოსკოვს ბრალი მიუძღვის იმაშიც, რომ კრემლი საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს.

საქართველოში თითქმის ორ თვეზე მეტია გრძელდება მასობრივი საპროტექტსო აქციები კრემლის მხარდამჭერი მმართველი პარტის „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ. გასულ წელს მთავრობამ შეწყვიტა მოლაპარაკება ევროკავშირში მიღების თაობაზე, გააღრმავა კავშირები ჩინეთთან და მაღალ დონეზე ინარჩუნებს კონტაქტებს ირანთან.

„მე მქონდა შესაძლებლობა დონალდ ტრამპისთვის მეთქვა, რომ [კავკასია] სტრატეგიულ რეგიონს წარმოადგენს და ამერიკამ საქართველო არ უნდა მიატოვოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას გამართულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ვაშინგტონში.

როგორ მიიღო თვითონ დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი? „იმის გათვალისწინებით, რომ მან კარგად იცის საქართველო, იგი ნამყოფია ჩვენთან და მას საქართველო მოსწონს, ეს აბსტრაქტული მომენტი ნამდვილად არ ყოფილა“, - თქვა ქართველმა ლიდერმა. მართლაცდა, ოდესღაც დონალდ ტრამპს სურდა საქართველოში, შავიზღვისპირა კურორტ ბათუმში საცხოვრებელი ცათამბჯენი „ტრამპ-თაუერი“ აეშენებინა, მაგრამ შემდეგ პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადა: დონალდ ტრამპი 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტად იქნა არჩეული.

სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა იმ იშვიათი შანსით, რომ იგი ინაუგურაციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა ჯო უილსონმა მიიწვია. იგი, როგორც ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი, კაპიტოლიუმის ხალხით სავსე დარბაზში იჯდა და არჩეული პრეზიდენტის გამოსვლას პირდაპირ უსმენდა, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა კვლავ გააკეთა [არასწორი] განცხადება, თითქოსდა 2020 წლის არჩევნებში მან გამარჯვება ხელიდან გაუშვა. „ამას არავინ არ ელოდა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო’, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, - „ეს ჩემთვის როგორც პოლიტოლოგისათვის, ძალზე საინტერესო იყო

ინაუგურაციის წინ გამართული მიღებების დროს იგი ხელს ართმევდა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატებს - მომავალ საგარეო საქმეტა და თავდაცვის მინისტრებს მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს. იგი ერთი კვირის განმავლობაში აძლევდა ბლიც-ინტერვიუებს აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ შორის ტრამპის საყვარელ ტელეარხ „ფოქს ნიუსს“, რათა ამერიკული საზოგადოებისათვის თავისი თვალსაზრისი გაეზიარებინა.

სალომე ზურაბიშვილის სტრატეგია გამოიხატება იმით, რომ მისი პირველი კონტაქტები ნიადაგს მოამზადებს უფრო შინაარსიანი შეხვედრებისათვის, ვთქვათ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ჩარჩოებში და დაარწმუნებს დონალდ ტრამპის გუნდს საქართველოსთან ურთთიერთობის პოლიტიკურ მნიშვნელობაში.

„მე ველოდები, რომ ამერიკა იგრძნობს [კავკასიის] რეგიონში ჩართვის აუცილებლობას... საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ამ რეგიონში აშშ-ის ადგილს რუსეთი და ჩინეთი დაიკავებენ“, - თქვა ქართველმა ლიდერმა.

დონალდ ტრამპმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის ბევრი მოქმედება გააუქმა, ჯერ კიდევ არ შეხებია საქართველოსთან დამოკიდებულების საკითხს. ამასთან, არსებობს ამერიკელი ორპარტიული კანონმდებლების ძირითადი ჯგუფი, რომლებიც მხარს უჭერენ იდეას, რომ წინა დემოკრატიული ადმინისტრაციის [ნეგატიური] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დახმარების შეჩერება საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხში, „ქართული ოცნების“ მიერ პრორუსული კანონების მიღების გამო. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე თავი შეიკავა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების აღიარებისაგან. გარდა ამისა, დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ რიგი სანქციები დააწესა ქართველი თანამდებობის პირებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ იმ ძალადობისათვის, რასაც ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ახორციელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, მაგრამ იგი იძულებული გახდა გასული თვის ბოლოს პრეზიდენტის სასახლე დაეტოვებინა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულმა პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია.

და მაინც, სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია უარი თქვას თავის თავის ტიტულზე: როგორც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, იგი საყოველთაოდ იქნა ხალხის მიერ პირდაპირი ხმის მიცმით არჩეული და ამიტომ მსოფლიოში მხარდაჭერას ეძებს, რათა „ქართული ოცნების“ მთავრობა იზოლაციაში დარჩეს და საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირონ.

„მე ჩემს როლს იმაში ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის ხმა ვიყო“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება დაპატიმრების საფრთხეს, მან „ჰილის“ კორესპონდენტს უთხრა, რომ ამის უშუალო მუქარას ვერ ხედავს, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, სასტიკად იქნა ნაცემი. დაზარალებულმა თავდასხმაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.

კაპიტოლიუმში საქართველოს მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ორპარტიული ჯგუფია სექმნილი, რომლის წევრები არიან რესპუბლიკელები ჯო უილსონი და ჯიმ რიში, დემოკრატი ჯინ შაჰინი და სხვები. მათი ძალისხმევით იქნა მიღებული ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქციები „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის უკან მდგარ მთავარ ძალად ითვლება.

„ჩვენ 29 დეკემბრამდე ცდა მოგვიწია, სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაპირებულ სანციებს გამოაცხადებდა“, - აღშფოთებით ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი.

იგი არ მალავს თავის იმედგაცრუებას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომ მას შესაძლებლობა არ მიეცა პრეზიდენტს ან სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვედროდა.

„უნდა ითქვას, რომ წინა ადმინისტყრაცია, მართალია, თითქოსდა დემოკრატიას დიდ ყურადრებას უთმობდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გაუკეტებია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ახალ ადმინისტრაციას, აშკარაა, რომ განსხვავებული მიდგომები აქვს, მაგრამ ძლიერი ამერიკის ეს მიდგომები იმასაც ნიშნავს, რომ [ადმინისტრაცია] უნდა დაინტერესდეს იმითაც, რა ხდება კავკასიაში. თუ მისი პრიორიტეტი დემოკრატიის დაცვა არ იქნება, გეოპოლიტიკური დაინტერესება მაინც უნდა იყოს“, - თქვა ქართველმა ლიდერმა.

წყარო: https://thehill.com/policy/international/5105763-georgia-president-trump-russia/

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის