USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
«The Hill» (აშშ): „აშშ უკრაინა კვლავ დაეხმარა, მაგრამ კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“
Date:  516

„ამერიკული სამხედრო დახმარება უკვე კიევისაკენ მიემართება. ის უბედურება რომ გადაიტანოს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ჩავარდნილი, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული 61-მილიარდიანი დახმარება გონივრულად უნდა გამოიყენოს. სავარაუდოდ, აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი ფულით და იარაღით კიევი შეძლებს რუსების შეტევის შეჩერებას და რიგ შემთხვევებში, ალბათ, უკუაგდებს კიდეც მათ ცალკეული მიმართულებებით, მაგრამ დახმარება არასაკმარისი იქნება 2022 წლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) დაბეჭდილ მასალაში სათაურით „აშშ უკრაინას კვლავ დაეხმარა, მაგრამ კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ (ავტორი - ტომ მოსქაითისი, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ ზაფხულს უკრაინის არმიის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ თავიანთი რესურსების დიდი ნაწილი „ქარს გაატანეს“ - უნაყოფოდ დახარჯეს უშედეგო კონტრშეტევაში. რუსეთის ჯარი, რომელმაც ვერ შეძლო 2022 წლის გაზაფხულზე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება, წარმატებული და მოხერხებული აღმოჩნდა თავდაცვით ოპერაციებში: 2023 წლის ზაფხულში უკრაინელებმა ვერაფერი მოუხერხეს რუსების მიერ გამაგრებულ თავდაცვით-საფორტიფიკაციო კომპლექსს და დიდი ზარალი განიცადეს.

(...)

უკრაინის არმიის წარუმატებლობით, ფაქტიურად, დასავლეთის რეპუტაციაც შეილახა - ამერიკულ (და ნაწილობრივ, ევროპულ) პოლიტიკური წრეების თვალსაზრისებში გაძლიერდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შემცირების ტენდენცია, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო პაკეტის დაბლოკვით გამოიხატა - რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა დემოკრატებმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევითა და სხვადასხვა პოლიტიკური მანევრების მეშვეობით, მოახერხეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის მაიკ ჯონსონის დარწმუნება კიევისადმი დახმარების აუცილებლობაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის წარმატებით მიღება უზრუნველყო. ამასთან, რესპუბლიკელებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამგვარი პოლიტიკური მანევრი თეთრ სახლს აღარ გაუვა და რომ უკრაინისათვის ეს სამხედრო დახმარება უკანასკნელი იქნება.

(...)

ყველა ეს ფაქტორი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინამ დღევანდელ სიტუაციაში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და არ უნდა შეეცადოს იმის დაბრუნებას, რაც უკვე დაკარგული აქვს. უკრაინას დრო ჭირდება, რომ რუსული დაბომბვებით ძლიერ დაზიანებული კრიზისული (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურა აღადგინოს და თავისი არმიის წრთვნა და აღჭურვა გააგრძელოს.

უკრაინას, სავარაუდოდ, შეუძლია რუსეთის არმიის მიერ მიღწეული ზოგიერთი წარმატება გარკვეულწილად გაანეიტრალოს, მაგრამ კიევმა საკუთარ თავს უფლება არ უნდა მისცეს  კიდევ ერთი ტოტალური კონტრშეტევა დაიწყოს. არ არის გამორიცხული შარშანდელი მასშტაბური დანაკარგების გამეორება, რაც უკრაინისათვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს - განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკული დახმარების გაგრძელება გარანტირებული არ არის. პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის დარწმუნება იმაში, რომ კიევს მოსკოვზე გამარჯვება და ტერიტორიების მთლიანად დაბრუნება შეუძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს დახმარების შეწყვეტას - დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისადმი სამხედრო დახმარება - ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ უკვე დახარჯული ფული და შეწირული სიცოცხლე ფუჭი აღმოჩნდეს.

წყარო: https://thehill.com/opinion/international/4629297-with-fresh-us-funding-ukraine-must-not-repeat-2023s-mistakes/

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way