USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«The Hill» (აშშ): „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს“
თარიღი:  317

აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ის (The Hill) 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს“ (ავტორები - იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და დევიდ კრამერი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების  წინააღმდეგ განხორციელებული სავიზო და ფინანსური სანქციები, როგორც ჩანს, არაეფექტური აღმოჩნდა - იმიტომ, რომ ისინი არ შეეხო ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ანტიდასავლური და პრორუსული კურსის გატარებაში - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამას წინათ შემოღებული ანტიქართული სანქციები, ადრინდელებთან ერთად (კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო) სრულიად ბუნებრივი და დასაბუთებული იყო, მაგრამ მათი გაღრმავება არ მომხდდარა. არადა, შეერთებულმა შტატებმა ნათლად და მკაფიოდ უნდა აჩვენოს საქართველოს, რომ ვაშინგტონი ყველა ფინანსურ ბერკეტს გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ, თუ მთავრობა იმ გზით სიარულს გააგრძელებს, რომელსაც ქართველი ხალხისათვის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისათვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

ბიძინა ივანიშვილი თავისი ქონება რუსეთში ბიზნეს-საქმიანობით დააგროვა, სანამ იგი საქართველოში დაბრუნდებოდა და თავის მიერ შექმნილ პარტიას 2012 წელს გამართულ არჩევნებში გაამარჯვებინებდა და  ხელისუფლებაში მიიყვანდა. იმ დროიდან მოყოლებული (ერთი წლის გამოტოვებით) ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც, რაიმე ოფიციალური თანამდებობის არქონის მიუხედავად, ხელისუფლებით სარგებლობს და ბრძანებებს გასცემს. იგი ისწრაფვის რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა გააუმჯობესოს და ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეტს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ასევე აღდგენილია პირდაპირი ავიამიმოსვლაც, რის შედეგადაც საქართველოს ასი ათასობით რუსი სტუმრობს, ხოლო ორმხრივი ვაჭრობა ფართოვდება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კანონმდებლობაც რუსულ სტილზე გადაიყვანა - ისეთ სამართლებრივ აქტებს იღებს, რომლებიც ძალიან ჰგავნან რუსეთში მოქმედ კანონებს (მაგალითად, უცხოური აგენტების შესახებ, ერთსქესიან ადამიანებს შორის ქორწინების აკრძალვის თაობაზე, ტრანსგენდერების მკურნალობასთან დაკავშირებით და ა.შ.). ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა წინა ხელისუფლების მიმართ და ამას წინათ განაცხადა, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტის (ამჟამად კი პოლიტპატიმრის) მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას მიუძღვის ბრალი 2008 წლის სისხლისმღვრელი ომის დაწყებაში, რასც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა და არა რუსეთს.

ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს მოხდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი მხურვალე გამოსვლები იმას მოასწავებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში [ოპოზიციის მიმართ] საშინელი ანტიდემოკრატიული ზომები განხორციელდება, ასევე გატარდება ანტიდასავლური პოლიტიკა. მისი მტკიცებით, ქართულ ოპოზიციას აშშ და ევროპა (ანუ „გლობალური ომის პარტია“) აფინანსებს - მიხეილ სააკაშვილის „უგუნური და სადისტური რეჟიმის“ აღდგენისა და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია შეეცდება ასეთი მოვლენები „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აიცილოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მან არჩევნების შედეგებით მანიპულირება დაიწყოს. იგი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ არცევნების შემდეგ პროდასავლურ ოპოზიციას, ანუ მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ნიურნბერგის პროცესს“ მოუწყობს და მათ  ისეთ მკაცრ სამართლებრივ-პოლიტიკურ სასჯელს გამოუტანს, როგორსაც „მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი იმსახურებს“. „ქართული ოცნება“ ოფიციალურად აცხადებს (პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახით), რომ მას პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ხილვა არ სურს.

„ქართული ოცნება“ ამჟამად ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს. აცხადებს რა რეპრესიებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების (არასამტავრობო ორგანიზაციების) მიმართ სამომავლო რეპრესიებს, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, ფაქტიურად ანტიდასავლურ ტოტალიტურ რეჟიმს ამყარებენ, რომელიც პროდასავლურად განწყობილ მოსახლეობას მართავს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრას, რომ თუ იგი ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს თავის სასარგებლოდ ან თუ ოპოზიციის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიიღებს, ის და მისი მილიარდები აშშ-ის ფინანსტა სამინისტროს მძიმე სანქციების ქვეშ მოექცევა.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უფრო ადრე - რამდენიმე თვის წინ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მილიარდერი და მისი მარიონეტები მთავრობაში და პარლამენტში აშშ-ის ელჩისა და კონგრესის წევრების მიმართ მკვეთრი რიტორიკით გამოვიდნენ. ჩვენ საქართველოს მმართველი პარტია უნდა დავარწმუნოთ, რომ თუ ის არჩევნების შედეგების შეცვლა-გაყალბების მიზნით თავის შენიღბულ განზრახვას შეასრულებს, შემდეგ კი ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს განახორციელებს და საქართველოს ანდიდასავლურ დიტატურად გადააქცევს, ჩვენ შევეცდებით ხელი შევუშალოთ ასეთ ნაბიჯებს და მათ მიმართ მკაცრ პერსონალურ სანქციებს შემოვიღებთ.

გარდა ამისა, იმის ფონზე, რომ სულ უფრო მატულობს ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე და შეშფოთება - შესაძლოა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბოს, საერთაშორისო დამკვირვებლები ფხიზლად უნდა იყვნენ: მათ უნდა დაფიქსირონ გაყალბების მცდელობის ყოველი ფაქტი. თავის მხრივ, აშშ და მისი მოკავშირეები მკაცრად უნდა გამოვიდნენ ფალსიფიცირებული არჩევნების ლეგიტიმიზაციის წინააღმდეგ.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, „ქართული ოცნება“ ხმების უმეტესობას მიიღებს, თუმცა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული „ქართული ოცნების“ მარცხი. ასევე გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველი ხალხი ისევ პროევროპულად, პრონატოურად, პროამერიკულად და დემოკრატიულად არის განწყობილი. ამრიგად, საქართველო, ოდესღაც ყველაზე დინამიურად განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, დასავლეთის პარტნიორი, ამჟამად პრობლემად არის გადაქცეული. თუმცა ამერიკას და ევროპას, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა და ინტერესი აქვთ, თავიანთი მიზნების განხორციელების პირობებში,  სიტუაციის გამოსწორება შეუძლიათ.

ამჟამად ქართველი ხალხის გადარჩენა იმ პრორუსული ავტორიტარული სამომავლო რეჟიმისაგან, რომელსაც ქვეყანას ოლიგარქი უმზადებს, მხოლოდ მიზანმიმართული მტკივნეული სანქციების შემოღების მუქარითაა შესაძლებელი.

წყარო: https://thehill.com/opinion/4904458-sanctions-georgia-ivanishvili/

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.